როგორ „გამოვაცოცხლოთ“ მშრალი და უსიცოცხლო თმა?!

სილამაზე/ჯანმრთელობა

18 დეკემბერი 10:00, 2015 წელი

კეფირი, თაფლი, კვერცხი, ბანანი, ხაჭო, ლუდი, ჭვავის პური - ამ პროდუქტებით გაკეთებული ნიღბებით თმას მარტივად და მოკლე დროში დაუბრუნებთ სიჯანსაღესა და ბრწყინვალებას... 


კეფირის ნიღაბი
კეფირი ოდნავ შეათბეთ (დაახლოებით 37 გრადუსამდე) და წრიული მოძრაობებით ჯერ თმის ძირებში, ხოლო შემდეგ თმის მთელ სიგრძეზე კარგად შეიზილეთ.
თავი პოლიეთილენის პარკით შეიხვიეთ, ზემოდან პირსახოცი შემოიხვიეთ და 30 წუთით გაიჩერეთ.
ამის შემდეგ თმა თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
აღნიშნული ნიღაბი სწრაფად აღადგენს მშრალი და დაზიანებული თმის სტრუქტურას და თმას სასიამოვნო ბზინვარებას მიანიჭებს.


 


ქაცვის ზეთის ნიღაბი
1 ან 2 ს.კ. რომელიმე მცენარეულ ზეთს დაამატეთ 1 ჩ.კ. ქაცვის ზეთი და კარგად აურიეთ.
მიღებული სითხე თმის ძირებში კარგად შეიზილეთ, თავზე კი პირსახოცის ან ჩვეულებრივი ბამბის („კოტონის“) ქუდი დაიფარეთ.
1 საათის შემდეგ თმა შამპუნით ჩამოიბანეთ.
აღნიშნული ნიღაბი კეთდება კვირაში 2-ჯერ, მთლიანი კურსი კი 10 პროცედურას შეადგენს.


 


ნიღაბი ლუდით
1 ჭ. ლუდში ჩაასხით 1 ჩ.კ. ზეითუნის ან ნუშის ზეთი და კარგად აურიეთ.
მიღებული სითხე შეიზილეთ თმაში და 20-30 წუთი გაიჩერეთ.
შემდეგ თმა თბილი წყლითა და შამპუნით კარგად ჩამოიბანეთ.
ეს ნიღაბი შეიცავს B ვიტამინს და განსაკუთრებით ეფექტურია გაყოფილი ბოლოების სამკურნალოდ, თმის სტრუქტურის აღსადგენად და თმის მტვრევადობის შესაჩერებლად.


 


ბირკავას ზეთისა და თაფლის ნიღაბი
1 ს.კ. ბირკავას („რეპეინოე“) ზეთი, 1 ს.კ. ალოეს წვენი და 1 ჩ.კ. თაფლი ერთმანეთში კარგად აურიეთ და მიღებული მასა თმაში (თმის ძირებიდან ბოლოებამდე) შეიზილეთ.
თავი პოლიეთილენის პარკითა და პირსახოცით შეიფუთეთ.
1 საათის შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ.


 


კვერცხის ნიღაბი
1 კვერცხი, 1 ჩ.კ. ძმარი, 1 ჩ.კ. გლიცერინი და 2 ს.კ. აბუსალათინის ზეთი ერთმანეთში კარგად აურიეთ და მიღებული მასა თმის მთელ სიგრძეზე და თმის ძირებში კარგად შეიზილეთ.
შემდეგ პირსახოცი შეათბეთ და თმა იმით შეიფუთეთ. პირსახოცი გაგრილებისთანავე კვლავ თბილი პირსახოცით შეცვალეთ და ასე გააგრძელეთ 30-35 წუთის განმავლობაში.
ამის შემდეგ თმა შამპუნით კარგად ჩამოიბანეთ.
აღნიშნული პროცედურა კვირაში 1-2-ჯერ უნდა ჩატარდეს.



თაფლის ნიღაბი
1 ს.კ. ზეითუნის ზეთი (შეგიძლიათ, სხვა რომელიმე მცენარეული ზეთის გამოყენება), 1 კვერცხის გული, 1 ჩ.კ. თაფლი, 1 ჩ.კ. „ხნა“ და 1 ჩ.კ. კონიაკი ერთმანეთში კარგად აურიეთ და მიღებული მასა თმაში შეიზილეთ.
30-40 წუთის შემდეგ თმა თბილი წყლითა და შამპუნით ჩამოიბანეთ.


 


ნიღაბი თაფლითა და ბანანით
2 ც. ბანანი და 2 ს. კ. თაფლი ერთმანეთში აურიეთ, დაამატეთ 1 ჭ. იოგურტი და თმაში კარგად შეიზილეთ.
20 წუთის შემდეგ თმა ჩამოიბანეთ.
აღნიშნული ნიღაბი თმას უფრო დამყოლს ხდის, აჯანსაღებს და ბზინვარებას ანიჭებს.


 


პურის ნიღაბი
1-2 ნაჭერი ჭვავის პური თავის დაბანამდე რამდენიმე საათით ადრე წყალში ჩაალბეთ, შემდეგ აურიეთ ისე, რომ ფაფის სისქის, ერთგვაროვანი მასა მიიღოთ და მიღებული ნიღაბი თმაში შეიზილეთ.
შეიფუთეთ თმა პოლიეთილენის პარკით, 15 წუთის შემდეგ კი ნიღაბი თბილი წლით (უშამპუნოდ) ჩამოიბანეთ.
პურის ნიღაბი თმას აძლიერებს, ასქელებს და ბზინვარებას ანიჭებს.


 


კაკაოსა და ხაჭოს ნიღაბი
3 ს.კ. უცხიმო ხაჭოს დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი, 1 ჩ.კ. კაკაოს ფხვნილი და კარგად აურიეთ, ვიდრე სქელ, მუქ მასას არ მიიღებთ.
მიღებული მასა სველ თმაზე წაისვით, თავი პოლიეთილენის პარკითა და თბილი პირსახოცით შეიხვიეთ. ერთი საათის შემდეგ თმა წყლითა და შამპუნით კარგად ჩამოიბანეთ.
ეს ნიღაბი უნდა გაიკეთოთ კვირაში 2-3-ჯერ, 2-3 თვის განმავლობაში.
ნიღაბი ეფექტურია მშრალი და უსიცოცხლო თმის სწრაფად გამოსაჯანსაღებლად. კაკაოს წყალობით თქვენი თმა უფრო სწრაფად გაიზრდება, აღარ დაგცვივდებათ და მეტ ბრწყინვალებას შეიძენს, ხოლო ხაჭოს შემადგენლობაში შემავალი კალციუმი თმის ღერებს გაამაგრებს და გააძლიერებს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?