სილამაზე/ჯანმრთელობა

რა ვჭამოთ ღამე - 5 პროდუქტი საღამოს რაციონისთვის

fun time

16:00 ხუთ. 9 დეკემბერი, 2021 წელი

რა ვჭამოთ ღამე?

14
დაკოპირებულია

დიეტოლოგებმა 18:00 საათის შემდეგ ჭამაზე აკრძალვა მოხსნეს. სპეციალისტების აზრით, მკაცრი დიეტა სულაც არ არის საჭირო, თუ საღამოს რაციონისთვის სასარგებლო პროდუქტებს შევარჩევთ. ისეთებს, რომლებიც ღამის ძილს გაგვიუმჯობესებს და სასწორზე ისრებს სასურველი მიმართულებით გადახრის.

აი, ეს პროდუქტებიც:

შავი შოკოლადი

ხშირად ის აკრძალული პროდუქტების სიაში შეაქვთ, მაგრამ სულ ტყუილად. თხილიან და რძიან შოკოლადსა და შავ შოკოლადს შორის ხომ უზარმაზარი სხვაობაა. შავი შოკოლადი შაქარს მინიმალური რაოდენობით შეიცავს. ის ხელს უწყობს წონაში სწრაფ კლებას და სისხლში ქოლესტერინის დონესაც არეგულირებს.

წვნიანი

ამ ჩამონათვალში ამ ლერძს, ალბათ, ნამდვილად არ ელოდით! მიუხედავად ამისა, წვნიანი შეგიძლიათ, ღამითაც მიირთვათ. საქმე ისაა, რომ ნებისმიერი თბილი სითხე დამამშვიდებელ ეფექტს ახდენს ორგანიზმზე. თუ საღამოს იგრძნობთ, რომ ერთი ჭიქა ჩაი თქვენს შიმშილთან ვერაფერს გააწყობს, აუცილებლად გააცხელეთ ცოტაოდენი სუპი და მიირთვით (უმჯობესია ქათმის ან ბოსტნეულის ბულიონი). ოღონდ გახსოვდეთ: არ ღირს ღამით ოსპის, ბარდის ან ლობიოს წვნიანის ჭამა.

ნუში

დღევანდელი ფასების გათვალისწინებით, ამ გემრიელობით თავს ხშირად ვერ გავინებივრებთ, მაგრამ, როცა რაღაც ძალიან გინდა, თავს ფუფუნების უფლება უნდა მისცე. ცოტაოდენი ნუში საუკეთესო საშუალებაა შიმშილის მოსაკლავად. ვისაც გახდომა უნდა, შეუძლია თამამად მიირთვას ნუში ღამით.

გოგრის „მზესუმზირა“

თუ საღამოს საათებში პოპ-კორნისა და ჩიფსებისკენ გაგექცათ თვალი, სასწრაფოდ გადამალეთ ეს მავნე პროდუქტი და მის მაგივრად გოგრის თესლი მიირთვით! ეს სწორედ ის საკვებია, რომელიც ადვილად გაუმკლავდება ღამის შიმშილს და ძილსაც მოგგვრით. როგორც ცნობილია, გოგრის „მზესუმზირა“ მდიდარია მაგნიუმით, რაც ასე საჭიროა მშვიდი და ღრმა ძილისთვის.

ბრინჯი

დიეტოლოგები ხაზს უსვამენ ერთ უდავო ფაქტს: ის დიეტა, რომლის მთავარი კომპონენტიც ბრინჯია, 46%-მდე ამცირებს უძილობის ალბათობას. ბრინჯი იმ პროდუქტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა გლიკემიური ინდექსი მაღალია: ის გავლენას ახდენს ტრიპტოფანისა და მელატონინის სწრაფ გამომუშავებაზე. სწორედ ეს ჰორმონებია აუცილებელი ხარისხიანი ძილისთვის.

ასევე, მნიშვნელოვანია, გვესმოდეს საკუთარი ორგანიზმის. ზოგჯერ შეიძლება წყურვილი მოგვეჩვენოს შიმშილად, ამიტომ საღამოობით დალიეთ ერთი ჭიქა წყალი ან ჯანჯაფილის ჩაი!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ფიზიოლოგიური დაბერების პროცესი დაჩქ...

ფიზიოლოგიური დაბერების
პროცესი

იოდის ბადე — მითია თუ რეალური დახმა...

იოდის ბადე

ბლის 6 სასარგებლო თვისება, რომელიც...

ბლის 6 სასარგებლო თვისება

როგორ მოვიქცეთ მზით დამწვრობისას და...

როგორ მოვიქცეთ მზით
დამწვრობის დროს

5 პროდუქტი, რომლებიც „ჭკვიანი დირიჟ...

5 ხელმისაწვდომი პროდუქტი
დაბერების წინააღმდეგ

მჯდომარე ცხოვრების წესით გამოწვეული...

მჯდომარე ცხოვრების ხუთი
საგანგაშო შედეგი

რატომ არ არის სასურველი პომიდვრის მ...

რატომ არ არის სასურველი
პომიდვრის მაცივარში
შენახვა?

ჭინჭარი — ვიტამინების წყარო და სამკ...

ჭინჭარი მკურნალი

ჯანსაღი კვების რაციონზე გადასვლის 5...

ჯანსაღი კვების რაციონზე
გადასვლის 5 მარტივი წესი