ცელულიტის საწინააღმდეგო საშუალებები, რომელთა დამზადება სახლში მარტივად შეგიძლიათ

სილამაზე/ჯანმრთელობა

10 ივლისი 10:00, 2015 წელი

ცელულიტი ძალიან ბევრი ქალისთვის ნაცნობი პრობლემაა, რომელიც ყველაზე ხშირად მკლავებზე, თეძოებზე, მუცელსა და დუნდულებზე ჩნდება და კანს ფორთოხლის ქერქის მსგავს, არარერთგვაროვან ეფექტს აძლევს.


სამედიცინო თვალსაზრისით, ცელულიტი კანქვეშა-ცხიმოვანი ქსოვილის სტრუქტურული ცვლილებაა, რომლის მაპროვოცირებელი შეიძლება მრავალი ფაქტორი გახდეს - ჰორმონალური დისბალანსი, სისხლის მიმოქცევის დარღვევა, მემკვიდრეობითი მიდრეკილება, არასწორი კვება, უმოძრაო ცხოვრების წესი, სტრესი, მავნე ჩვევები და ა.შ.
როგორც ხედავთ, მიზეზები უამრავია, ამიტომ ცელულიტის მკურნალობას გონივრულად შერჩეული კომპლექსი სჭირდება, რაც გულისხმობს: ბალანსირებულ დიეტას, სწორ მასაჟს, ჯანსაღი ცხოვრების წესსა და სხვადასხვა კოსმეტიკურ  საშუალებებს.
დღევანდელ სტატიაში ცელულიტთან ბრძოლის რამდენიმე მეთოდს შემოგთავაზებთ:


 


სამდღიანი დიეტა


I დღე:


საუზმე - 100 გრ. ხაჭო, 1 ც. მწვანე ვაშლი და 1 ჭ. უშაქრო მწვანე ჩაი ან ფორთოხლის წვენი
სადილი - 200 გრ. მოხარშული ქათმის ფილე, ცოცხალი კომბოსტოს სალათა, 1 ჭ. გაზგასული მინერალური წყალი
სამხარი  - 1 ჭიქა კეფირი
ვახშამი - 100 გრ. მოხარშული, უმარილო ბრინჯი და 1 ც. ფორთოხალი


 


II დღე:


საუზმე - 250 გრ. ხილის სალათა ნატურალური იოგურტით და 1 ჭიქა წვენი
სადილი - 200 გრ. მოხარშული თევზი, 200 გრ. კიტრი-პომიდვრის სალათა და 1 ჭ. მწვანე ჩაი
სამხარი - 2 ც. კივი
ვახშამი - წყალზე დამზადებული შვრიის ფაფა, 1 ც. მწვანე ვაშლი


 


III დღე:


საუზმე - „მიუსლი“ რძით
სადილი - 100 გრ. მოხარშული, უმარილო ბრინჯი და მცენარეულ ზეთზე დამზადებული ჭარხლის სალათა
სამხარი - 50-50 გრ. თხილი და ფისტაშკა
ვახშამი - 200 გრ. მოხარშული ქათმის ფილე, 3-4 ცალი შავი ქლიავი ან „კურაგა“ და 1 ჭ. მწვანე ჩაი


მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად, საჭიროა 3 დღიანი დიეტის ყოველკვირა გამეორება (1 თვის განმავლობაში).
დიეტის პარალელურად, აუცილებელია ცელულიტის საწინააღმდეგო მასაჟების, აბაზანებისა და ნიღბების გაკეთება.


 


მასაჟი


მასაჟი კოვზით:

აიღეთ ჩვეულებრივი სუფრის კოვზი (სასურველია, კოვზი მელქიორისგან იყოს დამზადებული)
წაისვით პრობლემურ ზონაზე მასაჟისთვის განკუთვნილი რომელიმე კოსმეტიკური ზეთი ან ცელულიტის საწინააღმდეგო კრემი და კოვზის მომრგვალებული ნაწილის მეშვეობით 30 წთ-იანი მასაჟი გაიკეთეთ.
გახსოვდეთ, კოვზი უნდა ამოძრაოთ წრიულად, საათის ისრის მიმართულებით.
მასაჟის კურსი მოიცავს 10-12 პროცედურას, რომელიც დღეგამოშვებით უნდა ჩაიტაროთ, მეტი ეფექტისთვის კი შეგიძლიათ 3-4 დღის შემდეგ მეორე კურსიც ჩაიტაროთ.



მასაჟი ვაკუუმის ქილებით:

სანამ მასაჟის გაკეთებას დაიწყებთ, ცხელი პირსახოცით ჯერ პრობლემური ადგილები დაიზილეთ და კანზე დამარბილებელი კრემი, მასაჟის ზეთი ან თხევადი თაფლი წაისვით (დაუშვებელია ცელულიტის საწინააღმდეგო კრემის გამოყენება, რადგან ასეთი კრემები მალე შეიწოვება და პროცედურას აძნელებს).
მასაჟის კეთება ხელის ნელი გადასმით დაიწყეთ, შემდეგ  ხელის მოძრაობები დააჩქარეთ და როცა კანი გახურდება მასზე ვაკუუმის ქილა დაიდეთ (ისე, რომ ქილამ კანი შეიწოვოს).
ქილა წრიული მოძრაობით ( საათის ისრის მიმართულებით) ნელ-ნელა გადაადგილეთ (ისე, რომ არ მოგძვრეთ), 15 წუთის შემდეგ კი მასაჟი დაასრულეთ და  პრობლემურ ადგილებზე ცელულიტის საწინააღმდეგო კრემი წაისვით.
მასაჟის მინიმალური კურსი 12 პროცედურას მოიცავს და დღეგამოშვებით უნდა ჩაიტაროთ.


 


საფენი


მწვანე ჩაის საფენი:
100 გრ. მწვანე ჩაის დაფქვილ ფოთლებს დაასხით მდუღარე წყალი, ისე რომ ფაფის კონსისტენციის მასა გამოვიდეს. დაამატეთ 2 ს.კ. თაფლი.
წაისვით მიღებული მასა პრობლემურ ადგილებზე და პოლიეთილენის თხელი ფენით გადაიხვიეთ.
ზემოდან  თბილი პლედი მოიფარეთ და წამოწექით.
30-40 წუთის შემდეგ სახვევი მოიხსენით და შხაპი მიიღეთ.
პროცედურის შემდეგ კანზე სპეციალური ცელულიტის საწინააღმდეგო ზეთი შეიზილეთ.


თაფლის საფენი:
2 ს.კ თაფლი და 2 ს.კ. მდოგვის ფხვნილი ერთმანეთში აურიეთ ( მდოგვის ფხვნილი ცოტაოდენი წყლით გაათხელეთ). მიღებული მასა წაისვით პრობლემურ ადგილებზე.
პოლიეთილენის თხელი ფენით გადაიხვიეთ და 30-40 წუთით გაიჩერეთ.
ამ ხნის განმავლობაში, შეგიძლიათ თავისუფლად იმოძრაოთ და საოჯახო საქმეებითაც დაკავდეთ.


 


სქრაბი

ზღვის მარილის სქრაბი:
ზღვის მარილი ცოტაოდენ იოგურტში ან კეფირში დაალბეთ (იმისთვის, რომ ზღვის მარილის უხეშმა გრანულებმა კანი არ დაგიზიანოთ).
მიღებული მასით პრობლემური ადგილები 2-3 წუთის განმავლობაში წრიული მოძრაობით (საათის ისრის მიმართულებით) ნაზად დაიმასაჟეთ.
პროცედურის დასრულების შემდეგ კანი თბილი წყლით ჩამოიბანეთ და ცელულიტის საწინააღმდეგო კრემი შეიზილეთ. თუ თქვენ მშრალი და ნორმალური კანი გაქვთ, რეკომენდებულია პროცედურის 2-3 კვირაში ერთხელ ჩატარება, ხოლო ცხიმიანი კანის შემთხვევაში შეგიძლიათ, პროცედურა კვირაში ერთხელ გაიმეოროთ.



ყავის სქრაბი:
5 ს.კ. ყავას და 5 ს.კ.  წვრილად დაფქვილ ზღვის მარილს დაამატეთ 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი.
მიღებული მასით პრობლემური ადგილები 2-3 წუთის განმავლობაში წრიული მოძრაობით (საათის ისრის მიმართულებით) დაიმასაჟეთ.
პროცედურის დასრულების შემდეგ კანი თბილი წყლით ჩამოიბანეთ და ცელულიტის საწინააღმდეგო კრემი შეიზილეთ. აღნიშნული პროცედურის ჩატარება რეკომენდებულია კვირაში ერთხელ.


ზეთი


ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურების ჩატარების შემდეგ, მეტი ეფექტისთვის კარგი იქნება ცელულიტის საწინააღმდეგო ზეთის გამოყენება, რომლის დამზადება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ, ამისთვის საჭიროა:
1 ჩ.კ. ნუშის ან ფორთოხლის ზეთს (მისი შეძენა აფთიაქებში შეგიძლიათ) დაამატოთ 2-2 წვეთი ლიმონის, ბერგამოტისა და მუსკატის წვენი და მიღებული ზეთი პრობლემურ ადგილებში კარგად შეიზილოთ.
ასეთი წესით დამზადებული ზეთის გამოყენება ყოველდღიურად შეგიძლიათ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?