ჟელატინის ნიღბები სახისთვის - მოამზადეთ მარტივად და იაფად

სილამაზე/ჯანმრთელობა

29 იანვარი 10:00, 2016 წელი

ქალები ჟელატინს, ძირითადად, კულინარიული მიზნით იყენებენ და ვერც კი წარმოიდგენენ, რომ ხელთ აქვთ ეფექტური კოსმეტიკური საშუალება, რომელიც ელასტიკურობას მატებს სახის კანს, უბრუნებს ჯანსაღ იერს, აქრობს ნაოჭებს და ა.შ. ამჯერად, ჟელატინის ნიღბების რამდენიმე რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომლებსაც სახლის პირობებშიც საკმაოდ მარტივად და იაფად მოამზადებთ.


ნიღაბი ჟელატინითა და რძით

1 ჩ.კ. ჟელატინი დაალბეთ ცოტაოდენ ცივ წყალში და დააცადეთ, სანამ კარგად გაფუვდება.
უკვე გაფუებული ჟელატინის მასა შემოდგით ორთქლის აბაზანაზე და თანდათანობით დაამატეთ 1 ს.კ. რძე და 1 ს.კ. პუდრა - ისე, რომ ფაფისებური მასა გამოვიდეს.
მიღებული მასა გააგრილეთ და შემდეგი წესით მოიხმარეთ:
სახეზე ჯერ მკვებავი კრემი შეიზილეთ, შემდეგ ჟელატინის ნიღაბი წაისვით და თბილ წყალში დასველებული პირსახოცი დაიფინეთ.
1-2 წუთის შემდეგ სახე ჯერ რბილი ღრუბლით მოიწმინდეთ, შემდეგ კი ცივი წყლით კარგად ჩამოიბანეთ.

ნიღაბი ჟელატინითა და ლიმონით
1 ჩ.კ. ჟელატინი გახსენით ცოტაოდენ ლიმონის წვენში, დაამატეთ 1 ს.კ. უცხიმო არაჟანი და კარგად აურიეთ.
მიღებული მასა თანაბრად გადაინაწილეთ სახეზე (თვალის ირგვლივ არეს მოერიდეთ).
20-25 წუთის შემდეგ ცივი წყლით კარგად ჩამოიბანეთ.


 


 


ჟელატინის ნიღაბი გლიცერინითა და თაფლით
4 ს.კ. გლიცერინს დაუმატეთ 2 ჩ.კ. თაფლი, 2 ჩ.კ. ჟელატინი და 4 ს.კ. წყალი.
მიღებული მასა დადგით დაბალ ცეცხლზე და თან შეუჩერებლად ურიეთ მანამ, სანამ ყველა ინგრედიენტი კარგად არ გალღვება.
შემდეგ დაამატეთ კიდევ 4 ს.კ. ადუღებული წყალი და კარგად აურიეთ.
მიღებული მასა წაისვით სახეზე.
20 წუთის შემდეგ სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ და რომელიმე დამატენიანებელი კრემი შეიზილეთ.


 




ნიღაბი ჟელატინითა და ბანანით
2 ს.კ. ადუღებულ წყალში ჩაყარეთ 1 ს.კ. ჟელატინი და გააჩერეთ გაფუებამდე.
გაფუებულ მასას დაუმატეთ 2 ჩ.კ. გახეხილი ბანანი და კარგად აურიეთ.
ნიღაბი სუფთა კანზე წაისვით.
20 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ნიღაბი ჟელატინითა და კიტრით
2 ს.კ. გახეხილ კიტრს დაამატეთ 2 ჩ.კ. ახალდაყენებული მწვანე ჩაი და 2 ჩ.კ. გვირილის ნაყენი (ჩაიც და ნაყენიც თბილი უნდა იყოს), ჩაყარეთ 1 ჩ.კ. ჟელატინი და კარგად აურიეთ.
მიღებული მასა შემოდგით დაბალ ცეცხლზე და გამუდმებით ურიეთ, სანამ ფაფისებურ მასას არ მიიღებთ (თუ ზედმეტად შეგისქელდათ, გასათხელებლად საჭირო რაოდენობის კიტრის წვენი გამოიყენეთ).
ნიღაბი სახეზე წაისვით და 20 წუთით გაიჩერეთ.
შემდეგ სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ და რომელიმე მკვებავი კრემი შეიზილეთ.

ჟელატინის ნიღაბი კეფირითა და შვრიით
1 ჩ.კ. ჟელატინი, 1 ს.კ. კეფირი, 1 ჩ.კ. დაფქვილი შვრია („გერკულესი“) და 1 ს.კ. რძე ერთმანეთში კარგად აურიეთ - ისე, რომ არაჟნისებური მასა გამოვიდეს) და ორთქლის აბაზანაზე შეათბეთ (თან გაუჩერებლივ ურიეთ).
მიღებული მასა გააგრილეთ და სახეზე წაისვით
20 წუთის შემდეგ სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ და ზედ რომელიმე მატონიზებელი კრემი შეიზილეთ.

ვიტამინიზებული ნიღაბი ჟელატინითა და ალოეთი
1 ჩ.კ ჟელატინი დაალბეთ ცოტაოდენ ცივ წყალში და დააცადეთ, სანამ კარგად გაფუვდება.
გაფუებულ ჟელატინის მასას დაამატეთ 5-5 წვეთი A და E ვიტამინი, 1 ჩ.კ. ალოეს წვენი, 2 წვეთი ზეითუნის ზეთი და კარგად აურიეთ.
მიღებული მასა წაისვით სახეზე.
30 წუთის შემდეგ სახე ჯერ რბილი ღრუბლით მოიწმინდეთ, შემდეგ ცივი წყლით კარგად ჩამოიბანეთ და რომელიმე მკვებავი კრემი შეიზილეთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?