შოკოლადის ნიღბები სახისთვის

სილამაზე/ჯანმრთელობა

11 სექტემბერი 10:00, 2015 წელი

ეს გემრიელი და სასარგებლო ნუგბარი სახის კანისთვის შეუცვლელია და მისგან ათასგვარი გამაახალგაზრდავებელი თუ მატონიზებელი სქრაბისა და ნიღბის დამზადება შეიძლება. მაშ ასე, შემოგთავაზებთ რამდენიმე მათგანს:

შოკოლადის სქრაბები


გამწმენდი და გამაახალგაზრდავებელი სქრაბი
20 გრ. შავი შოკოლადი შეათბეთ ორთქლის აბაზანაზე.
დაამატეთ ნახევარი ჩ.კ. წვრილად დაფქვილი მარილი და კარგად აურიეთ.
დააცადეთ სქრაბს, ცოტათი შეგრილდეს.
შემდეგ წაისვით სუფთა სახეზე წრიული მოძრაობებით (კანი ფრთხილად იმასაჟეთ).
2 წუთის შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.


სქრაბი მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის
1 ს.კ. ზეითუნის ზეთი და 2 ს.კ. კაკაოს ფხვნილი ერთმანეთში აურიეთ.
მიღებული მასა წაისვით სუფთა სახეზე, ყელსა და დეკოლტეს ზონაზე (წრიული მოძრაობებით).
2 წუთის შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.


სქრაბი ცხიმიანი ან კომბინირებული კანისთვის
2 ს.კ. კეფირი და 2 ს.კ. კაკაოს ფხვნილი ერთმანეთში კარგად აურიეთ.
მიღებული მასა სახეზე წაისვით (თან კანი ფრთხილად იმასაჟეთ).
2 წუთის შემდეგ კი სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
შეგიძლიათ, აღნიშნული სქრაბი ტანისთვისაც გამოიყენოთ, მხოლოდ ინგრედიენტები პროპორციულად უნდა გაზარდოთ.


გამწმენდი და მატონიზებელი სქრაბი
20 გრ. შავი შოკოლადი შეათბეთ ორთქლის აბაზანაზე, დაამატეთ 4 ს.კ. ყავის ნალექი, 2 ჩ.კ. ნაღები და კარგად ათქვიფეთ. მიღებული მასა წაისვით სახის კანზე წრიული მოძრაობებით.
2 წუთის შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.



შოკოლადის ნიღბები 


გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის
20 გრ. შავი შოკოლადი შეათბეთ ორთქლის აბაზანაზე.
დაამატეთ 1 ჩ.კ. თაფლი, 1 ს.კ. ქოქოსის რძე (შეგიძლიათ, ჩვეულებრივი რძე ან არაჟანი გამოიყენოთ), 1 ს.კ. თეთრი თიხა (აფთიაქებში იყიდება).
კარგად მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
მიღებული მასა კვლავ შეათბეთ ორთქლის აბაზანაზე (არ აადუღოთ).
შემთბარი ნიღაბი წაისვით სახის კანზე და დეკოლტეს ზონაზე, 20-25 წუთის შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.


კრემ-ნიღაბი ყველანაირი ტიპის კანისთვის
30 გრ. შავი მწარე შოკოლადი შეათბეთ ორთქლის აბაზანაზე.
დაამატეთ 1 ჩ.კ. შვრიის ფქვილი (ან დაფქვილი „გერკულესი“), 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი (ზეითუნის ზეთი შეგიძლიათ ნუშის ან ქოქოსის ზეთით ჩაანაცვლოთ) და კარგად აურიეთ.
მიღებული მასა შეათბეთ ორთქლის აბაზანაზე.
შემთბარი ნიღაბი წაისვით სახეზე.
20-25 წუთის შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.


ნიღაბი ცხიმიანი და პრობლემური კანისთვის
1 ს.კ. კაკაოს ფქვილს შეურიეთ თითო ჩ.კ. კურკუმი (ინდური სუნელია) და დარიჩინი და დაამატეთ იმდენი ზეითუნის ზეთი, რომ არაჟნის კონსისტენციის მასა მიიღოთ.
წაისვით ნიღაბი სახესა და ყელზე.
15-20 წუთის შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.


ნიღაბი მშრალი კანისთვის
2 ს.კ. დამდნარი შოკოლადი (შოკოლადი ორთქლის აბაზანაზე დაადნეთ) და 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი ერთმანეთში აურიეთ და სახეზე წაისვით.
10-15 წუთის შემდეგ სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ.


შოკოლადის ნიღაბი ხილით
1 ს.კ. დამდნარი შოკოლადი (შოკოლადი წინასწარ ორთქლის აბაზანაზე დაადნეთ) და დასრესილი ხილი (საუკეთესოა მარწყვი, ჟოლო, ბანანი) ერთმანეთში აურიეთ და სახეზე წაისვით.
20-25 წუთის შემდეგ კი სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?