ნიღბები
საფუარის ნიღაბი
20 გრ. საფუარი, 5 ჩ.კ. ნაღები და 5 ჩ.კ. თაფლი ერთმანეთში აურიეთ.
მიღებული მასა მუცელზე კარგად შეიზილეთ.
ნახევარი საათის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
აღნიშნული ნიღაბი ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას (ადგილობრივად), ავიწროებს ფორებს, კვებავს და სიმკვრივეს ანიჭებს მუცლის კანს.
ყავის ნიღაბი
50 გრ. ყავის ნალექი, 1 ს.კ. ზღვის მარილი (დანამატების გარეშე) და 1 ს.კ. რომელიმე ტანის კრემი ერთმანეთში აურიეთ და მიღებული მასა მუცელზე შეიზილეთ.
ნახევარი საათის შემდეგ მუცელი გრილი წყლით ჩამოიბანეთ.
აღნიშნული ნიღაბი ხელს უწყობს მუცლის კანის გამკვრივებასა და დაჭიმვას და შესანიშნავად ატენიანებს.
თიხის ნიღაბი
250 გრ. შავი თიხა აურიეთ იმდენ წყალში, რომ ცხიმიანი არაჟნის კონსისტენციის მასა გამოვიდეს.
დაამატეთ ცოტაოდენი დაფქვილი ყავა, თაფლი, გვირილის ნახარში და რომელიმე ეთერზეთი (თქვენი სურვილისამებრ).
ამის შემდეგ, მიღებული მასა წაისვით მუცელზე და პოლიეთილენის თხელი ფენით შეიხვიეთ.
ნახევარი საათის შემდეგ კი ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ეს ნიღაბი ხელს უწყობს ადგილობრივად სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და მუცლის გარშემოწერილობასაც ამცირებს.
საფენები
ჭინჭრის საფენი
2 ს.კ. გამხმარი ჭინჭრის ფოთლები დააქუცმაცეთ, დაასხით 1 ჭ. წყალი და 10 წუთით ადუღეთ.
შემდეგ გააგრილეთ და ამ ნახარშში დასველებული მარლა მუცელზე დაიფინეთ.
საფენი მუცელზე, დაახლოებით, 1 საათი გაიჩერეთ.
ძმრის საფენი
1 ჭ. წყალი და 1 ს.კ. 9%-იანი ძმარი ერთმანეთში აურიეთ.
შემდეგ ამ ნარევში დაასველეთ მარლა ძმრიან წყალში და მუცელზე დაიფინეთ.
კარგი იქნება, თუ ზემოდან პოლიეთილენის ფენას გადაიხვევთ.
აღნიშნული საფენი მუცელზე 30-40 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ზეთოვანი საფენი
4 ს.კ. ბავშვის კრემი, 5 კაფსულა E ვიტამინი, 5 კაფსულა A ვიტამინი, 1 ს.კ. ნებისმიერი მცენარეული ზეთი (ხორბლის, ჟოჟობას, ზეითუნის და ა.შ.) და 6-7 წვეთი ფორთოხლის ზეთი ერთმანეთში აურიეთ.
მიღებული მასა მუცელზე წაისვით, ზემოდან კი პოლიეთილენის თხელი ფენა გადაიხვიეთ.
დაახლოებით, 1 საათის შემდეგ საფენი მოიხსენით და მუცელი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
თუ ზემოჩამოთვლილ პროცედურებს რეგულარულად ჩაიტარებთ, შედეგით კმაყოფილი დარჩებით და ლამაზი და სწორი მუცლით დიდხანს იამაყებთ!