კბილების გათეთრების მეთოდები კლინიკა “ელიტში“!

სილამაზე/ჯანმრთელობა

9 თებერვალი 22:00, 2017 წელი

უსაფრთხოა თუ არა კბილების გათეთრება, რამდენ ხანს გრძელდება ეფექტი, რა უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცედურის წინ? ამ და კიდევ ბევრ საინტერესო კითხვაზე, რომლებიც კბილების გათეთრებას ეხება, კლინიკა „ელიტის“ ექიმი-სტომატოლოგი ნინო გერსამია  გვესაუბრება.

- როგორია კბილის ბუნებრივი ფერი და რაზეა ის დამოკიდებული?
- კბილის ფერს უმთავრესად მისი სტრუქტურული აგებულება განაპირობებს. მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გარემო ფაქტორებიც. კბილები ბუნებრივად შეიძლება იყოს თეთრი, მოყვითალო, მოყავისფრო და ნაცრისფერი.
ცნობილია, რომ დროთა განმავლობაში ყველაზე თეთრმა კბილებმაც კი ფერი შეიცვალოს (ამ მოვლენას დისქოლორიზაციას ვუწოდებთ). გარდა ასაკისა, ფერის შეცვლის მიზეზად შესაძლოა იქცეს სხვა ენდოგენური თუ ეგზოგენური ფაქტორებიც, მათ შორის – სიგარეტის წევა, პიგმენტური საკვები (ჩაი, ყავა, ზოგიერთი გამაგრილებელი სასმელი, წითელი ღვინო და ა.შ.), ენდოდონტიური მკურნალობა, ცალკეული ანტიბიოტიკის (განსაკუთრებით ტეტრაციკლინის ჯგუფის პრეპარატების) მიღება ბავშვობის ასაკში, განვითარების ესა თუ ის ანომალია. მიზეზის დაზუსტება აუცილებელია მკურნალობის ტაქტიკის შესარჩევად.


- ყველაზე უფრო გათეთრებას კბილები რა შემთხვევაში ექვემდებარება?
- ყველაზე კარგად  მოყვითალო ფერის კბილები თეთრდება. მოყავისფრო და ნაცრისფერი კბილები შედარებით ნაკლებად, მითუმეტეს თუ კბილის ემალი გამჭვირვალეცაა. ყველაზე ხშირად გამჭვირვალე ნაცრისფერი კბილებია. თუმცა ერთი ტონით გათეთრება ამ შემთხვევაშიც ხდება.


- რა უდევს საფუძვლად კბილების გათეთრების მექანიზმს?
- თანამედროვე კლინიკური სტომატოლოგია კბილების გათეთრების საკითხებს დეტალურად იცნობს. არსებობს მეცნიერულად დასაბუთებული მონაცემები კბილების გათეთრების სხვადასხვა მეთოდის, მათი ჩატარების ტექნიკის, ჩვენებებისა და უკუჩვენებების, დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ.
კბილის გათეთრების მექანიზმი კბილის მაგარ ქსოვილებში მიმდინარე რთულ ბიოქიმიურ პროცესებს ეფუძნება. პოპულარული ენით რომ ავხსნათ, კბილების გათეთრება წყალბადის ან კარბამიდის ზეჟანგის ქიმიური, სხივური ან სითბური აგენტებით გააქტიურებას უკავშირდება. გააქტიურების შედეგად გამოყოფილი თავისუფალი ჟანგბადის ატომი აღწევს კბილის მაგარ ქსოვილებში ისე, რომ არ აზიანებს მას და წვავს ორგანულ ნაერთებს, შლის კბილის მაგარ ქსოვილებში არსებული პიგმენტების ცილებს. აღნიშნული ცვლილებები ვიზუალურად კბილების გათეთრების ეფექტს იძლევა.


- ზემოთ ჩვენებები და უკუჩვენებები ახსენეთ. რა უკუჩვენება აქვს კბილის გათეთრებას?
- ისევე, როგორც ნებისმიერ სამედიცინო მომსახურებას, უკუჩვენება კბილების გათეთრებასაც აქვს. კბილების გათეთრება უკუნაჩვენებია: კბილის კარიესი, მინანქრის მომატებული მგრძნობელობა, მინანქრის მიკრობზარები, კბილების ფრონტალურ მიდამოში ბჟენებისა და ხელოვნური გვირგვინების არსებობა (ასეთ დროს ფერს იცვლის კბილის მაგარი ქსოვილი - მინანქარი, ხოლო ბჟენი პირვანდელი ფერისა რჩება და მინანქრის ფერის ცვლილების გამო გაცილებით შესამჩნევი ხდება, ამიტომ ძველი ბჟენები კბილების გათეთრების შემდეგ 
ფაქტობრივად გამოსაცვლელი ხდება.), მათეთრებელი საშუალებების კომპონენტების მიმართ ალერგიული რეაქციების არსებობა (რაც ძალზე იშვიათია), 16 წლამდე ასაკი,  ორსულობა და ლაქტაცია.

- როგორ ხდება კბილების გათეთრება?
- თანამედროვე კლინიკურ სტომატოლოგიაში კბილების გათეთრება გულისხმობს პროცესებს, რომელთა შედეგად შესაძლებელია კბილის მაგარი ქსოვილების გაბაცება რამდენიმე ტონით. ამის მიღწევა შესაძლებელია ორი გზით: მათეთრებელი საშუალებებით, რომელთა შემადგენლობაში არსებული ზეჟანგების უშუალო მონაწილეობით შესაძლებელია ღრმა და ზედაპირული ლაქების ამოყვანა და არამათეთრებელი, კბილის გამაბაცებელი საშუალებებით, რომლებსაც ფიზიკური და ქიმიური რეაქციების შედეგად მხოლოდ ზედაპირული ლაქები ამოჰყავს. ამ საშუალებების გამოყენება პაციენტს შეუძლია როგორც სტომატოლოგიურ კაბინეტში (Office), ასევე სახლის პირობებში (Home). შესაძლოა გამოვიყენოთ კომბინაციური მეთოდიც, ანუ ჯერ პაციენტმა გაითეთროს კბოლები სტომატოლოგიურ კაბინეტში, ხოლო შემდეგ გათეთრება პროცედურები ჩაიტაროს სახლის პირობებში (ეს იმ შემთხვევაში თუ უფრო ძლიერი ეფექტის მიღება გვინდა).


- რას გულისხმობს Office-გათეთრება?
- Office-გათეთრება უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს კბილების გათეთრებას ექიმი- სტომატოლოგის მიერ, სტომატოლოგიურ კაბინეტში. ამ შემთხვევაში გამოსაყენებელი მათეთრებელი საშუალებების ჩამონათვალი არცთუ ისე მცირეა. უმეტესად გამოიყენება მაღალპროცენტიანი (35%-იანი) წყალბადის ზეჟანგის ხსნარები, ცალკეულ შემთხვევებში – ორივე ერთად. მათეთრებელი საშუალებების აპლიკაციის წინ აუცილებელია ღრძილების იზოლაცია კოფერდამის ან სპეციალური დამცავი გელის საშუალებით.


- სახლის პირობებში გათეთრება როგორ ხდება?
- სახლის პირობებში გათეთრებისთვის სტომატოლოგის მიერ პაციენტისთვის ინდივიდუალურად მზადდება მისი კბილების ფორმის კაპები, რომელზეც უნდა მოთავსდეს სპეციალური მათეთრებელ გელი და დაფიქსირდეს ზედა და ქვედა ყბაზე. პროცედურები 2 კვირა გრძელდება. პაციენტს შეუძლია მათეთრებელი კაპა ატაროს სამსახურში, ავტომობილის მართვისას, ძილის დროს და ნებისმიერ სიტუაციაში.

- რა უნდა გავითვალისწინოთ კბილების გათეთრების წინ?
- კბილების გათეთრებისთვის აუცილებელია სპეციალისტის მიერ ჩატარებული დეტალური სტომატოლოგიური გამოკვლევა. გამოკვლევის დროს დეტალურად უნდა იქნეს განხილული კბილის გათეთრების ჩვენებებისა და უკუჩვენებების ყველა პუნქტი, პაციენტს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ყველა შესაძლო გართულების თაობაზე, ხოლო მისი თანხმობის შემთხვევაში შედგეს მკურნალობის გეგმა.


- კბილების გათეთრება სრულიად უსაფრთხოა?
-
კბილების გათეთრებას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. არიან უნდობლად განწყობილებიც. მათ გასაგონად  მინდა აღვნიშნო, რომ მონაცემები, რომლებიც სარწმუნო სამეცნიერო კვლევებით დასტურდება, ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს კბილის გათეთრების უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე. თანამედროვე კლინიკურ სტომატოლოგიაში დღეს ეს საკითხი სადავო აღარ არის.


- რამდენი ხანი გრძელდება ეფექტი?
- ეს ეფექტი ინდივიდუალურია, ისევ და ისევ პაციენტის ცხოვრების წესიდან გამომდინარე. თუ ექიმის რეკომენდაციებს პაციენტი ზუსატად დაიცავს ეფექტი აუცილებლად იქნება ხანგრძლივი - 1 წელი და მეტიც.


- რა არის ამისთვის საჭირო?
- პაციენტმა დღეში 2-ჯერ უნდა გაიხეხოს კბილები, უნდა შეზღუდოს პიგმენტური საკვების მიღება, უარი თქვას სიგარეტზე.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?