სილამაზე/ჯანმრთელობა

10 რჩევა ინტერნეტიდან, რომელიც არა მხოლოდ საზიანოა, არამედ საშიშიც!

fun time

14:00 შაბ. 24 ივლისი, 2021 წელი

სოდა სახეზე

14
დაკოპირებულია

როდესაც რაღაც კითხვაზე პასუხი გვაინტერესებს, ძირითადად, ინტერნეტს მივმართავთ, სადაც, ვნახულობთ, მაგალითად, როგორ მოვიშოროთ ცელულიტი, როგორ დავიკლოთ წონაში ან როგორ გავიკეთოთ ლამაზი ვარცხნილობა. თუმცა, მსოფლიო ქსელში შეიძლება ისეთ რჩევებსაც წააწყდეთ, რომლებიც, შესაძლოა, დახმარების ნაცვლად პირიქით, საზიანო აღმოჩნდეს.

 

ქოქოსის კარაქის გამოყენება დამატენიანებელი კრემის ნაცვლად:

ქოქოსის კარაქი შეგიძლიათ, შეიზილოთ თმებში ან მშრალ ტანზე შხაპის მიღების შემდეგ. მაგრამ მისი გამოყენება დამატენიანებელი კრემის სანაცვლოდ მიუღებელია. ხომ არ გინდათ სახეზე გამონაყარმა და ღრმა ფორებმა შეგაწუხოთ? მაშინ დაივიწყეთ ეს რჩევა.

სახის სკრაბირება ლიმონის ან ლაიმის წვენით:

არა და კიდევ ერთხელ არა! ლიმონის და ლაიმის წვენი საკმაოდ საზიანოა სახის ნაზი კანისთვის. ორივე მათგანი მზეზე ქიმიური რეაქციების პროვოცირებას ახდენს, რაც იწვევს კანის დამწვრობას, გამონაყარს და ჰიპერპიგმენტაციას.

აკნეს მკურნალობა კბილის პასტით:

დიახ, არსებობს ალბათობა, რომ კბილის პასტაში შემავალი სოდისა და წყალბადის პეროქსიდის დახმარებით სახეზე გაჩენილი აკნე გამოშრება, მაგრამ კიდევ უფრო დიდი ალბათობით, კბილის პასტა სახის კანს გააწითლებს და გააღიზიანებს. მოკლედ, კბილის პასტა და სახის კანი - ცუდი კომბინაციაა.

კვერცხის ცილის გამოყენება სახის კანის დასაჭიმად:

ამ „რეცეპტით" სარგებლობდნენ ჯერ კიდევ ჩვენი ბებიები და უმჯობესია ეს წარსულში დავტოვოთ. უმ კვერცხში სალმონელას უამრავი ბაქტერიაა, რომლებმაც, შესაძლოა, სახის ინფექციური დაავადება გამოიწვიონ.

სახეზე დეზოდორანტის წასმა:

საერთოდ, გაუგებარია, რა საჭიროა სახის კანზე დეზოდოტანტის წასმა, როდესაც უკვე დიდი ხანია არსებობს პრაიმერი ან სპეციალური გამოსაშრობი ხელსახოცები?

ეს რჩევა აბსოლუტურად უსარგებლოა, რადგან დეზოდორანტი ებრძვის ოფლს და არა სახის ცხიმს. და კიდევ, დეზოდორანტის ტექსტურა ჭედავს ფოტებს და იწვევს გამონაყარს.

სახეზე შავი წერტილების მოშორება წებოთი:

ფიქრობთ, რომ შავ წერტილებთან გასამკლავებლად ნებისმიერი საშუალება კარგი და ეფექტურია? კიდევ ერთხელ დაფიქრდით. რა თქმა უნდა, საბავშვო წებო განსაკუთრებით საშიში არ არის, მაგრამ მაინც იწვევს კანის გაღიზიანებას. თანაც, ეს „რეცეპტი" ამ დავალებას ვერ შეასრულებს. ასე რომ, დაივიწყეთ!

სახეზე სპირტის წასმა:

სპირტი სახის, ცხიმთან ერთად, კანიდან გამოდევნის მთელ სინესტეს და კანს სრულიად გამოაშრობს. გარდა ამისა, გააღიზიანებს კანს. გარკვეული დროის შემდეგ კი სახე კიდევ უფრო ცხიმიანი გაგიხდებათ.

თმის ლაკის გამოყენება მაკიაჟის დასაფიქსირებლად:

უმჯობესია, თმის ლაკმა თმები დააფიქსიროს, რადგან სახის კანი ლაკის მისხმის შემდეგ გაღიზიანდება, გამოშრება და აიქერცლება.

თ გსურთ, რომ მაკიაჟი დღის ბოლომდე შეინარჩუნოთ, ისარგებლთ პუდრით და შესასხურებელი ფიქსატორით, რომლებიც ნამდვილად სახისთვის არის შექმნილი.

აკნეს მკურნალობა საბავშვო, პამპერსის შიგნით წასასმელი კრემით:

საბავშვო კრემი, რომელსაც პატარებს პამპერსის ჩაცმამდე უსვამენ, შეიცავს უამრავ ინგრედიენტს, რომლებიც სახის კანს ახლოსაც არ უნდა მივაკაროთ. მაგალითად, ამ კრემის შმადგენლობაში მინერალურ ზეთი, პარაფინი და სინთეტიკური ცვილი, რომლებიც სახის კანს მხოლოდ პრობლემებს შეუქმნის.

სახის დაბანა სოდით:

სოდით სახის დაბანა კატეგორიულად არ შეიძლება, რადგან სოდა შლის კანის დამცავ ბარიერს და „კარს აღებს“ ინფექციების შესასვლელად.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი კვლევა - საუბრისას Loudspeake...

ყურსასმენები ტელეფონის
მავნე ზემოქმედებას
ამცირებს

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას

რომელია ყველაზე სასარგებლო ვაშლი?

რომელია ყველაზე
სასარგებლო ვაშლი?

რა სარგებელი აქვს დარიჩინს და როგორ...

დარიჩინის ხვეულები

„არავის უამბოთ თქვენი ავადმყოფობის...

ჰიპოკრატეს 11 რჩევა
ჯანმრთელი ცხოვრებისთვის