მწვანე ჩაის ნიღბები ყველა ტიპის კანისთვის

სილამაზე/ჯანმრთელობა

30 ოქტომბერი 10:00, 2015 წელი

მწვანე ჩაისგან დამზადებული ნიღბები წმენდს და ატენიანებს სახის კანს, ეფექტურია აკნესა და ნაოჭების საწინააღმდეგოდ და, რაც მთავარია, არ გააჩნია უკუჩვენებები - მათი გამოყენება მიზანშეწონილია ყველა ტიპის კანისთვის.


სახის კანის გასამკვრივებელი ნიღაბი
ნახევარ ჭიქა ადუღებულ წყალში ჩაყარეთ 1 ს.კ. მწვანე ჩაის ფოთოლი და 5-10 წუთის განმავლობაში ადუღეთ (სანამ ჩაის ფოთოლი კარგად არ ჩაიხარშება).
შემდეგ წყალი გადაღვარეთ, მოხარშულ ფოთოლს 1 ს.კ. არაჟანი დაამატეთ და კარგად აურიეთ.
მიღებული მასა სახეზე წაისვით, 15-20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.


სახის გამწმენდი ნიღაბი
1 ჩ.კ. მწვანე ჩაის ფოთოლი ჩაყარეთ ნახევარ ჭიქა ადუღებულ წყალში და 5 წუთის განმავლობაში გააჩერეთ.
შემდეგ ჩაამატეთ  2 ს.კ. ადუღებული რძე, 3-4 წუთი კიდევ დააცადეთ და წყალი მხოლოდ ამის შემდეგ გადაუღვარეთ.
ჩაის ფოთოლი კარგად დააქუცმაცეთ, დაახლოებით, 2 ს.კ. შვრიის ბურღულში („გერკულესი“) აურიეთ და მიღებული მასა სახეზე წაისვით.
15 წუთის შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ.


 


ნიღაბი პიგმენტური ლაქების გასაქრობად
2 ს.კ. წვრილად დაფქვილ მწვანე ჩაისა და 2 ს.კ. თეთრ თიხას დაასხით ცოტაოდენი წყალი (იმდენი, რომ ფაფისებური მასა გამოვიდეს) და კარგად აურიეთ.
მიღებული მასა წაისვით პრობლემურ ადგილებზე.
15 წუთი გაიჩერეთ და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
აღნიშნული პროცედურის რეგულარული ჩატარება ნებისმიერი სირთულის პიგმენტურ ლაქას მოკლე დროში მოგაშორებთ.


 


დამატენიანებელი ნიღაბი
1 კვერცხის ცილა კარგად ათქვიფეთ, შიგ 1 დესერტის კოვზი (ანუ 4/3 ჩ.კ.) თაფლი და წვრილად დაფქვილი მწვანე ჩაის ფოთოლი დაამატეთ და კარგად აურიეთ.
მიღებული მასა წაისვით სახეზე, 15 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
აღნიშნული ნიღბის რეგულარული გამოყენება, გარდა იმისა, რომ კანს საგრძნობლად დაგიტენიანებთ, წვრილ-წვრილ ნაოჭებსაც გაგიქრობთ და ამით ახალგაზრდობას შესამჩნევად გაგიხანგრძლივებთ.


 


სახის გამწმენდი ნიღაბი-სქრაბი
საჭირო რაოდენობის მწვანე ჩაის ფოთოლი 5 წუთით მდუღარეში მოათავსეთ, შემდეგ გააშრეთ და წვრილად დააქუცმაცეთ (ან დაფქვით).
სახის დაბანის წინ საპონი (უმჯობესია ბავშვის) კარგად ააქაფეთ, საპნის ქაფზე დააყარეთ 1 ჩ.კ. მწვანე ჩაის ფხვნილი და  მიღებული მასით სახის კანი ძლიერად, წრიული მოძრაობებით გაიწმინდეთ.
პროცედურის დასრულებისთანავე სახე თბილი წყლით დაიბანეთ და რომელიმე მკვებავი კრემი შეიზილეთ.


 


ფორების შესავიწროებელი ნიღაბი
1 ს.კ. თაფლს დაამატეთ 1 ჩ.კ. წვრილად დაფქვილი მწვანე ჩაის ფოთოლი და კარგად აურიეთ.
მიღებული მასა წაისვით სახეზე, 10 წუთის შემდეგ კი თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ.


 


მატონიზებელი ნიღაბი
დაახლოებით, 1 ს.კ. მწვანე ჩაისა და ამდენივე გვირილას ფოთოლი ადუღებულ წყალში 5 წუთით გააჩერეთ. შემდეგ წყალი გადაღვარეთ, დარჩენილი ფოთლები წვრილად დააქუცმაცეთ (ისე, რომ ფაფისებური მასა მიიღოთ) და სახეზე წაისვით.
ნიღაბი სახეზე 10 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.



ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი
1/2 ჩ.კ. კაკაო, 1 ჩ.კ. თაფლი და 1 ს.კ. დაქუცმაცებული მწვანე ჩაის ფოთოლი ერთმანეთში აურიეთ (თუ მასა ძალიან სქელი გამოგივიდათ, ცოტა ცხელი წყალი და რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთიც დაამატეთ). მიღებული მასა წაისვით სახეზე, 20 წუთის შემდეგ კი თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ.


 


აკნეს საწინააღმდეგო ნიღაბი
1 ს.კ. მწვანე ჩაის ფოთოლს დაასხით 1 ჭ. ადუღებული წყალი და 10 წუთით გააჩერეთ.
შემდეგ წყალი გადაუწურეთ, მწვანე ჩაის ფოთლები კი დააქუცმაცეთ, 1 ჩ.კ. ვაშლის ძმარი, 5 ჩ.კ. შაქარი და 1 ჩ.კ. თაფლი დაამატეთ და კარგად აურიეთ. თუ მასა სქელი გამოგივიდათ, რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთიც დაამატეთ.
მიღებული მასა წაისვით სახეზე, 10 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ კი ოთახის ტემპერატურის წყლით ჩამოიბანეთ.


 


ზემოჩამოთვლილი ნიღბების გაკეთება რეკომენდებულია რეგულარულად - კვირაში 2-3-ჯერ!   
 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?