ასპირინის ნიღბები - სახის მოვლის იაფი და ეფექტური საშუალება

სილამაზე/ჯანმრთელობა

11 მარტი 12:00, 2016 წელი

ასპირინი, იგივე სალიცინის მჟავა, შეუცვლელი ინგრედიენტია კოსმეტოლოგიაში. გთავაზობთ ასპირინისგან მარტივად მოსამზადებელ საშუალებებს, რომლებიც შესანიშნავად ატონიზირებს კანს, არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას, აუმჯობესებს სახის კანის ფერსა და სტრუქტურას.

ნაოჭების საწინააღმდეგო ასპირინის ნიღაბი
6 აბი ასპირინი;
1 ჩ.კ. ლიმონის წვენი;
1 ჩ.კ. თაფლი;
1 ჩ.კ. მარილი; 1 ჩ.კ. თიხა (ცისფერი).
მარილი გახსენით ლიმონის წვენში, შემდეგ გაწურეთ მარლაში და დაფხვნილი ასპირინი, თაფლი და თიხა დაამატეთ. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ და წინასწარ კარგად გასუფთავებულ სახეზე წაისვით.
10-15 წუთის შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ და სახეზე თქვენი კანის ტიპისთვის რეკომენდებული კრემი შეიზილეთ.

ასპირინის ნიღაბი თაფლით და ალოეს წვენით
3 აბი ასპირინი;
1 ჩ.კ. თაფლი;
1 ჩ.კ. ალოეს წვენი.
ასპირინი დაფხვენით ან გახსენით 1 ს.კ. წყალში და თაფლი და ალოეს წვენი დაამატეთ.
ეს ყველაფერი კარგად აურიეთ და სახეზე წაისვით (თხელ ფენად).
როგორც კი ნიღაბი გაშრება, სახე წრიული მოძრაობით მსუბუქად დაიმასაჟეთ (რამდენიმე წუთის განმავლობაში), შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და რომელიმე მკვებავი კრემი შეიზილეთ.
თუ თაფლზე ალერგია გაქვთ, ის იოგურტით ან მცენარეული ზეთით შეცვალეთ.

ასპირინის სქრაბი
4 აბი ასპირინი;
1 ს.კ. წყალი;
1 ჩ.კ. მცენარეული ზეთი.
ასპირინი დაფხვენით, დაასხით წყალი და ზეთი და მიღებული მასით 10 წუთის განმავლობაში სახე წრიული მოძრაობით გაიწმინდეთ.
პროცედურის დასრულების შემდეგ სახე ჯერ თბილი, შემდეგ ცივი წყლით დაიბანეთ და მკვებავი კრემი შეიზილეთ.




ასპირინის გამწმენდი ნიღაბი
4 აბი ასპირინი;
1 ს.კ. წყალი;
ნახევარი ჩ.კ. მცენარეული ზეთი ან თაფლი.
ასპირინი დაფხვენით, დაასხით წყალი და ზეთი ან თაფლი.
მიღებული მასა სახეზე წრიული მოძრაობით შეიზილეთ.
15 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ, სახეზე კი რომელიმე მკვებავი კრემი წაისვით.

ნიღაბი კეფირითა და ასპირინით
2 აბი ასპირინი;
2 ს.კ. კეფირი.
დაფხვნილ ასპირინს დაამატეთ კეფირი, კარგად აურიეთ და წინასწარ კარგად გაწმენდილ სახეზე წაისვით. ნიღაბი 20-30 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და რომელიმე სახის კრემი შეიზილეთ.

ნიღაბი ასპირინითა და ზღვის მარილით
2 აბი ასპირინი;
1 ჩ.კ. თაფლი;
25 გრ. ზღვის მარილი.
ზემოჩამოთვლილი ინგრედიენტები ერთმანეთში კარგად აურიეთ და სახის კანზე წაისვით.
5 წუთის განმავლობაში სახე წრიული მოძრაობით მსუბუქად დაიმასაჟეთ.
ბოლოს გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

ასპირინის ნიღაბი სახის შავი წერტილებისგან გასასუფთავებლად
3 აბი ასპირინი;
2 ჩ.კ. სახის ლოსიონი.
დაფხვნილი ასპირინი და რომელიმე ყოველდღიური გამოყენების სახის ლოსიონი ერთმანეთში აურიეთ და მიღებული მასა სახეზე თხელ ფენად წაისვით.
10-15 წუთის შემდეგ ნიღაბი ჯერ თბილი, შემდეგ კი გრილი წყლით ჩამოიბანეთ.



ასპირინის ნიღაბი თიხითა და ყავით
4 აბი ასპირინი;
2 ს.კ. თიხა (თეთრი);
1 ჩ.კ. დაფქვილი ყავა (ნალექიანი);
მინერალური წყალი.
ზემოჩამოთვლილი ინგრედიენტები ერთმანეთში აურიეთ (მინერალური წყალი საჭიროა იმდენი, რომ მასა ფაფისებური გამოვიდეს) და სახეზე თხელ ფენად წაისვით.
ნახევარი საათის შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

გაითვალისწინეთ:
ასპირინისგან მომზადებული კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება არ შეიძლება ორსულებისთვის და მეძუძური დედებისთვის.
მსგავსი საშუალებები, ასევე, უკუნაჩვენებია მათთვის, ვისაც სახეზე აღენიშნება ღია ნაკაწრები ან ჭრილობები!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?