8 ნიშანი იმისა, რომ თქვენ არასაკმარისი რაოდენობის წყალს სვამთ

სილამაზე/ჯანმრთელობა

9 იანვარი 13:00

უბრალოდ, ვალდებული ხართ, ეს მინიშნებები იცოდეთ!

ის, რომ წყლის გარეშე ვერ ვიცოცხლებთ, ყველამ კარგად ვიცით. ისიც ვიცით, რომ წყალი პლანეტის ნებისმიერ ცოცხალ არსებას ესაჭიროება, რადგან ეს ჯადოსნური სითხე ეხმარება ორგანიზმს საჭირო ფუნქციები მაქსიმალურად შეასრულოს.


წყალი არეგულირებს სხეულის ტემპერატურას და აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას. გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს და ასევე, სხეულს სითხით ავსებს.


დაიმახსოვრეთ, რომ წვენები, ჩაი, ენერგეტიკული სასმელები, ყავა და კოფეინით მდიდარი სასმელები წყალს ვერ ჩაანაცვლებს. რა თქმა უნდა, ესეც სითხეა, თუმცა, არ არის წყალი. გარდა ამისა, ენერგეტიკული სასმელები და ყავა შეიცავს კოფეინს, ხოლო კოფეინი იწვევს სხეულის გაუწყლოებას.


მაშ ასე, ერთად გავეცნოთ იმ 8 მინიშნებას, რომლის მიხედვით არასაკმარისი რაოდენობის წყალს ვიღებთ:


1. შარდვის სიხშირე


თუკი ჯანმრთელი ხართ, დღეში 6-7-ჯერ მაინც გიწევთ საპირფარეშოში შესვლა. თუმცა, ეს რიცხვი ინდივიდუალურია თითოეული ადამიანისთვის, რადგან ყველა ადამიანი სხვადასხვა რაოდნეობის სითხეს იღებს.


თუკი საშარდე ბუშტს დღეში 2-3 ჯერ ცლით, ეს ნიშნავს, რომ წყლის მიღების რაოდენობა უნდა გაზარდოთ. ამ შემთხვევაში სხეული მიგანიშნებთ, რომ არასაკმარისი რაოდენობის წყალს სვამთ.


წყლის არასაკმარისი რაოდენობით მიღება თირკმელების მუშაობის ფუნქციაზე უარყოფითად მოქმედებს და სერიოზულ გართულებებს იწვევს.


2. მშრალი კანი


თუკი წყალს საკმარისი რაოდენობით იღებთ, მშრალი კანის პრობლემამ არ უნდა შეგაწუხოთ. შეინარჩუნეთ დატენიანებული კანი!


თუკი სახის მშრალი კანი გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმი გაუწყლოვანებულია და მას, უბრალოდ, წყალი სჭირდება. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ჭიქა წყალი საათში ერთხელ მიიღოთ, რათა წყლის ბალანსის ოპტიმალური დონე შეინარჩუნოთ. სცადეთ და დარწმუნდებით, რომ თქვენი კანი რბილი და ნაზი გახდება.



3. თავის ტკივილი


გაუწყლოვანება თავის ტკივილის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. ამგვარი ტკივილის დროს შეუძლებელია დახრა, სწრაფი მოძრაობა, კიბეებზე ასვლა-ჩასვლა. ტკივილი მხოლოდ უარესდება. მსგავს დისკომფორტს წყლის არასაკმარისი რაოდენობით მიღება იწვევს.


4. პირის სიმშრალე


თუკი პირი ნერწყვს იშვიათად გამოყოფს, ეს ნიშნავს, რომ თქვენს პირის ღრუსა და ყელში სერიოზული დაზიანებების რისკი იზრდება. პირის სიმშრალე ხშირად გაუწყლოვანების მიზეზია, თუმცა, ზოგჯერ ნეწყვის გამოყოფას სხვადასხვა პრეპარატების მიღებაც უშლის ხელს.


5. შარდის ფერი


შარდის ფერის ცვლილება ხშირად მიანიშნებს ორგანიზმში წყლის დეფიციტზე. მიიღეთ უფრო მეტი წყალი, თუკი შენიშნავთ, რომ შარდის ფერი მუქია, ხოლო თუკი ყავისფერში გადადის, თქვენ გაუწყლოვანების მძიმე ფორმა გაქვთ. მნიშვნელოვანია, წყალი აუჩქარებლად დალიოთ, ამგვარად ორგანიზმი სითხეს საჭირო ორგანოებზე გადაანაწილებს.


6. შიმშილი


ხშირად გაწუხებთ შიმშილის შეგრძნება? იმ შემთხვევაშიც, როდესაც ახალი დანაყრებული ხართ? არასდროს აგერიოთ შიმშილი წყურვილის შეგრძნებაში. ამ დროს ჩიფსებისკენ გახედვას, უმჯობესია წყლის ჭიქა მოიმარჯვოთ.


 
7. თავბრუს ხვევა


მსუბუქი თავბრუსხვევაც გაუწყლოვანების ნიშანია და ამ დროს წყლის მიღება თქვენს სხეულს სრულიად გამოაფხიზლებს. მიიღეთ წყალი ყოველ ჯერზე, როგორც კი თავბრუსხვევა შეგაწუხებთ. ეს საკმაოდ ხშირად აწუხებთ სპორტსმენებს, რომლებიც დღის უმეტეს ნაწილს მზეზე ატარებენ.



8. ქრონიკული გაუწყლოვანების სიმპტომები


- საშარდე გზების ინფექცია


- ნაადრევი სიბერე


- დაბნეულობა/შფოთვა


- ქოლესტერინის დონის მატება


- დიარეა/გულძმარვა

წყარო
დღის ჰოროსკოპი

18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

როგორ დავძლიოთ ზამთრის №1 გამოწვევა - თმის გამოშრობა?

ალბათ, ბევრისთვის არ არის უცხო ზამთარში, თითქოს, დამუხტული, უფორმოდ აფუებული და გამომშრალი თმა. ეს ტენიანობის ნაკლებობის ბრალია. სწორედ ამიტომ, უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა, რათა ზამთარშიც შევინარჩუნოთ მბზინვარე თმა.  
ამბები

შეხვედრა იტალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან

20-24 იანვარს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში, საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პროექტის - „Doctorate Lab მომავალი დოქტორანტებისთვის“ - საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება.
დღის ჰოროსკოპი

17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

8 პროდუქტი, რომელიც გაცილებით კალორიულია, ვიდრე გგონიათ

ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ყოველთვის არ ნიშნავს დაბალკალორიულს. შესაძლოა, კალორიულობით ცოტა „საშიში“ აღმოჩნდეს თქვენი საყვარელი ხილი ან ზოგიერთი დიეტური პროდუქტიც კი, რომელიც საღებავებს და გემოს გამაძლიერებლებს შეიცავს...
დღის ჰოროსკოპი

16 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 იანვრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

 რობერტ ბერნსის სახელობის მე-11 საქველმოქმედო გალა საღამო

2020  წლის 1-ელ თებერვალს  სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ რობერტ ბერნსის სახელობის საქველმოქმედო გალა საღამო უკვე მე-11 ჯერ გაიმართება.
საკნატუნო ამბები

როგორ გავხსნათ ლუდის ბოთლი გაზეთით?

სანამ ბუნებაში კიდევ არსებობს გემრიელი ლუდი, რომლის სახურავიც ხელის მარტივი მოძრაობით, ანუ საათის ისრის მიმართულებით დატრიალებით არ იხსნება, ეს რჩევაც აქტუალური იქნება.
დღის ჰოროსკოპი

15 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 ოსკაროსანი ფილმი, რომელსაც ბავშვებთან ერთად უნდა უყუროთ

რატომ უნდა უყუროთ? ქვემოთ ამაზეც გიპასუხებთ...
იცით თუ არა...

საახალწლო მკითხაობა შამპანურზე

ყურადღება - ამაღამ ამ წლის ბოლო შანსი გაქვთ! ეს საახალწლო მკითხაობა ძალიან საინტერესო და სახალისო პროცესია, რომელიც 00:00 საათზე პირდაპირ შამპანურის ბოთლის გახსნიდან იწყება...