სახის ექსპრესნიღბები - გაახალგაზრდავება მომენტალურად!

სილამაზე/ჯანმრთელობა

1 აპრილი 12:00, 2016 წელი

დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ სახის ექსპრესნიღბებს, რომლებიც დაგეხმარებათ, რაც შეიძლება სწრაფად - თითქმის მომენტალურად გაახალგაზრდავდეთ სახლის პირობებში:


ექსპრესსაფენი - სახის „რეანიმაცია“
1 პაკეტი მწვანე ჩაი (დანამატების გარეშე);
1 პაკეტი სააფთიაქო პიტნის ჩაი;
1 პაკეტი სააფთიაქო გვირილის ჩაი;
2 ჭ. წყალი.
დაასხით ცხელი წყალი პიტნისა და გვირილას პაკეტებს, დააცადეთ, ცოტათი შეგრილდეს და დაამატეთ მწვანე ჩაის პაკეტი. დაელოდეთ 15-20 წუთი, შემდეგ პაკეტები წყლიდან ამოიღეთ და კარგად გაწურეთ. ნაყენში კი ჩაალბეთ პირსახოცის ნაჭერი, ოდნავ გაწურეთ და დაიფინეთ სახეზე 10-20 წუთით. ამ ხნის განმავლობაში ნაჭერი რამდენჯერმე დაასველეთ ნაყენში. პროცედურის შემდეგ სახეს ნუ ჩამოიბანთ, უბრალოდ, მოიწმინდეთ სველი ხელსახოცით და შეიზილეთ დამარბილებელი კრემი ან გელი.


ექსპრესლიფტინგი - „სწრაფი გაახალგაზრდავება“
1 კვერცხის ცილა;
1 ჩ.კ. თეთრი თიხა;
1/3 ჩ.კ. ახალგამოწურული ლიმონის წვენი.
ათქვიფეთ კვერცხის ცილა თიხასთან და ლიმონის წვენთან ერთად. მიღებული მასა წაისვით სახეზე 2-3 ფენად (ყოველი მომდევნო ფენა წინა ფენის კარგად გაშრობის შემდეგ წაისვით). ნიღაბი გაიჩერეთ ბოლო ფენის კარგად გაშრობამდე, შემდეგ დაიბანეთ გრილი წყლით და სახეზე რომელიმე ნაკლებად ცხიმიანი კრემი ან გელი წაისვით.

ექსპრესდატენიანება და გაახალგაზრდავება
1 ს.კ. ლიოტონის გელი (უნდა გააცივოთ მაცივარში);
1 ჩ.კ. ვიტამინი E (ზეთოვანი).
აურიეთ ერთმანეთში ლიოტონი და ვიტამინი E და მიღებული მასა სახეზე სქელ ფენად წაისვით. გაიჩერეთ 15-20 წუთით. ნიღაბი მოიშორეთ ხელსახოცით, შემდეგ სახე დაიბანეთ გრილი ან ცივი წყლით და რომელიმე მსუბუქი დამარბილებელი გელი წაისვით.

ყავა თაფლითა და ლიმონით - ექსპრეს „გარდასახვა“
1 ს.კ. ზეითუნის ზეთი;
1 ჩ.კ. წვრილად დაფქვილი ყავა;
1 ჩ.კ. ველური ან ოდნავ ჩაშაქრებული თაფლი;
1 ჩ.კ. ახალდაწურული ლიმონის წვენი (თუ მშრალი კანი გაქვთ, ლიმონის წვენი უმჯობესია ცხიმიანი იოგურტით შეცვალოთ).
ზემოჩამოთვლილი ინგრედიენტები აურიეთ ერთმანეთში და წრიული მოძრაობებით სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე წაისვით. გაიჩერეთ 10-15 წუთით და ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ ცივი წყლით.

ექსპრესგაწმენდა და დეზინფექცია
2 ს.კ. წყალბადის ზეჟანგი;
2 ს.კ. გადადუღებული წყალი (გაციებული);
10-20 წვეთი ჩაის ხის ზეთი;
2 ჩ.კ. თეთრი თიხა;
2 ჩ.კ. შვრიის ბურღული („გერკულესი“).
ინგრედიენტები აურიეთ ერთმანეთში და წაისვით სახეზე ინტენსიური წრიული მოძრაობებით (განსაკუთრებით პრობლემურ ადგილებზე). ნიღაბი გაიჩერეთ სახეზე 20-30 წუთით, შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ და სახეზე მსუბუქი გელი წაისვით (უკეთესია გელში რამდენიმე წვეთი ჩაის ხის ზეთიც ჩაამატოთ).

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?