წარბების სწორად მოხატვის წესები

წარბების სწორად მოხატვის წესები

სილამაზე/ჯანმრთელობა

5 ივნისი 09:00, 2018 წელი

ამ შეუმჩნეველმა შტრიხმა ჩვენი იმიჯი შესაძლოა, სრულიად შეცვალოს. 

როგორ მოვიხატოთ წარბები ლამაზად?



პირველ რიგში, სწორად უნდა შევარჩიოთ ფანქარი, ის აუცილებლად უნდა იყოს მყარი და კიდევ ერთი პირობა: წარბის ფანქარი უნდა იყოს წვრილად გათლილი.
იმისთვის, რომ ფანქარი კარგად გათალოთ, ის რამდენიმე წუთით საყინულეში მოათავსეთ და გამოღებისთანავე გათალეთ.
რაღა დაგიმალოთ, მეც უპირატესობას წარბის რბილ ფანქარს ვანიჭებდი, თუმცა, ცხიმიანობის გამო წარბი უფრო მუქდებოდა, სახეზე გაცილებით მკვეთრად ჩნდებოდა და თან წარბები გარშემო ითხაპნებოდა.  


 


 


 



არსებობს გასათლელი და ამოსაწევი წარბის ფანქრები. გაინტერესებთ, რომელი სჯობს წარბის მოსახატად?
აქ არანაირი შეზღუდვა არ გვაქვს,
ყველაფერი დამოკიდებულია ქალის გემოვნებაზე,
მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ მექანიკური (ამოსაწევი) ფანქრით სარგებლობის დროს ძალიან რთულია წვრილი ხაზის გაკეთება, ხოლო გათლილი ფანქრით წარბებს სასურველ ფორმას მარტივად მისცემთ. 


 


 


 


 


 


როგორ მოვიხატოთ წარბები ისე, რომ საოცრად ეფექტური მაკიაჟი მივიღოთ?



გაითვალისწინეთ რამდენიმე რეკომენდაცია: 


1. ფანქრის ფერი უნდა შეესაბამებოდეს თმის ფერს. თუკი ბუნებრივად ქერა ან ღია ფერის თმა გაქვთ, ძალიან შავი წარბებით გამომწვევ ვიზუალს შეიქმნით.


2. ფანქრით სარგებლობის დროს, არ არის აუცილებელი ხაზის გაკეთება, მთავარია წარბის ცალკეული თმის ნაწილი შეიღებოს. 


3. თუ გსურთ, გრძელი წარბის ეფექტი მიიღოთ, დაიწყეთ წარბის მოხატვა თმის ზრდის მიმართულებით, თან ცოტაოდენი შტრიხებიც დაამატეთ წარბს.


4. თუკი გსურთ, მაკიაჟს უფრო მეტი სიმკვეთრე მისცეთ, ჯერ აიღეთ წვრილი სავარცხელი და დაივარცხნეთ წარბები ქვევიდან ზევით მიმართულებით. ფანქრით მოხატვის შემდეგ, წარბები სავარცხლის დახმარებით ისევ პირვანდელ ფორმას დაუბრუნეთ. 


5. იმისთვის, რომ წარბს ლამაზი და ბუნებრივი შეფერილობა მისცეთ, თავიდანვე მოამზადეთ რამდენიმე ფანქარი: ერთი უნდა იყოს ფერის მიმცემი, რომლითაც მუდმივად სარგებლობთ, ხოლო სხვები შედარებით ღია ფერის. ჯერ შეიღებეთ წარბები ღია ფერის ფანქრით, შემდეგ კი მუქი ფანქარი გადაისვით. ბოლოს კი კარგად დაივარცხნეთ წარბები.


ეს მცირე რეკომენდაციები წარბების ფანქრით მოხატვის შესახებ, თუმცა, ისიც ხომ გვახსოვს, რომ ქალების უმეტესობას (ხშირად მეც) ზოგჯერ ეზარება წარბის ფანქრით მოხატვა და წარბის შეღებვის ხერხს მიმართავს.



თუკი წარბის შეღებვა გადაწყვიტეთ, გაითვალისწინეთ, რომ ეს მაკიაჟის გაკეთებამდე ერთი დღით ადრე უნდა გააკეთოთ. ამგვარად, საღებავის წასმის შემთხვევაში მცირე გადაცდომით წარბების გარშემო ლაქების დატოვებას აირიდებთ თავიდან.
საღებავი უნდა გახსნათ უშუალოდ წარბის შეღებვის დროს.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ იაფიანი საღებავი არ გამოგადგებათ, რადგან საუბარია თვალის გარშემო მიდამოებზე. ამიტომ შეიძინეთ გამოცდილი მწარმოებლების საღებავი.
საღებავის წასასმელად ისარგებლეთ წვრილი ფუნჯით. ნელ-ნელა მიჰყევით წარბის ხაზს, სწორად და აუჩქარებლად.
გაიჩერეთ საღებავი წარბზე 15 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.


გავრცელებული შეცდომები წარბების მოხატვის დროს



წარბების შეღებვისას კატეგორიულად იკრძალება წარბების მაქსიმალური კორექცია და მისი თითქმის ბოლო ღერამდე ამოღება, რადგან ძალიან თხელი წარბის გასქელება რთულია და ამ პროცესს საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. 


წარბის ფანქრის ნაცვლად თვალის ლაინერით სარგებლობა რეკომენდებული არ არის, რადგან სისწორის დაცვა გაგიჭირდებათ.


ასევე, არ არის სასურველი წარბის სწორი ხაზის გაკეთება მხოლოდ ერთი ფანქრის დახმარებით. ისარგებლეთ ღია და მუქი ფერების კომბინაციით.


 

წყარო
ამბები

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს დაუფინანსებს

 „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით ახალი ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი „მენტალ ჰაბი“ გაიხსნა  Responsible.ge-ს დაფინანსებით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას თამაშზე დამოკიდებული ადამიანები „მენტალ ჰაბშიც“ შეძლებენ
ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ტრანსფორმაციის სტრატეგია: წინ, ახალი რეალობისკენ!

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ბაზარზე განვითარების ახალ სტრატეგიას აანონსებს, რაც საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს ეხმიანება და გრძელ ვადაში კომპანიის სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ „ჯიპიაი ჰოლდინგში“ აცხადებენ.
დღის ჰოროსკოპი

7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში - 50 000 ლარისთვის 5 ქვეყანა იბრძოლებს

სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა რეგიონში ევროპაბეთი და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია, პროფესიონალურ ნარდში პირველ რეგიონალურ ონლაინ-ჩემპიონატს ატარებენ. 5 ივლისიდან სტარტი აიღო საკალიფიკაციო პირველობებმა, უშუალოდ ჩემპიონატი კი 26 ივლისს, europebet.com-ზე დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

როგორ ჩატარდება და გაკონტროლდება რეგიონული ჩემპიონატი ნარდში „ევროპაბეთზე“

ტურნირი სტარტს 26 ივლისს აიღებს, კვალიფიკაციები 5 ივლისიდან დაიწყება ირველი რეგიონული ონლაინ ჩემპიონატი პროფესიონალურ ნარდში „ევროპაბეთზე“
დღის ჰოროსკოპი

2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა დაინახეთ ერთი შეხედვით? - ფსიქოლოგიური ტესტი ქალებისთვის

პასუხებში ამოიკითხავთ, თუ როგორი მამაკაცი გაგაბედნიერებთ...
დღის ჰოროსკოპი

1-ლი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ლი ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?