გაუხეშებული ქუსლების მოვლა

სილამაზე/ჯანმრთელობა

9 ოქტომბერი 10:00, 2015 წელი

სხეულის სხვა ნაწილების მსგავსად, რეგულარული მოვლა ქუსლებსაც ესაჭიროება, რადგან შეუძლებელია, უხეში და გაყვითლებული ქუსლებით ქალი მიმზიდველად გამოიყურებოდეს. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, ეს პრობლემა სილამაზის სალონებში მოაგვაროთ, თუმცა, თუ თქვენ ამის დრო და ფინანსები არ გაქვთ, გამოცდილ და ეფექტურ ბუნებრივ საშუალებებს შემოგთავაზებთ.

აბაზანები


აბაზანა რძით
გაავსეთ თასი ცხელი წყლით, შიგ 1 ჭ. რძე, 50 მლ. თხევადი საპონი და 3 ს.კ. ზღვის მარილი  ჩაამატეთ და კარგად მოურიეთ. გააჩერეთ აბაზანაში ფეხები ნახევარი საათით, შემდეგ კარგად გაიმშრალეთ და რომელიმე ფეხის კრემი შეიზილეთ.


აბაზანა სოდით
გაავსეთ თასი თბილი წყლით და შიგ სოდა ჩაამატეთ (1ლ. წყალი/1ს.კ. სოდა).
გააჩერეთ აბაზანაში ფეხები 15 წუთით, შემდეგ სპეციალური სახეხით (პემზა) ქუსლები მსუბუქად გაიხეხეთ, კარგად შეიმშრალეთ და რომელიმე ფეხის კრემი შეიზილეთ.


აბაზანა ვარდის წყლით
ჩაასხით თასში თბილი წყალი, დაუმატეთ მარილი, ვარდის წყალი და გლიცერინი (3 ლ. წყალი/1 ჩ.კ. მარილი, 2 ჩ.კ. ვარდის წყალი, 1 ჩ.კ. გლიცერინი), ჩაყავით შიგ ფეხები და 20 წუთით გააჩერეთ.
შემდეგ ქუსლები სპეციალური სახეხით ფრთხილად გაიხეხეთ და ქუსლებზე ფეხის დამარბილებელი კრემი შეიზილეთ.


აბაზანა ღვინით
1 ჭ. თეთრ ღვინოში ჩაყარეთ 1.ს.კ. ცაცხვის ყვავილი და თავდახურულ ჭურჭელში 3 წუთით წამოადუღეთ. შემდეგ ჩაასხით თასში თბილი წყალი, ჩაამატეთ შიგ ადუღებული ღვინო (3 ლ. წყალი/1ჭ. ღვინო) და ფეხები ჩაყავით. 20-25 წუთის შემდეგ ფეხები წყლიდან ამოიღეთ, სახეხით მსუბუქად გაიხეხეთ და ზედ ფეხის მკვებავი კრემი წაისვით.


 


ნიღბები


ნიღაბი კვერცხის გულისგან
1 კვერცხის გული, 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი და 1 ჩ.კ. კარტოფილის სახამებელი ერთმანეთში კარგად აურიეთ. მიღებული მასა ქუსლებზე სქლად დაიდეთ, 20-15 წუთის შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურის შემდეგ ქუსლებზე რომელიმე მკვებავი კრემი შეიზილეთ.


ალოეს ნიღაბი
100 გრ. ალოეს ფოთლები წვრილად დაჭერით, შემდეგ დააბლენდერეთ და 1ჩ.კ. გლიცერინი  დაამატეთ. მიღებული მასა ქუსლებზე სქლად დაიდეთ, 1 საათის შემდეგ კი თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ.


ვაშლის ნიღაბი
1 ც. ვაშლი წვრილად გახეხეთ, დაამატეთ 5-6 წვეთი ზეითუნის ზეთი და კარგად აურიეთ.
მიღებული მასა ქუსლებზე დაიდეთ, მარილით შეიხვიეთ (ან ფეხზე წინდა ჩამოიცვით) და მთელი ღამით გაიჩერეთ. დილით ფეხები თბილი წყლით დაიბანეთ და ქუსლებზე რომელიმე ფეხის კრემი შეიზილეთ.


შვრიის ნიღაბი
4 ს.კ. შვრიის ფაფას (შედარებით სქელი მოხარშეთ) 2-3 წვეთი გლიცერინი შეურიეთ და ქუსლებზე დაიდეთ.
2 საათის შემდეგ ფეხები თბილი წყლით დაიბანეთ და ქუსლებზე რომელიმე მკვებავი კრემი შეიზილეთ.


კრემები


კრემი ლიმონითა და ეთერზეთებით
1 ს.კ. რომელიმე საბავშვო კრემს, 4-5 წვეთი ლიმონის წვენი და თითო-თითო წვეთი ზეითუნის, ლავანდისა და კვიპაროსის ზეთი გადაურიეთ და დღეში 2-ჯერ ქუსლებზე შეიზილეთ.


კრემი გლიცერინითა და A ვიტამინით
1 ს.კ. საბავშვო კრემს 2 წვეთი გლიცერინი და თითო-თითო წვეთი A და E ვიტამინი დაამატეთ და კარგად აურიეთ. მიღებული მასა დღეში 2-ჯერ (დილა-საღამოს) ქუსლებზე შეიზილეთ.


ფუტკრის ცვილის კრემი
100 გრ. გაცხელებულ ზეითუნის ზეთს დაამატეთ, დაახლოებით, 1 ს.კ. ფუტკრის ცვილი, 1 ჩ.კ. გლიცერინი, 1 ჩ.კ. ქაცვის ზეთი და აურიეთ (ერთგვაროვანი მასის მიღებამდე).
ეს კრემი მაცივარში შეინახეთ, გამოყენების წინ კი კარგად შეათბეთ.
პროცედურა უნდა ჩაიტაროთ ყოველ საღამოს, ქუსლების სრულ გამოჯანსაღებამდე.


ზეთოვანი კრემი
2 ს.კ. რომელიმე საბავშვო კრემს დაამატეთ 2-2 წვეთი ლავანდისა და როზმარინის ეთერზეთი, თითო-თითო წვეთი ქოქოსის, ავოკადოსა და ზეითუნის ზეთი და კარგად აურიეთ.
მიღებული მასა წაისვით ქუსლებზე დღეში 2-ჯერ.
პროცედურა ჩაიტარეთ ქუსლების სრულ გამოჯანსაღებამდე.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?