უსაფრთხოა თუ არა კბილების გათეთრება სოდით?

სილამაზე/ჯანმრთელობა

20 ნოემბერი 10:00, 2015 წელი

სახლის პირობებში კბილების ერთი ტონით გასათეთრებლად ბევრი ბუნებრივი და იაფი მეთოდი არსებობს, მთავარია, იცოდეთ, სწორად როგორ გამოიყენოთ.


მარწყვი
1 მარწყვი დაჭყლიტეთ, ამოავლეთ მასში კბილის ჯაგრისი და კბილები 5-10 წუთის განმავლობაში კარგად გაიხეხეთ. 
ამ პროცედურის შემდეგ კბილების პასტით გამოხეხვაც არ დაგავიწყდეთ, რადგან კბილის პასტა კბილებს მარწყვის წვენისგან და დარჩენილი ნაწილაკებისგან გაწმენდს.
აღნიშნული პროცედურა შეგიძლიათ კვირაში 2-3-ჯერ გაიმეოროთ.


 


ძმარი
1 ჭ. წყალში ჩაასხით 2 ს.კ. თეთრი ძმარი, 1 ჩ.კ. მარილი და კარგად მოურიეთ.
აღნიშნული სითხე პირის ღრუში კვირაში 2-3-ჯერ გამოივლეთ.
ამ პროცედურის ჩატარება არ არის რეკომენდებული მგრძნობიარე ღრძილებისას, რადგან მარილი მათ კიდევ უფრო გააღიზიანებს.


 


ალოე ვერა
იმისთვის, რომ თქვენს კბილებს ჰოლივუდური ბრწყინვალება მიანიჭოთ, კვირაში 2-ჯერ  ისინი ალოე ვერას წვენით ან გელით გაიწმინდეთ.


 


ზეითუნის ზეთი
ზეითუნის ზეთი კარგად აშორებს ყვითელ ლაქებს კბილის ზედაპირზე. ამისთვის საკმარისია, გაყვითლებული ადგილები ზეითუნის ზეთში დასველებული ბამბის ტამპონით გაიწმინდოთ.
3-4 პროცედურის შემდეგ ყვითელი ლაქები უკვალოდ ქრება, თუმცა პროფილაქტიკისთვის აღნიშნული კურსის გამეორება ყოველთვიურად შეგიძლიათ.



დაფნა და ფორთოხალი
2-3 ც. დაფნის ფოთოლი და 1 ც. ფორთოხლის ცედრა (კანი) დააქუცმაცეთ და ცოტაოდენ თბილ წყალში აურიეთ - ისე, რომ სქელი ფაფისებური მასა მიიღოთ.
ამოავლეთ ამ მასაში კბილის ჯაგრისი და კბილები 5-10 წუთის განმავლობაში, კარგად გაიხეხეთ.
შეგიძლიათ, ეს პროცედურა რეგულარულად ჩაიტაროთ და კბილის პასტის ნაცვლად, ყოველთვის ეს მასა გამოიყენოთ.
ფორთოხლის კანში შემავალი ვიტამინი C კბილებს ათეთრებს, დაფნა კი პირის ღრუს ადეზინფიცირებს.


 


ქოქოსის ზეთი
თუ პირის ღრუში ყოველდღე, 15-20 წუთით ქოქოსის ზეთს ჩაიგუბებთ, კბილები 3-4 კვირის შემდეგ გაცილებით თეთრი გახდება. კარგი იქნება, თუ ჩვეულებრივი პასტით კბილებს ამ პროცედურიდან მხოლოდ 2-3 საათის შემდეგ გაიხეხავთ.


 


სოდა 
ჩვეულებრივ კბილის პასტაში არეული ცოტაოდენი სოდით (პროპორცია შეარჩიეთ დამოუკიდებლად) კბილების გამოხეხვა მათი გათეთრების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, თუმცა არცთუ უსაფრთხო საშუალებაა - მისი რეგულარული გამოყენება დროთა განმავლობაში ემალს აზიანებს. ამიტომ კარგი იქნება, თუ ამ ხერხს იშვიათად - 2 კვირაში ერთხელ მიმართავთ.


 


ნახშირი
აქტივირებული ნახშირის ტაბლეტი დაფქვით, ამოავლეთ მასში კბილის ჯაგრისი და 3-5 წუთის განმავლობაში კბილები კარგად გაიხეხეთ.
პროცედურის დასრულებისთანავე გაიხეხეთ კბილები ჩვეულებრივი კბილის პასტით.
ამ პროცედურის ჩატარება რეკომენდებულია მხოლოდ 7-10 დღეში ერთხელ. თუმცა, შედეგი შესამჩნევია პირველი გახეხვისთანავე.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?