11 ჩვევა, რომელიც სილამაზეს ნელ-ნელა „გპარავთ" (11 ფოტო)

სილამაზე/ჯანმრთელობა

19 იანვარი 09:00, 2018 წელი

იჩქარეთ, სანამ გაქვთ შეცვლის შანსი...

    

  • პოპულარული პოზა „ფეხი ფეხზე“

    თუკი ცხოვრების მჯდომარე წესი გაქვთ, მოერიდეთ ამ პოზას. ამ ჩვევამ, შესაძლოა, ვარიკოზი გამოიწვიოს. თუ გსურთ სისხლის მიმოქცევა თქვენს ორგანიზმში სწორად მიმდინარეობდეს, აკონტროლეთ ჯდომის წესი და შეიძინებთ შესაბამისი სავარძელი კომპიუტერისთვის. ყველა შესაძლო სიტუაციაში, შეეცადეთ, ფეხები მაღლა აწიოთ.


  • ხშირად ისრესთ თვალებს?

    კომპიუტერთან ჯდომა და დაღლილობა სწორედ იმის მიზეზია, რომ ხშირად ისრესთ თვალებს. ამ ჩვევის გამო კი წამწამები ზიანდება და თვალები ახალგაზრდულად ვეღარ გამოიყურება. სპეციალისტები გვირჩევენ, შეასრულოთ თვალების ვარჯიშები 20 წუთში ერთხელ.


  • კოსმეტიკის გადაჭარბებით მოხმარება

    გახსოვდეთ, რომ გადაჭარბებული მაკიაჟით სახის ფორები იჭედება, რაც კანის გაღიზიანებას და ნაადრევ დაბერებას იწვევს. სხვათა შორის, ახლა ტრენდულია სახის მაქსიმალურად ბუნებრივი ფერი.


  • ყოველდღე სირბილი საზიანოა!

    სპეციალისტების უმეტესობა 100-ით თანხმდება, რომ მოძრაობა ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, თუმცა გადაჭარბებული ფიზიკური აქტივობა სახის კანის დაბერებას აჩქარებს. ყველაფერი კარგია, ოღონდ ზომიერად. მთავარია, საკუთარ ორგანიზმს მოუსმინოთ.


  • ახლად დაწურული წვენის დიდი რაოდენობით მიღება 

    დიდი რაოდენობით ფრუქტოზა ნაოჭების გაჩენას უწყობს ხელს. წვენების ნაცვლად, დიეტოლოგები გირჩევენ, მიირთვათ სმუზები და მწვანე ბოსტნეული, რომელიც ნამდვილად აახალგაზრდავებს ორგანიზმს.


  • სველი თმების დავარცხნა ან თმის ძალიან ცხელი ჰაერით გაშრობა

    თმები - ორგანიზმის ჯანმრთელობასა და ახალგაზრდობაზე მიანიშნებს. თუკი სველ თმას დაივარცხნით, ხოლო შემდეგ ცხელი ჰაერით გაიშრობთ - სილამაზე დაივიწყეთ. ამგვარად თმები გამოიფიტება. გაიშრეთ თმები საშუალო ტემპერატურის რეჟიმზე.


  • ბევრი რძის მიღება

    მართალია, რძე მდიდარია კალცითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით, მაგრამ თუ გსურთ, ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ, აუცილებლად საჭიროა რაოდენობის კონტროლი. რძე შეიცავს ანდროგენებს, რაც ცხიმოვანი ჯირკვლების გაძლიერებულად მუშაობას განაპირობებს. შედეგად კი სახის კანი მალე ბერდება.


  • რუჯის მიღება მზის დამცავის გარეშე

    ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვა სახის კანისთვის აუცილებელია, თან მთელი წლის განმავლობაში და არამხოლოდ ზაფხულობით. მზისგან დამცავი საცხი უნდა წაისვათ სახეზეც და ხელებზეც. სწორედ ხელები გათქვამენ ხშირად ქალის ასაკს. მზის სხივების ხშირი ზემოქმედება კი ხელებზე ლაქებსა და ნაოჭებს აჩენს. ზაფხულში არ დაგავიწყდეთ კისრისა და დეკოლტეს ზონებიც.


  • წყენის ხანგრძლივად გულში შენახვა

    დამტკიცებულია, რომ პატიების უნარსა და ფიზიკურ ჯანმრთელობას შორის მჭიდრო კავშირია. წყენა წონის, წნევისა და შაქრის დონის მომატებას უწყობს ხელს. ნუ დატვირთავთ ორგანიზმს ამ მძიმე ემოციით.


  • სახეზე ხშირი შეხება

    ადამიანები, აბსოლუტურად გაუცნობიერებლად, ძალიან ხშირად ეხებიან საკუთარი სახის კანს, ამით სახეზე მიკრობები გადააქვთ. ეს კი ნაოჭებსა და ინფექციებს იწვევს. ამ ჩვევისგან გათავისუფლებაში მხოლოდ საკუთარი თავის კონტროლი დაგეხმარებათ.


  • თმის ხშირი შეკვრა, „კუდის“ ტარება

    თუკი საშუალო ან გრძელი თმა გაქვთ, რა თქმა უნდა, ხშირად ატარებთ „კუდს“. სპეციალისტები გირჩევენ, ვარცხნილობა შეიცვალოთ, რადგან თმის შეკვრა თმის ცვენასა და გამელოტებას იწვევს.


წყარო
დღის ჰოროსკოპი

18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ფულის ხარჯვა - ეს ჩვევა სიღარიბის ნიშანია (?!)

ამერიკელმა მეცნიერებმა შეისწავლეს 100-ზე მეტი ბავშვის და მოზარდის თავის ტვინი, რომლებიც სხვადასხვა შემოსავლების მქონე ოჯახებში იზრდებიან. 
დღის ჰოროსკოპი

17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა აქვთ საერთო მერილინ მონროს, ელვის პრესლისა და ჯენიფერ ლოპესს?

გარდა ვარსკვლავური სტატუსისა, მათ ძაღლებისადმი სიყვარულიც აერთიანებთ.
დღის ჰოროსკოპი

16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

მიქსერმა ქალი მისივე შარფით „მოგუდა“

ეს სამწუხრო ინციდენტი ორიოდე დღის წინს საფრანგეთში, ქალაქ სენტ-ეტიენში (Saint-Étienne) მოხდა. 58 წლის ქალი, თავის ვაჟთან ერთად, სამზარეულოში იმყოფებოიდა და ნამცხვრია გამოცხობას აპირებდა... ამის შესახებ გამოცემა „დეილი მეილი“ იუწყება.
დღის ჰოროსკოპი

15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავებ15 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ელფრიდა კარლსონი - ქალი, რომელსაც ყეფაში ხელფასს უხდიან

თანამედროვე მსოფლიოში 40 ათასზე მეტი პროფესიაა და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. აი, მაგალითად, შვედი ელფრიდა კარლსონი ხელფასს ყეფაში იღებს - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
კულინარია

ცხელი ვინეგრეტი - სასარგებლო, ნოყიერი და დაბალკალორიული

კარტოფილის გოგრით ჩანაცვლება ამ სალათს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
დღის ჰოროსკოპი

14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ჯეისონ სტეტჰემი თავის სახლს $19,95 მილიონად ყიდის (12 ფოტო)

სახლი კალიფორნიაში, მალიბუს სანაპიროზე მდებარეობს. ბრიტანელმა მსახიობმა ეს ქონება 2009 წელს $10,6 მილიონად შიძინა, ცოტა ხნის წინ კი აქაურობა საფუძვლიანად გაარემონტა.
დღის ჰოროსკოპი

13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?