როგორ მოვუაროთ მშრალ კანს სახლის პირობებში?

სილამაზე/ჯანმრთელობა

14 აგვისტო 10:00, 2015 წელი

მშრალი კანი, მართალია, გლუვია და უფორებო, მაგრამ ხანდახან იქერცლება, წითელი ლაქებით იფარება და რაც ყველაზე ცუდია - სხვა ტიპის კანთან შედარებით უფრო მალე ნაოჭდება.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მშრალი კანის რეგულარული და სწორი მოვლა, რაშიც ჩვენ მიერ შემოთავაზებული ბუნებრივი საშუალებებიც დაგეხმარებათ:


თუ თქვენ მშრალი სახის კანი გაქვთ, მოგიწევთ, უარი თქვათ საპონზე და სახე მხოლოდ ცივი წყლით ან ქვემოთ ჩამოთვლილი საშუალებებით დაიბანოთ:


1. დაიბანეთ პირი რძეგარეული წყლით (1 წილი რძე და 2 წილი წყალი). წყალი უნდა იყოს გადადუღებული, ოთახის ტემპერატურის;


2. დაიბანეთ პირი კარტოფილის ფქვილის ნახარშით (1 ჩ.კ. კარტოფილის ფქვილი მოადუღეთ 1 ლიტრ წყალში);


3. სახეზე წაისვით ცოტაოდენი არაჟანი, რომელიც დაარბილებს კანს და გაზრდის მის წინააღმდეგობის უნარს. არაჟნის ნარჩენები ჩამოიბანეთ ოთახის ტემპერატურის, ანადუღარი წყლით.


4. კანი გაიწმინდეთ საგანგებოდ მომზადებული ნარევით: შეათქვიფეთ კვერცხის გულს 100 გრ ნაღები, დაუმატეთ 1 ჩ.კ. არაყი და 5-10 წვეთი ლიმონის წვენი. გამოყენებამდე ნარევი შეანჯღრიეთ და სახეზე ბამბის ტამპონით წაისვით;


5. სახე დაიბანეთ შვრიის ნახარშით (1 ლ წყალში მოხარშეთ 2 ს.კ. შვრია, გააცივეთ და დოლბანდში გაწურეთ).


დაბანის შემდეგ სახეზე წაისვით მშრალი კანისთვის განკუთვნილი კრემი, 15-20 წუთის შემდეგ კი კანი რბილი ხელსახოცით შეიმშრალეთ.



მშრალი კანისთვის, ასევე, აუცილებელია მკვებავი ნიღბების გაკეთება, რომლებიც შეგიძლიათ, ბუნებრივი საშუალებებისგან თქვენ თვითონ დაამზადოთ:


კვერცხის გულისა და თაფლის ნიღაბი
1 კვერცხის გული, 1 ჩ.კ. თაფლი და 1 ჩ.კ. მზესუმზირას ზეთი ერთმანეთში აურიეთ და კარგად ათქვიფეთ. შეგიძლიათ, ნიღაბს 10-15 წვეთი ლიმონის წვენიც დაუმატოთ. მიღებული მასა წაისვით სახეზე, 15-20 წუთის შემდეგ კი ანადუღარი თბილი წყლით ან რძეგარეული წყლით ჩამოიბანეთ.


ხაჭოს ნიღაბი
1 ს.კ. ხაჭო გასრისეთ, დაუმატეთ 1 ს.კ. არაჟანი, ნახევარი ჩ.კ. მარილი და კარგად აურიეთ.
მიღებული მასა სახეზე წაისვით და 15-20 წუთის შემდეგ თბილ ანადუღარ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით მოიწმინდეთ.


ქლიავისა და ნესვის ნიღაბი
თანაბარი რაოდენობის ქლიავისა და ნესვის რბილობი (კანის გარეშე) დააბლენდერეთ და შიგ რამდენიმე წვეთი (5-10) ნებისმიერი მცენარეული ზეთი აურიეთ.
წაისვით მიღებული მასა სახეზე, 15-20 წუთის შემდეგ კი ჯერ თბილი, შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ.


კიტრის ნიღაბი
1 ცალი კიტრი გახეხეთ სახეხზე, დაამატეთ შვრია (იმდენი, რომ ფაფისებური მასა გამოვიდეს) და 20-25 წუთით სახეზე დაიდეთ.
შემდეგ ნიღაბი ოთახის ტემპერატურის ანადუღარ წყალში დასველებული ტამპონით მოიცილეთ.


ლობიოს ნიღაბი
¼ ჭიქა ლობიოს მარცვალი ჯერ ცივ წყალში დაალბეთ (2 საათით), შემდეგ კარგად მოხარშეთ და მოხარშული მარცვლები 2 ს.კ. შემთბარ ზეითუნის ზეთთან ერთად ბლენდერში ათქვიფეთ.
მიღებული მასა სახეზე დაიდეთ, 20 წუთით გაიჩერეთ და შემდეგ თბილი წყლით ან რძეგარეული წყლით ჩამოიბანეთ.


გარდა ამისა, სასარგებლოა ეთერზეთების გამოყენება, რომლებიც შეგიძლიათ, თითქმის ყველა აფთიაქში შეიძინოთ და სახეზე წასმის წინ რომელიმე მცენარეულ ზეთში (ზეითუნის, ქოქოსის, ნუშის და ა.შ.) გადაურიოთ (15 წვეთი ეთერზეთი 1-1,5 ს.კ. მცენარეული ზეთი).
თუმცა, ეთერზეთების შეძენამდე რამდენიმე პირობა უნდა გაითვალისწინოთ:
შეეცადეთ, პროდუქტი 100%-ით სუფთა იყოს (ყოველგვარი ქიმიკატებისა და მინარევების გარეშე); გულდასმით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რათა მათ შემცველობაში არანაირი ალკოჰოლი არ იყოს;
ეცადეთ, აღნიშნული პროდუქცია მხოლოდ შუშის შეფუთვით შეიძინოთ, რადგან პლასტმასი შესაძლოა, ეთერზეთებთან რეაქციაში შევიდეს და მათი ხარისხი გააუარესოს.


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?