გვეთვლება თუ არა ვარჯიშად სახლის საქმეები?

სილამაზე/ჯანმრთელობა

25 ნოემბერი 17:00

გასაგებია, რომ წონის დასაკლებად სწორ კვებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუმცა სწორი კვების პარალელურად, ექიმები დაჟინებით გვირჩევენ ფიზიკურ დატვირთვასაც...

ფიზიკური დატვირთვისთვის სპორტდარბაზი საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ იქ სიარულისთვის ბევრს არც დრო აქვს და არც - ფინანსები... 


აღმოჩნდა, რომ პირველი, არცთუ მარტივი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ასეთია - უბრალოდ, წამოდექით სკამიდან. სულაც არ არის აუცილებელი, სპორტდარბაზში გაიქცეთ.


Mayo Clinic-ის ექიმი ჯეიმს ლევინი (James A. Levine), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,  ზედმეტი წონის პრობლემების სპეციალისტი, ავტორი წიგნისა „ადექი“, ირწმუნება, რომ ადამიანი სპორტდარბაზში ვარჯიშის დროს კალორიების 10%-ს წვავს, ხოლო ყოველდღიური საქმიანობის დროს - როგორიც არის, მაგალითად, პროდუქტების ყიდვა, ჭურჭლის რეცხვა, იატაკის მოწმენდა - 30%-ს.
ეს მაჩვენებელი ნაკლებად მოძრავი ადამიანის შემთხვევაში 15%-მდე მცირდება, ხოლო აქტიური ადამინისთვის - 50%-საც აღწევს.


ექიმ ლევინის აზრით, მთავარი პირობაა - საქმე ფეხზე დამდგარმა აკეთოთ. ვერტიკალურ მდგომარეობაში დღეში, მინიმუმ, 3 საათი უნდა გაატაროთ.


„ადამიანი ჯდომისთვის არ არის შექმნილი - როგორც სამედიცინო, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ჯდომა კლავს და ეს პრობლემა კიდევ უფრო აშკარა ხდება ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად“, - წერს ლევინი თავის წიგნში „ადექი“.   


რაც შეეხება ჯანმრთელობისთვის ფეხით სიარულს, აქ ექიმებმა უკვე დეტალურად გამოთვალეს:
პენსიონერს სჭირდება დღეში 7 ათასი ნაბიჯის გადადგმა;
ზრდასრულ ადამიანს - 10 ათასი ნაბიჯის;
ხოლო წონის დაკლების მსურველს - მინიმუმ, 20 ათასი ნაბიჯისა, რაც ნახევარ დღეს მაინც წაგართმევთ.


ასე რომ, თუ ფეხით სიარულისთვის დრო არ გაქვთ, გადმოიწერეთ თქვენს სმარტფონში ნაბიჯების მთვლელი და შეუდექით ვარჯიშს: ხშირად ადექით კომპიუტერიდან, გარცხეთ ყავის ჭიქა, მიალაგეთ ოფისის მაგიდა, გადაწმინდეთ მტვერი, სახლში კიდევ უფრო მეტი საქმე გამოიძებნება...
შიგადაშიგ თვალყური ადევნეთ ნაბიჯების მთვლელს - დღის განმავლობაში აუცილებლად შეაგროვებთ საჭირო რაოდენობას.

დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
თემატური ჰოროსკოპი

რატომ არის „მშვილდოსანი“ საუკეთესო ნიშანი? - 10 მიზეზი

„მშვილდოსანი“  ყველაზე ქარიზმატული და აქტიური ადამიანია დედამიწაზე. ალბათ, ამიტომაც უყვარს იგი ასე ძალიან მის უდიდებულესობა ფორტუნას. „შვილდოსანს“ ძალიან პლუსი აქვს, თუმცა დღეს მის ყველაზე კაშკაშა თვისებებს ჩამოვთვლით. 
კულინარია

როგორ მოვრთოთ საახალწლო სალათები ვირთხის წელში?

2020 თეთრი ვირთხის წელია. ის კი ცნობილია, რომ ძალიან მომთხოვნია. ასე რომ, გააფორმეთ სალათები ისე, რომ თეთრ ვირთხას ასიამოვნოთ.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

სახლის რომელ კუთხეში დავდგათ ნაძვის ხე 2020 წლის შესახვედრად?

რა საჭიროა საახალწლო ნაძვის ხისთვის ადგილის შერჩევა? რას მოგვიტანს ამის ცოდნა ან რა საფრთხეს შეიცავს - არცოდნა? 
ამბები

ოზურგეთში ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “ოზურგეთი პლაზა” გაიხსნა

დღეს ოზურგეთში ახალი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “ოზურგეთი პლაზა” გაიხსნა.
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

მოგიხდებათ თუ არა მოკლე ვარცხნილობა? - ამას წამში გაარკვევთ!

ზოგს ისე უხდება მოკლე თმა, შენც გიჩნდება სურვილი, სალონში გაიქცე და სასწრაფოდ შეიჭრა. მაგრამ, მოგიხდება? სწორედ ამას გაარკვევთ ქვემოთ მოცემული ტესტით, თანაც - 2-3 წამში. მოდით, ვსინჯოთ...
დღის ჰოროსკოპი

12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 დეკემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

როგორ მიდიან ქალები დასაძინებლად? (აქ თითოეული საკუთარ თავს ამოიცნობთ)

გვიანი საღამოა. ცოლ-ქმარი ტელევიზორთან ზის, შვილები თავიანთ ოთახში არიან. ქალი ამბობს: „უფ, გვიანია. ძალიან დავიღალე. წავალ დავიძინებ“. ტახტიდან დგება და...
საკნატუნო ამბები

„და აქ დამავიწყდა“ – 35 სიტუაცია, როცა შეიძლება, მამაკაცს ხანმოკლე ამნეზია დაემართოს

მეტიც - ასეთი სიტუაციები  შეიძლება „ეპილეფსიური შეტევის“ მიზეზიც გახდეს...