ტუჩების მოვლა

სილამაზე/ჯანმრთელობა

22 იანვარი 10:00, 2016 წელი

რეგულარული მოვლა და დატენიანება არა მარტო სახის კანს, არამედ ტუჩებსაც სჭირდება, განსაკუთრებით ზამთარში - როცა სიცივის გამო შესაძლოა, გამოშრეს, დასკდეს, აიქერცლოს და ა.შ. წარმოგიდგენთ რამდენიმე ბუნებრივ საშუალებას, რომლებიც სახლის პირობებში ტუჩების დასაცავად, დასატენიანებლად და სამკურნალოდ გამოგადგებათ.

ხაჭოს ნიღაბი
ნახევარ ჩ.კ. ცხიმიან ხაჭოს შეათქვიფეთ 1 ჩ.კ. ნაღები და მიღებული მასა ტუჩებზე შეიზილეთ.
10-15 წუთის შემდეგ ნიღაბი ჩამოიბანეთ, ტუჩებზე კი ვაზელინის ან ჰიგიენური ბალზამის თხელი ფენა წაისვით (ნაღების მაგივრად ხაჭოს შეგიძლიათ შეურიოთ მცენარეული ზეთი, რძე, სტაფილოს, კიტრის ან ჭარხლის წვენი).

ვაშლის ნიღაბი

1 ჩ.კ. გახეხილ მწვანე ვაშლს შეურიეთ ნახევარი ჩ.კ. რბილი ნაღების კარაქი და მიღებული მასა წაისვით ტუჩებზე.
15 წუთის შემდეგ ნიღაბი ჩამოიბანეთ, ტუჩებზე კი ცოტაოდენი ვაზელინი შეიზილეთ.

თაფლის ნიღაბი
1 ს.კ. თაფლს შეურიეთ ორთქლის აბაზანაზე წინასწარ გამდნარი ნახევარი ს.კ. ღორის ქონი და მიღებული მასა 15-20 წუთით ტუჩებზე შეიზილეთ.
ეს ნიღაბი უნდა მოათავსოთ ქილაში და ყოველი მოხმარების შემდეგ მაცივარში შეინახოთ.

არაჟნის ნიღაბი
1 ჩ.კ. არაჟანს დაუმატეთ 2-3 წვეთი ლიმონის წვენი და ამდენივე მცენარეული ზეთი და კარგად აურიეთ. მიღებული მასა სქლად წაისვით ტუჩებზე და 15-20 წუთით გაიჩერეთ.


 


ხაჭოსა და თაფლის ნიღაბი
1 ს.კ. ახალ ხაჭოს შეურიეთ 1 ჩ.კ. ნატურალური თაფლი და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი და მიღებული მასა ტუჩებზე შეიზილეთ.
15-20 წუთის შემდეგ ნიღაბი ჩამოიბანეთ, ტუჩებზე კი მკვებავი ბალზამი წაისვით.

ბანანის ნიღაბი
5-20 მლ. რძეს დაუმატეთ 10 გრ. ბანანის რბილობი, 1 ს.კ. თაფლი და კარგად აურიეთ.
მიღებული მასა წაისვით ტუჩებზე, 20-25 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ კი გადადუღებული თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

სტაფილოს ნიღაბი
გახეხილი სტაფილო და ზეითუნის ზეთი (1/1-ზე პროპორციით) ერთმანეთში აურიეთ და ტუჩებზე წაისვით. გაიჩერეთ ნიღაბი 10-15 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი  თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ზემოჩამოთვლილი ნიღბების გამოყენება რეკომენდებულია კვირაში 2-3-ჯერ.




ტუჩების სამკურნალო მალამო
 
მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
1 ჩ.კ.თაფლის სანთელი, ამდენივე კაკაოს ცხიმი (კაკაოს ცხიმის ნაცვლად შეიძლება 1 ს.კ. ქაცვის ან ზეითუნის ზეთი გამოიყენოთ), 1 ჩ.კ. ვაზელინი და 1 ს.კ. გვირილის ნახარში.
ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ თაფლის სანთელი, დაუმატეთ კაკაოს ცხიმი (ან მცენარეული ზეთი), ვაზელინი და გვირილის ნახარში. კარგად აურიეთ, გადმოდგით ორთქლის აბაზანიდან და მიქსერით კარგად ათქვიფეთ.
მომზადებული მასა გააცივეთ და დღეში 2-ჯერ მშრალ ტუჩებზე კარგად შეიზილეთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?