როგორ მოვუაროთ სახის კანს ზამთარში?!

სილამაზე/ჯანმრთელობა

13 ნოემბერი 10:00, 2015 წელი

გამათბობლით გამომშრალი ოთახის ჰაერი, ყინვა, ქარი და სხვა არახელსაყრელი ფაქტორები სახის კანს თავის კვალს ამჩნევს - აშრობს, აუხეშებს, ელასტიკურობას უკარგავს და, აქედან გამომდინარე, ნაადრევად აბერებს. ჩვენ მიერ შემოთავაზებული საშუალებებით ამ პრობლემებს მარტივად მოაგვარებთ და კანს მთელი ზამთრის განმავლობაში იდეალურ იერს შეუნარჩუნებთ.


დამატენიანებელი ნიღბები


ბანაბის ნიღაბი
¼ ბანანი დააბლენდერეთ, დაამატეთ 1 ჩ.კ. სახის მკვებავი კრემი, 3-3 წვეთი ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი და კარგად აურიეთ.
მიღებული მასა წაისვით სახეზე, 20-25 წუთის შემდეგ კი თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ.


ხაჭოს ნიღაბი
2 ჩ.კ. უცხიმო ხაჭო, 1 ჩ.კ. მაგარი ჩაი და 1 ჩ.კ. სელის ზეთი ერთმანეთში აურიეთ.
მიღებული მასა წაისვით სახეზე, 15-20 წუთის შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.


 


 



გამაახალგაზრდავებელი ნიღბები


ჟელატინის ნიღაბი
10 გრ ჟელატინს დაასხით ნახევარი ჭიქა ცივი წყალი, აურიეთ და ერთი საათით გააჩერეთ (კარგად რომ გაფუვდეს). შემდეგ დაამატეთ მასში 10 გრ თუთიის ოქსიდი და 40 გრ გლიცერინი. კარგად აურიეთ, გააცხელეთ და გააგრილეთ.
მიღებულ მასაში დაასველეთ მარლა და სახეზე დაიფინეთ.
20-25 წუთის შემდეგ კი მარლა მოიხსენით და სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ.


ლიმონის ნიღაბი
1 ჩ.კ. ლიმონის წვეთი, 1 ჩ.კ. მკვებავი კრემი (სასურველია ცხიმიანი) და ნახევარი ჩ.კ. არაჟანი ერთმანეთში კარგად აურიეთ.
მიღებული მასა წაისვით სახეზე, 20-25 წუთის შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.


 


ნიღბები გაუხეშებული კანისთვის


მცენარეული ნიღაბი
თითო-თითო ჩ.კ. გვირილას, მრავალძარღვასა და პიტნას (ეს ყველაფერი შეგიძლიათ, ნებისმიერ აფთიაქში შეიძინოთ) დაასხით ნახევარი ჭიქა წყალი და წამოადუღეთ, დაამატეთ 1 ჩ.კ. კარტოფილის სახამებელი, გადმოდგით და გააგრილეთ.
მიღებული მასა წაისვით სახეზე, 30-40 წუთის შემდეგ კი ჩამოიბანეთ.


ვაშლის ნიღაბი
1 ჩ.კ. ვაშლის წვენი და 2 ჩ.კ. ხაჭო ერთმანეთში აურიეთ, დაამატეთ 1 ჩ.კ. ქაფურის ზეთთან ერთად ათქვეფილი ნახევარი კვერცის გული და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ურიეთ.
მიღებული მასა სახეზე წაისვით, 20-25 წუთით გაიჩერეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.


 


მატონიზებელი ნიღბები


თაფლის ნიღაბი
1 ჩ.კ. ნატურალური თაფლი შეათბეთ ორთქლზე, დაამატეთ 40 წვეთი ლიმონის წვენი, 1 ს.კ. თეთრი თიხა და კარგად აურიეთ.
მიღებული მასა სახეზე წაისვით, ნახევარი საათის შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.


სტაფილოს ნიღაბი
1 ს.კ. გახეხილ სტაფილოს დაამატეთ რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი და აურიეთ.
მიღებული მასა სახეზე წაისვით და 20-30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.


 


ზემოჩამოთვლილი ნიღბების გაკეთება რეკომენდებულია რეგულარულად - კვირაში 2-3-ჯერ.

გარდა ამისა, მთელი ზამთრის განმავლობაში:
გარეთ გასვლისას დღის დამცავი კრემი წაისვით, შინ დაბრუნებისას კი სახე აუცილებლად თბილი წყლით ჩამოიბანეთ;
აუცილებლად იხმარეთ ღამის მკვებავი კრემი;
რაც შეიძლება მეტი ვიტამინებით მდიდარი საკვები მიირთვით, განსაკუთრებით სასარგებლოა ხილი, ბოსტნეული, რძე და რძის ნაწარმი;
არ იხმაროთ მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალებები, რომლებიც სპირტს შეიცავს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?