სახის ნიღბები 30 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის

სილამაზე/ჯანმრთელობა

26 თებერვალი 10:00, 2016 წელი

ასაკის მატება ყველაზე მკვეთრად სახის კანზე აისახება. იკარგება ტენი, ნელდება კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავება, აქედან გამომდინარე, ირღვევა კოლაგენური და ელასტინური ბოჭკოების სტრუქტურა, კანი ეშვება, ნაოჭდება. 30 წლის შემდეგ კანის მოვლის საშუალებებმა უნდა უზრუნველყოს კანის უჯრედების განახლების სიჩქარის აღდგენა; კანის ინტენსიური დატენიანება; კოლაგენური და ელასტინური ბოჭკოების სინთეზის დაჩქარება. ამაში ეს ნატურალური ნიღბები დაგეხმარებათ.

ბანანის ნიღაბი მშრალი კანისთვის
მწიფე ბანანის მეოთხედ ნაწილს დაუმატეთ 5 გრამი ცხიმიანი კრემი, 4 წვეთი ლიმონი და 6 წვეთი ზეითუნის ზეთი. გადაურიეთ ერთმანეთში და დაიდეთ დაორთქლილ სახეზე 15-20 წუთით. შემდეგ კი ნელთბილი წყლით ჩამოიბანეთ.


თაფლის ნიღაბი ნორმალური კანისთვის
ერთმანეთში გადაურიეთ კვერცხის დაქუცმაცებული ნაჭუჭი და 12 გრამი თხევადი თაფლი. აკურატულად დაიდეთ სახეზე, დაელოდეთ მის გაშრობას და შემდეგ ნელთბილი წყლით ჩამოიბანეთ.


სტაფილოს ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის
წვრილად გახეხილ სტაფილოს (25 გრ) დაამატეთ კვერცხის გული, მცენარეული ზეთი (7 მლ) და 3 წვეთი ლიმონის წვენი. კარგად გადაურიეთ ერთმანეთში და დაიდეთ სახეზე 15-20 წუთით. ბოლოს ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით.



გამწმენდი ნიღბები

ნუშის ნიღაბი მშრალი კანისთვის

15 გრ. რძის ფხვნილი და 7 მლ ნუშის ზეთი გახსენით ერთმანეთში. დაამატეთ 12 გრ. თაფლი და 5 წვეთი ლიმონის წვენი. ნიღაბი სახეზე მსუბუქი მასაჟის მოძრაობებით დაიდეთ.


თაფლის ნიღაბი ნორმალური კანისთვის
3 ს.კ. გამდნარ თაფლს დაუმატეთ 8 წვეთი A ვიტამინი, 3 ს.კ. რძე და სულ მცირე რაოდენობით შავი პურის გრანულები. მასა კარგად გადაურიეთ ერთმანეთში და დაიდეთ სახეზე 15-20 წუთით.


კიტრის ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის
საშუალო ზომის კიტრი გახეხეთ. 3 ს.კ. გახეხილი კიტრი გადაურიეთ 1 ს.კ. ვაშლის ძმართან და 4 ს.კ. შვრიის ფანტელებთან. შვრიის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ თეთრი, მწვანე ან ცისფერი კოსმეტიკური თიხა.
ეს მასა წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 20-25 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.



სახის კანის კვება

ჟელატინის ნიღაბი მშრალი კანისთვის
ერთი საშუალო კიტრის გულს და 2 ჩ.კ. მწვანე ჩაის ნაყენს გადაურიეთ 2 ს.კ. ჟელატინი.
მიღებული მასა გაათბეთ დაბალ ტემპერატურაზე გასქელებამდე.
დაამატეთ 2 ს.კ. ალოეს წვენი.
როგორც კი შეგრილდება, წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 20 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.


კარტოფილის ნიღაბი ნორმალური კანისთვის
დააბლენდერეთ შემდეგი ინგრედიენტები: 50 გ.მოხარშული კარტოფილი, 20 მლ. ლიმონის წვენი, 10 გრ. სუფრის მარილი, 1 კვერცხის გული და 2 ს.კ. რძის ფხვნილი.
მიღებული მასა დაიდეთ სახეზე 15-20 წუთი.
პროცედურის დასრულების შემდეგ კანი ყინულის კუბიკებით გაიმშრალეთ.


საფუარის ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის
3 ს.კ. კომბოსტოს წვენს დაუმატეთ 5 ს/კ საფუარი, 20 წვეთი E და A ვიტამინები და 1 ს.კ. ქაფურის ზეთი. კარგად გადაურიეთ ერთმანეთში, გააჩერეთ 20 წუთი, მხოლოდ ამის შემდეგ წაისვით სახეზე.
15-20 წუთის შემდეგ სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ



აღმდგენი ნიღბები

ქაცვის ნიღაბი მშრალი კანისთვის

2 ს.კ. ქაცვის ზეთს დაუმატეთ 2 ს.კ. თაფლი და 1 ს.კ. ალოეს წვენი.
მიღებული მასა წაისვით სახეზე და 20-25 წუთის შემდეგ ნელთბილი წყლით ჩამოიბანეთ.


ხორბლის ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის
3 ს.კ. ხორბალი მოათავსეთ მარლაზე, გადაატარეთ ზედ გასაბრტყელებელი და მიღებულ მასას დაუმატეთ 2 წვეთი ხორბლის და 5 წვეთი ზეითუნის ზეთი. გადაურიეთ კარგად და მარლა მთლიანად დაიფინეთ სახეზე. გაიჩერეთ 15-20 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.


კვერცხის ცილის ნიღაბი ნორმალური კანისთვის
ათქვეფილ კვერცხის ცილას დაამატეთ 2 ს.კ. ნატურალური თაფლი და 1 ს.კ. პურის ფქვილი.
ფქვილი შეგიძლიათ, ოდნავ მეტი რაოდენობითაც დაამატოთ, რათა უფრო სქელი მასა გამოგივიდეთ. დაიდეთ ნიღაბი სახეზე 20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?