გაიგეთ, რომელი პროდუქტი გაბერებთ!

სილამაზე/ჯანმრთელობა

8 იანვარი 10:00, 2016 წელი

ცნობილმა ინგლისელმა ნატუროპათმა და დერმატოლოგმა ნიგმა ტალიბმა დაადგინა, რომ ზოგიერთი საკვები კანის დაბერების პროცესს აჩქარებს და თუ ვიღაცისთვის შაქარი, უბრალოდ, ტკბილეულია, ზოგისთვის, შესაძლოა, ეს პროდუქტი ნაადრევი სიბერის მიზეზიც კი აღმოჩნდეს. გაიგეთ, თქვენს შემთხვევაში რომელი პროდუქტი იწვევს კანის დაბერებას და შესაძლოა თუ არა, რაციონის შეცვლით ამ პრობლემას გაუმკლავდეთ?!


კანისთვის საზიანო საკვები პროდუქტები

ნიგმა ტალიბმა ქალებში კანის დაბერების ოთხი ძირითადი ტიპი გამოყო და მათი კვების რაციონის შესწავლის შემდეგ ერთ დასკვნამდე მივიდა: ერთი და იგივე პროდუქტი ორი ერთნაირი აღნაგობისა და ასაკის ქალბატონზე, შესაძლოა, სრულიად სხვადასხვაგვარად მოქმედებდეს - ერთ შემთხვევაში არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდეს, მეორე შემთხვევაში კი არა მარტო ნივთიერებათა ცვლის მოშლასა და წონის მატებას, არამედ კანის ნაადრევ დაბერებასაც იწვევდეს.
საუბარია მხოლოდ ოთხ პროდუქტზე, ესენია:
ღვინო, შაქარი, რძე და გლუტენი - იგივე წებოვანა, მცენარეული წარმოშობის ცილაა, რომელიც სხვადასხვა მარცვლეულის ქერქში შედის.
ნიგმა ტალიბი ამტკიცებს, რომ არ არსებობს ქალი, რომელსაც ამ პროდუქტებიდან ერთ-ერთის მიმართ ე.წ. „კანისმიერი აუტანლობა“ არ გააჩნდეს, მაგრამ ამას თავად ვერ ხვდებოდეს.
არადა, თუ კონკრეტულ „მტერს“ დავადგენთ და მას ჩვენი რაციონიდან ამოვიღებთ, პრობლემას ერთ თვეში მოვაგვარებთ - კანი ძველებურ სიმკვრივესა და ჯანსაღ იერს ზუსტად ამ დროში დაიბრუნებს.




რომელი პროდუქტია თქვენთვის საზიანო?

მაშ ასე, თუ გსურთ დაადგინოთ, თქვენს შემთხვევაში რომელი პროდუქტი იწვევს კანის დაბერებას, უბრალოდ, დადექით სარკესთან, ყურადღებით დააკვირდით სახეს და ქვემოთ შემოთავაზებულ ვარიანტებს გადახედეთ.



ვარიანტი 1

რას ამჩნევთ სარკეში ჩახედვისას?
1) წვრილ-წვრილ ნაოჭებს თვალის კუთხეებში;
2) შეწითლებულ სახესა და წვრილ-წვრილ კაპილარებს;
3) გაფართოებულ ფორებს;
4) სიმშრალის შეგრძნებას;
5) ტუჩ-ცხვირის ნაოჭებს;
6) პატარა ნაოჭებს პირის კუთხეებთან.

თუ ჩამოთვლილთაგან ოთხ ან მეტ პუნქტს დადებითად უპასუხეთ, თქვენი მტერია ღვინო!
აქედან გამომდინარე, ერთი თვის განმავლობაში უარი თქვით ყველანაირ ალკოჰოლზე,
შემდეგ კი, თუ აუცილებლობამ მოითხოვა და მცირეოდენი ალკოჰოლის მიღება მაინც მოგიხდათ ¼-ის პრინციპით ისარგებლეთ ხოლმე - ანუ 1 წილი ალკოჰოლი 4 წილ უალკოჰოლო სასმელთან ერთად მიირთვით ან ამდენივე სასმელ წყალში გააზავეთ.


ვარიანტი 2
რას ამჩნევთ სარკეში ჩახედვისას?
1) ჰორიზონტალურ ხაზებს შუბლზე;
2) მოშვებულ ღაწვებს;
3) გადაღლილ იერს;
4) „ჩაღამებულ“ თვალებს;
5) მუწუკებს;
6) პიგმენტურ ლაქებს.


თუ ჩამოთვლილთაგან ოთხ ან მეტ პუნქტს დადებითად უპასუხეთ, თქვენი მტერია შაქარი!
ასეთ შემთხვევაში, შაქრისა და მისი შემცველი პროდუქტების მიღება თანდათანობით უნდა შეამციროთ - ორ კვირის მანძილზე ჩვეულზე 2-ჯერ ნაკლები ტკბილეული მიიღეთ, მომდევნო 2 კვირის მანძილზე კი ტკბილეულის მიღება კიდევ 2-ჯერ შეამცირეთ და ეცადეთ, ასეთი რაციონი მთელი ცხოვრების მანძილზე შეინარჩუნოთ.


ვარიანტი 3
რას ამჩნევთ სარკეში ჩახედვისას?
1) შეშუპებას;
2) თვალის ქვემოთ „ტომრებს“;
3) ფერისმჭამელებსა და აკნეს;
4) კანის არათანაბარ სტრუქტურას;
5) თვალის გარშემო „შავ წრეებს“;
6) კანის „სიჭრელეს“.

თუ ჩამოთვლილთაგან ოთხ ან მეტ პუნქტს დადებითად უპასუხეთ, თქვენი მტერია რძე!
ასეთ შემთხვევაში, ორგანიზმს წელიწადში 2-ჯერ ე.წ. „ხანმოკლე განტვირთვა“ მოუწყვეთ და 3-3 კვირის განმავლობაში რაციონიდან ყველანაირი რძის პროდუქტი გამორიცხეთ.



ვარიანტი 4
რას ამჩნევთ სარკეში ჩახედვისას?
1) პიგმენტურ ლაქებს;
2) სახის მონაცრისფრო იერს;
3) მუწუკებსა და კომედონებს ნიკაპზე;
4) მოშვებულ ღაწვებს;
5) შეშუპებას;
6) როზაცეას, ანუ ვარდისფერ აკნეს (დიდ სიწითლეს სახეზე);
7) ღაბაბს.

თუ ჩამოთვლილთაგან ოთხ ან მეტ პუნქტს დადებითად უპასუხეთ, თქვენი მტერია გლუტენი!
გლუტენს შეიცავს ხორბალი, ჭვავი და ქერი. ეს მარცვლეული, მოგეხსენებათ, უამრავ პროდუქტში გამოიყენება. თუმცა, სერიოზულ პრობლემას არც გლუტენზე უარის თქმა წარმოადგენს, რადგან დღესდღეობით წარწერა „გლუტენის გარეშე“ უამრავ პროდუქტზე აღინიშნება.
ასე რომ, ამ შემთხვევაში თქვენ მხოლოდ ეტიკეტზე დაკვირვება მოგიწევთ.


გისურვებთ სილამაზესა და ჯანმრთელობას!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?