როგორ მოვიშოროთ შავი წრეები თვალების გარშემო?!

სილამაზე/ჯანმრთელობა

16 ოქტომბერი 10:00, 2015 წელი

თვალის გარშემო შავი წრეების გაჩენისას, პირველ რიგში, საჭიროა გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრა, შემდეგ კი სპეციალური ნიღბების, კრემებისა თუ საფენების გამოყენება. ამჯერად, რამდენიმე მარტივ რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომელთა მიხედვითაც ასეთ საშუალებებს სახლის პირობებში დაამზადებთ და პრობლემას მინიმალური დანახარჯით მოაგვარებთ.

ნიღბები


კარტოფილის ნიღაბი
1 საშუალო ზომის კარტოფილი გაფცქვენით, დაჭერით და რძეში მოხარშეთ.
მოხარშული კარტოფილი წვრილ სახეხზე გახეხეთ, დაამატეთ 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი (შეგიძლიათ ნებისმიერი მცენარეული ზეთის გამოყენება) და კარგად აურიეთ.
მიღებული მასა თვალის გარშემო კანზე სქლად დაიფინეთ.
20 წუთის შემდეგ კი თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ.


ხაჭოს ნიღაბი
2 ს.კ. ხაჭოს და 1 ჩ.კ. დაფქვილ შვრიას („ჰერკულესი“) დაამატეთ 4-5 წვეთი რომელიმე მცენარეული ზეთი და კარგად აურიეთ. მიღებული მასა თვალის გარშემო კანზე სქლად დაიფინეთ.
15-20 წუთის შემდეგ რძეში დასველებული ტამპონით მოიწმინდეთ ან თბილი წყლით ჩამოიბანეთ.


კაკლის ნიღაბი
30 გრ. ნაღებს დაამატეთ 2 ჩ.კ. დაფქვილი კაკალი (შეგიძლიათ, ყავის საფქვავში დაფქვათ), დაასხით 3-4 წვეთი ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ. მიღებული მასა თვალის გარშემო კანზე წაისვით.
20 წუთის შემდეგ კანი თბილი წყლით ჩამოიბანეთ ან რძეში დასველებული ტამპონით კარგად მოიწმინდეთ.



კიტრის ნიღაბი

1 ს.კ. გახეხილი კიტრი და ამავე  რაოდენობის დაქუცმაცებული ოხრახუში კარგად დააბლენდერეთ, დაამატეთ 1 ს.კ. არაჟანი და  ერთგვაროვანი მასის მიღებამდე მოურიეთ. მიღებული მასა თვალების გარშემო წაისვით.
20 წუთის შემდეგ დიდი რაოდენობის თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ.


პურის ნიღაბი
1 ნაჭერი თეთრი პურის გული დააქუცმაცეთ, დაასხით 2-3 ჩ.კ. თბილი რძე და კარგად აურიეთ (ფაფისებური მასა უნდა გამოვიდეს). მიღებული მასა თვალის გარშემო წაისვით.
10-15 წუთის შემდეგ თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ.


კრემები



კრემი ღორის ქონისგან

30 მლ. ნატურალური, უმარილო ღორის ქონი (წინასწარ წყლის აბაზანაზე გაადნეთ) და 30 მლ. ქაფურის ზეთი ერთმანეთში კარგად აურიეთ და მიღებული მასა საღამოობით, თვალის გარშემო კანზე ფრთხილად შეიზილეთ.


კრემი A და E ვიტამინით
1 ჩ.კ. რომელიმე თვალის კრემს დაამატეთ თითო-თითო წვეთი A და E ვიტამინი და ძილის წინ თვალის გარშემო კანზე ნაზად შეიზილეთ.



ზეთოვანი კრემი

1 ს.კ. ზეითუნის ზეთს დაამატეთ 3-3 წვეთი A და E ვიტამინი და ერთმანეთში კარგად აურიეთ.
მიღებული მასა დღეში 2-ჯერ (დილა-საღამოს) თვალის გარშემო კანზე წაისვით, ნახევარი საათის შემდეგ ხელსახოცით კარგად მოიწმინდეთ.


კრემი კარაქისგან
25 გრ. მაღალი ხარისხის ახალ კარაქს დაამატეთ 10 მლ. გვირილისა და ცაცხვის ყვავილის ნაყენი, 5 მლ. აბუსალათინის ზეთი და ერთმანეთში კარგად აურიეთ. მიღებული მასა დღეში 2-ჯერ თვალის გარშემო კანზე ფრთხილად შეიზილეთ.


 


საფენები


ჩაის საფენი
2 ცალი ჩაის ერთჯერადი საფენი (უკეთესია მწვანე ჩაის პაკეტები) რამდენიმე წამით ჯერ მდუღარეში ჩადეთ, შემდეგ კი 5-10 წუთის განმავლობაში მაცივარში მოათავსეთ.
ასეთი წესით მომზადებული ცივი პაკეტები დაიდეთ თვალებზე, 10 წუთის შემდეგ კი მოიშორეთ და თვალების გარშემო კანზე რომელიმე მკვებავი კრემი შეიზილეთ.


რძიანი საფენები
ბამბის ტამპონები ანადუღარ, ცივ რძეში დაასველეთ და 10-15 წუთით თვალებზე დაიფინეთ. შემდეგ თვალები გრილი წყლით ჩამოიბანეთ და თვალების გარშემო რომელიმე თვალის კრემი შეიზილეთ.


შალფეის საფენი
საჭირო რაოდენობის შალფეის ნაყენი (2 ს.კ. შალფეი/1ჭ. წყალი) გაყავით ორ ნაწილად. ნაყენის ერთი ნაწილი მაცივარში გააცივეთ, მეორე  კი მხოლოდ 40-50 გრადუსამდე  შეაგრილეთ. ამის შემდეგ თვალებზე ჯერ ცივ, შემდეგ თბილ ნაყენში დასველებული  ბამბის ტამპონები მონაცვლეობით დაიფინეთ (5-5 წუთით), 20-30 წუთის შემდეგ თვალები გრილი წყლით ჩამოიბანეთ. აღნიშნული პროცედურა შეგიძლიათ, ერთი თვის განმავლობაში დღეგამოშვებით ჩაიტაროთ.


ზეითუნის ზეთის საფენი
1 ს.კ. ზეითუნის ზეთში აურიეთ თითო-თითო წვეთი A და E ვიტამინი, დაასველეთ მასში ბამბის ტამპონები და თვალებზე დაიფინეთ. 15 წუთის შემდეგ თვალები კარგად ჩამოიბანეთ და თვალის მკვებავი კრემი შეიზილეთ.


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?