დაამზადეთ სახის მოვლის საშუალებები E ვიტამინით

სილამაზე/ჯანმრთელობა

5 თებერვალი 10:00, 2016 წელი

ვიტამინი E აქტიურად გამოიყენება გამაახალგაზრდავებელ კოსმეტიკურ პრეპარატებში და სახის მოვლის საშუალებებში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ უპირატესობას სახლის პირობებში მომზადებულ კრემებსა და ნიღბებს ანიჭებთ, შეგიძლიათ, ჩვენ მიერ შემოთავაზებული რეცეპტები გამოიყენოთ.

ვიტამინი E და მისი სამკურნალო თვისებები
ვიტამინი E, იგივე ტოკოფეროლი, ანტიოქსიდანტი ვიტამინია, რომელსაც კოსმეტოლოგები ახალგაზრდობისა და სილამაზის ვიტამინსაც ეძახიან და ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ასაკობრივი პრობლემების საწინააღმდეგოდ:
აჩქარებს რეგენერაციულ პროცესს;
ასტიმულირებს „მთავარი ქალური ჰორმონის“ - ესტროგენის გამომუშავებას;
იცავს კანს ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისგან;
ანელებს კანის დაბერებას;
ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ ვიტამინ A-ს შეთვისებას, რომელიც, თავის მხრივ, ეპითელის ელასტიკურობაზე პასუხისმგებელი ვიტამინია;
უზრუნველყოფს კანის წყალ-ლიპიდური ბალანსის დაცვას;
აქრობს ლაქებს, სტრიებსა და ჭორფლს;
გამოიყენება აკნესა და სხვადასხვა ტიპის გამონაყარის სამკურნალოდ და სხვა.





სახის კრემი
1 ს.კ. გვირილას ფურცლებს დაასხით 1 ჭ. მდუღარე წყალი და 2-3 საათის განმავლობაში გააჩერეთ.
შემდეგ აიღეთ 2 ს.კ. გვირილას ნაყენი, დაამატეთ ნახევარი ჩ.კ. გლიცერინი, 1 ჩ.კ. აბუსალათინის ზეთი და 1 ჩ.კ. კამფორის ზეთი, 10-20 წვეთი ვიტამინი E და კარგად აურიეთ.
მიღებული მასა გააგრილეთ და ყოველ დილა-საღამოს სუფთა სახეზე შეიზილეთ.
ასეთი წესით მომზადებული სახის კრემი არ შეიცავს კონსერვანტებს, ამიტომ ხანგრძლივი დროით ვერ შეინახავთ - მაცივარში შედგით და მხოლოდ 5 დღის განმავლობაში გამოიყენეთ.

სახის ნიღბები

გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი
1 ს.კ. კაკაოს ცხიმი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე და თანაბარი რაოდენობის ქაცვის ზეთი და ვიტამინი E შეურიეთ.
მიღებული მასა წაისვით სახეზე სქელ ფენად, ზემოდან პერგამენტის ქაღალდი დაიფინეთ და 15 წუთით გაიჩერეთ.
პროცედურის შემდეგ სახე არ ჩამოიბანოთ - ნიღბის ნარჩენები სახიდან ხელსახოცით მოიწმინდეთ.
აღნიშნული პროცედურა კვირაში 3-ჯერ, საღამოობით ჩაიტარეთ.

მკვებავი ნიღაბი
5 წვეთი ალოეს წვენი, 5 წვეთი ვიტამინი E, 10 წვეთი ვიტამინი A და 1 ჩ.კ. კანის ტიპის შესაბამისი სახის მკვებავი კრემი ერთმანეთში აურით.
მიღებული მასა  წაისვით სახეზე, 10 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ კი თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ.
აღნიშნული პროცედურის ჩატარება შეგიძლიათ რეგულარულად - დღეგამოშვებით ან 3 დღეში ერთხელ.

დამატენიანებელი ნიღაბი
2 ს.კ. ხაჭო, 2 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი და 5 წვეთი ვიტამინი E ერთმანეთში კარგად აურიეთ. 
მიღებული მასა წაისვით სახეზე, 15 წუთის შემდეგ კი თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ და სახეზე რომელიმე მკვებავი კრემი შეიზილეთ.
აღნიშნული ნიღაბი რეკომენდებული მშრალი კანისთვის.
კარგი იქნება, თუ ამ პროცედურას კვირაში 2-3-ჯერ ან მეტჯერაც ჩაიტარებთ.



ზეთოვანი ნიღაბი
5-7 წვეთი ვიტამინი E აურიეთ 2 ს.კ. ზეითუნის ზეთში (შეგიძლიათ, ვარდისა და ნუშის ზეთის გამოყენებაც), დაასველეთ შიგ მარლა და 10-15 წუთის განმავლობაში სახეზე დაიფინეთ.
ამის შემდეგ მოიხსენით სახიდან მარლა, ცხიმის ნარჩენები კი რბილი ხელსახოცით მოიწმინდეთ.

ნიღაბი სახის კრემით
4-5 წვეთი ვიტამინი E აურიეთ 1 ს.კ. რომელიმე სახის კრემში და მიღებული მასა თითების წრიული მოძრაობით სახის კანზე კარგად შეიზილეთ.
ამის შემდეგ სახეზე 10 წუთით პერგამენტის ქაღალდი დაიფინეთ.
პროცედურის შემდეგ სახის დაბანა ან ხელსახოცით გაწმენდა საჭირო არ არის.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?