თეთრი თიხა - შეუცვლელი „ინგრედიენტი“ ყველა ტიპის სახის კანისთვის

სილამაზე/ჯანმრთელობა

12 თებერვალი 10:00, 2016 წელი

თეთრი თიხა აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში და მისგან ათასგვარი გამაახალგაზრდავებელი, მატონიზებელი თუ მკვებავი სახის ნიღბის დამზადება შეიძლება. მაშ ასე, შემოგთავაზებთ რამდენიმე მათგანს.

ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის
1 ს.კ. თეთრი თიხა გახსენით იმდენ ანადუღარ ცივ წყალში (უკეთესია, თუ ჩვეულებრივი წყლის ნაცვლად, რომელიმე მინერალურ წყალს ან რძეს გამოიყენებთ), რომ არაჟნის კონსისტენციის მასა მიიღოთ. მიღებული მასა წაისვით სახესა და ყელზე.
10-15 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ კი ცივი წყლით კარგად ჩამოიბანეთ.

მათეთრებელი ნიღაბი
1 ს.კ. თეთრი თიხა გახსენით კიტრის, ოხრახუშის ან მარწყვის წვენში ისე, რომ არაჟნის სისქის მასა მიიღოთ. მიღებულ მასას დაამატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონი, კარგად აურიეთ და სახეზე წაისვით.
10 წუთის შემდეგ ნიღაბი ჩამოიბანეთ და რომელიმე მკვებავი კრემი შეიზილეთ.

ნიღაბი პრობლემური კანისთვის
1 ს.კ. თეთრი თიხა გახსენით 2 ს.კ. არაყში (თუ მასა ძალიან სქელი გამოვა, ცოტაოდენი წყალი დაამატეთ), დაამატეთ 1 ჩ.კ. ალოეს წვენი და კარგად აურიეთ.
მიღებული მასა სახეზე წაისვით.
10 წუთის შემდეგ ცივი წყლით კარგად ჩამოიბანეთ.




ნიღაბი მშრალი კანისთვის
1 ს.კ. თეთრ თიხას დაამატეთ თითო-თითო ს.კ. ხაჭო და არაჟანი, 3-4 ს.კ. რძე და ერთმანეთში კარგად აურიეთ. მიღებული მასა სახეზე წაისვით.
8-10 წუთის შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ნიღაბი მოშვებული კანისთვის
1 ს.კ. თეთრი თიხა გახსენით იმდენ რძეში, რომ კრემისებური მასა მიიღოთ, დაამატეთ 1 ჩ.კ. თაფლი და ყველაფერი ერთმანეთში კარგად აურიეთ.
წაისვით ნიღაბი სახესა და ყელზე.
10 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ კი ოთახის ტემპერატურის წყლით ჩამოიბანეთ და რომელიმე მკვებავი კრემი შეიზილეთ.

მკვებავი ნიღაბი ნორმალური კანისთვის
1 ს.კ. თეთრ თიხას დაამატეთ თითო-თითო კოვზი არაჟანი და ნებისმიერი მცენარეული ზეთი, 2 ს.კ. წვრილად გახეხილი ბანანი ან ვაშლი და კარგად აურიეთ (თუ მასა ზედმეტად სქელი გამოგივიდათ, შეგიძლიათ, ცოტაოდენი თბილი წყალიც დაამატოთ).
მიღებული მასა წაისვით სახეზე, 8-10 წუთის შემდეგ კი ოთახის ტემპერატურის წყლით ჩამოიბანეთ.



ნიღაბი კომბინირებული კანისთვის

თანაბარი რაოდენობის თეთრი თიხა და სახამებელი („კრახმალი“) ერთმანეთში აურიეთ და ანადუღარი ცივი რძით გააზავეთ ისე, რომ არაჟნისებური მასა მიიღოთ.
მიღებული მასა სახეზე წაისვით, 10 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ კი ცივი წყლით კარგად ჩამოიბანეთ.

ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი
2 ს.კ. გვირილისა და ლავანდის გამხმარ ფურცლებს დაასხით 1 ჭ. მდუღარე, დააფარეთ თავსახური და 10-15 წუთით გააჩერეთ. შემდეგ ნაყენი გაწურეთ და შიგ იმდენი თეთრი თიხა ჩაამატეთ, რომ არაჟნის სისქის მასა მიიღოთ.
მიღებული მასა სახეზე წაისვით.
15-20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ კი ოთახის ტემპერატურის წყლით ან რომელიმე მინერალური წყლით ჩამოიბანეთ.

ნიღაბი-სქრაბი ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის
1 ს.კ. გვირილას გამხმარ ფურცლებს დაასხით ნახევარი ჭიქა მდუღარე წყალი და თავდახურულ ჭურჭელში გაგრილებამდე გააჩერეთ. შემდეგ ნაყენი გაწურეთ და შიგ თითო-თითო ს.კ. თეთრი თიხა და შვრიის ბურღული („გერკულესი“) ჩაამატეთ.
მიღებული მასა 10-15 წუთის განმავლობაში სახეზე წრიული მოძრაობით შეიზილეთ.
ნიღაბი სახიდან თბილი წყლით ან მინერალური წყლით ჩამოიბანეთ, კანზე კი რომელიმე მკვებავი კრემი შეიზილეთ.

აკნეს საწინააღმდეგო ნიღაბი
1 ს.კ. თეთრ თიხას შეურიეთ 2 აბი დაფხვნილი ასპირინი და დაუმატეთ იმდენი თბილი წყალი, რომ ფაფისებური მასა მიიღოთ.
მიღებული მასა სახეზე წაისვით.
გაიჩერეთ 10-15 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?