სამი პირობა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, რათა შვრიის ფაფამ მოგიტანოთ სარგებელი და არა ზიანი:
1. შვრიის ფაფა უნდა მიირთვათ მხოლოდ საუზმეზე, თანაც ერთ ჯერზე - არაუმეტეს 4 სუფრის კოვზისა. შვრია მდიდარია ნახშირწყლებით, მათი დიდი რაოდენობით მიღება კი ხელს უწყობს ზედმეტი კილოგრამების დაგროვებას;
2. შვრიის ფაფა სასარგებლოა იმ შემთხვევაში, თუკი მას არ დაუმატებთ რძეს, კარაქს, შაქარს, თაფლს, ხილს, ნიგოზს, ჩირს. ასეთი „გემრიელობებით“ შეამცირებთ შვრიის სასარგებლო თვისებებს და ზედმეტი კილოგრამებიც მალე შეგაწუხებთ; ამიტომ მოამზადეთ ფაფა წყალზე, ყველაფრის გარეშე;
3. სანამ შვრიის ფაფა თქვენი ყოველდღიური საუზმე გახდება, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან. კუჭ-ნაწლავის ზოგიერთი დაავადების დროს შვრია მტერი უფროა, ვიდრე მკურნალი.