„კი“ და „არა“ სახის წმენდის დროს - შეამოწმეთ საკუთარი თავი და გამოასწორეთ შეცდომები

სილამაზე/ჯანმრთელობა

9 თებერვალი 09:00

შესაძლოა, ძალიან ძვირად ღირებული კოსმეტიკური საშუალებებით სარგებლობთ, მაგრამ, თუკი სახის მოვლის საწყის ეტაპზე შეცდომას უშვებთ, სასურველი შედეგის მისაღებად დიდხანს მოგიწევთ ლოდინი. 

 

ერთად გავერკვეთ, რა შეიძლება და რა არ შეიძლება სახის წმენის დროს.


ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი:


რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, გასაწმენდ კანზე ნებისმიერი საცხის წასმა დაუშვებელია, რადგან ფორები დახურულია და რაც არ უნდა ძვირადღირებული საცხი შეიზილოთ კანზე, სასარგებლო ნივთიერებები კანში ვერ შეაღწევს.


თანაც, ცუდად გაწმენდილი სახის კანი მიდრეკილია აკნესა და ანთებისკენ. თუკი კანის ცხიმი, მტვერი და კოსმეტიკის ნარჩენები ერთმანეთში აირევა და მათ სახიდან დროულად მოიშორებთ, ძალიან მალე ნაზი და მბზინვარე სახის ნაცვლად პრობლემური კანი შეგრჩებათ.


მაშ ასე, ერთად გავეცნოთ წესებს და გავითვალისწინოთ:


 


სწორი ტემპერატურა


სახის კანის დაბანამდე, აუცილებელია წყლის ტემპერატურის დარეგულირება, რომ წყალი არც ძალიან ცხელი იყოს და არც ძალიან ცივი. გრილი და სასიამოვნო ტემპერატურა - მისაღებია. ზედმეტად თბილი წყალი აზიანებს კანის დამცავ ფენას და აშრობს დერმის ზედა ფენას, ხოლო ზედმეტად ცივი წყლით სახის დაბანა კანზე დაგროვილ ჭუჭყს ვერ აშორებს.


სახის კანის მოვლის საშუალებების სწორად შერჩევა


დიახ, სახის დასაბანი გელის, ქაფის ან სპეციალური რძის სწორად შერჩევა მარტივი საქმე არ არის. მითუმეტეს, როდესაც მაღაზიებში ასეთი მრავალფეროვანი არჩევანია. აქ კონკრეტული რჩევის მიღება ალბათ, რთულია. გადაწყვეტილების მიღება ინდივიდუალურად მოგიწევთ. ხოლო იდეალური არჩევანის გასაკეთებლად საჭიროა იცოდეთ ყოველი პროდუქტის დანიშნულება:


 


სახის კრემები - არ ქაფდება, არბილებს კანს და იდეალურია როგორც მშრალი, ისე მგრძნობიარე კანისთვის.


გელი - წმენდს ღრმად, შეიცავს მჟავებს, შესანიშნავია ცხიმიანი კანისთვის. მჟავის შემცველი საშუალებებით სარგებლობა ნუ შეგაშინებთ, განსაკუთრებით თუკი პრობლემური ან ძალიან ცხიმიანი კანი გაქვთ. 


ღრმა წმენდა - ყოველკვირეულად


წმენდა ყოველ დღე - ეს არის წესი, მაგრამ არსებობს ღრმა წმენდა, როდესაც სპეციალური საშუალებებით სარგებლობთ ნიღბების, პილინგის და სკრაბების სახით. კარგი იქნება, თუკი სახის ღრმა წმენდისთვის საჭირო პროდუქციას კოსმეტოლოგთან ერთად შეარჩევთ და კვირაში ერთხელ გამოიყენებთ. 


 


სკრაბი თუ გაწმენდა: პირველად რომელი?


როდესაც სარგებლობთ სკრაბით, ჯერ კარგად გაისუფთავეთ სახის კანი. იგივე წესის გათვალისწინებაა საჭირო ნებისმიერი ნიღბით სარგებლობამდე. თუკი ფორები მტვრითა და ჭუჭყით იქნება გაჭედილი, ვერანაირი აქტიური ნივთიერება ვერ მოგიტანთ სასურველ შედეგს. 


არ იჩქაროთ!


ყველა ჩვენგანს უამრავი საქმე და მოვალეობა გვაქვს. დილის ან საღამოს რუტინა საკუთარი თავის მოვლისთვის თითქოს დიდ დროს მოითხოვს და გვეზარება. მაგრამ საკმარისია 15 წუთით ადრე გაიღვიძოთ, ხოლო საღამოს საკუთარ თავს 20-30 წუთი დაუთმოთ და უბრალოდ, მოდუნდეთ, ისიამოვნოთ ამ პროცედურებით, ეფექტი ნამდვილად გაგაოცებთ და გარშემომყოფები თვალებს ვერ მოგწყვეტენ.


 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ფულის ხარჯვა - ეს ჩვევა სიღარიბის ნიშანია (?!)

ამერიკელმა მეცნიერებმა შეისწავლეს 100-ზე მეტი ბავშვის და მოზარდის თავის ტვინი, რომლებიც სხვადასხვა შემოსავლების მქონე ოჯახებში იზრდებიან. 
დღის ჰოროსკოპი

17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა აქვთ საერთო მერილინ მონროს, ელვის პრესლისა და ჯენიფერ ლოპესს?

გარდა ვარსკვლავური სტატუსისა, მათ ძაღლებისადმი სიყვარულიც აერთიანებთ.
დღის ჰოროსკოპი

16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

მიქსერმა ქალი მისივე შარფით „მოგუდა“

ეს სამწუხრო ინციდენტი ორიოდე დღის წინს საფრანგეთში, ქალაქ სენტ-ეტიენში (Saint-Étienne) მოხდა. 58 წლის ქალი, თავის ვაჟთან ერთად, სამზარეულოში იმყოფებოიდა და ნამცხვრია გამოცხობას აპირებდა... ამის შესახებ გამოცემა „დეილი მეილი“ იუწყება.
დღის ჰოროსკოპი

15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავებ15 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ელფრიდა კარლსონი - ქალი, რომელსაც ყეფაში ხელფასს უხდიან

თანამედროვე მსოფლიოში 40 ათასზე მეტი პროფესიაა და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. აი, მაგალითად, შვედი ელფრიდა კარლსონი ხელფასს ყეფაში იღებს - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
კულინარია

ცხელი ვინეგრეტი - სასარგებლო, ნოყიერი და დაბალკალორიული

კარტოფილის გოგრით ჩანაცვლება ამ სალათს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
დღის ჰოროსკოპი

14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ჯეისონ სტეტჰემი თავის სახლს $19,95 მილიონად ყიდის (12 ფოტო)

სახლი კალიფორნიაში, მალიბუს სანაპიროზე მდებარეობს. ბრიტანელმა მსახიობმა ეს ქონება 2009 წელს $10,6 მილიონად შიძინა, ცოტა ხნის წინ კი აქაურობა საფუძვლიანად გაარემონტა.
დღის ჰოროსკოპი

13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?