ვარჯიშები
1. ტუჩები მოამრგვალეთ და წინ გამოსწიეთ ისე, თითქოს ასო „უ“-ს ამბობდეთ;
2. ხმამაღლა და მკვეთრად წარმოთქვით ხმოვნები;
3. გამობერეთ ლოყები და ასეთ მდგომარეობაში დატოვეთ 1-2 წუთით, შემდეგ ჰაერი გამოუშვით და ლოყის კუნთები მოადუნეთ;
4. წინა ვარჯიშის მსგავსად, გამობერეთ ტუჩები და ასეთ მდგომარეობაში 1-2 წუთით დატოვეთ, მხოლოდ ჰაერი არა ერთბაშად, არამედ პატარ-პატარა პორციებად გამოუშვით;
5. პირი ფართოდ გააღეთ და ეცადეთ, ტუჩებით დიდი რგოლი გააკეთოთ;
6. ჩვეულებრივი რეზინის ბუშტი გაბერეთ.
თითოეული ვარჯიში, მინიმუმ, 20-ჯერ მაინც გაიმეორეთ!
იაპონური მასაჟი
აჯობებს, თუ ამ მასაჟს სხვადასხვა მკვებავი ზეთების გამოყენებით ჩაიტარებთ.
1. ორივე ხელის საჩვენებელი და შუა თითის გამოყენებით ტუჩ-ცხვირის ნაოჭები ჯერ ქვევიდან ზემოთ, შემდეგ კი პირიქითა მიმართულებით დაიმასაჟეთ;
2. შემდეგ გადაისვით თითები ცხვირის ხიდიდან ყვრიმალებისკენ;
3. ამის შემდეგ შეაერთეთ თითები (ცერა თითების გარდა) და სახის კონტურებზე გადაისვით (ჯერ ცხვირის ხიდიდან საფეთქლის მიმართულებით, შემდეგ ყვრიმალებისა და ყელისკენ);
4. ენის მოძრაობით ცხვირ-ტუჩის ნაოჭები პირის შიგნიდან დაიმასაჟეთ.
ასაკის საწინააღმდეგო კრემები
ნებისმიერი ბრენდის ასაკის საწინააღმდეგო კრემი აუცილებლად უნდა შეიცავდეს: ალბუმინს, არგანის ზეთს, კოლაგენს, ვიტამინებს, ჰიალურონის მჟავებსა და მის მარილებს.
ნიღაბი სახლის პირობებში
ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი შეგიძლიათ, საკმაოდ მარტივად მოამზადოთ. ამისთვის მხოლოდ 100 გრ. რძის შრატი და 1 ს.კ. ჟელატინი დაგჭირდებათ.
აურიეთ ერთმანეთში რძის შრატი და ჟელატინი და წყლის აბაზანაზე შეათბეთ მანამ, სანამ ჟელატინი სრულად არ გალღვება. შემდეგ ამ მასაში რამდენიმე წვეთი ჟოჟობას ზეთი ჩაამატეთ, აურიეთ, გააგრილეთ და წაისვით სახის პრობლემურ ადგილებზე. ნიღაბი სახიდან 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.
მეზოროლერი
მეზოროლერი მარტივი როლიკებიანი მოწყობილობაა, რომელზეც დამაგრებულია 200-მდე წვრილი პატარა ნემსი (ნემსების სიგრძე 1, 5 მმ-ია). ამ მოწყობილობით საჭიროა სახის კანის დამასაჟება. მართალია, მასაჟის პროცესი უსიამოვნოა, მაგრამ ის ხელს უწყობს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას (ამ პროცესს ნეოკოლაგენეზი ჰქვია) და შედეგად კანი ელასტიკური ხდება.
კოსმეტოლოგიური და სამედიცინო პროცედურები
ცხვირ-ტუჩის ნაოჭების საწინააღმდეგო არაერთი პროცედურა არსებობს, მათ შორის ყველაზე ეფექტურია:
1. ბიორევიტალიზაცია - ეს პროცედურა ითვალისწინებს ლაზერის ან ინექციის მეშვეობით, კანქვეშ ჰიალურონის მჟავას შეყვანას. რის შედეგადაც კანი მკვრივი და ელასტიკური ხდება;
2. ტრენდლიფტინგი - კოსმეტოლოგიური ოპერაცია, რომლის დროსაც ექიმს კანქვეშ სპეციალური ძაფები (მეზოძაფები) შეჰყავს. ეს ძაფები ჭიმავს კუნთებს და ამავდროულად ხელს უწყობს კოლაგენის გამოყოფას. რამდენიმე კვირის შემდეგ ძაფები იწოვება, ეფექტი კი დიდი ხნის განმავლობაში რჩება;
3. კონტურული პლასტიკა - რომელიც გულისხმობს სპეციალური შემავსებლის - ფილერის შეყვანას კანქვეშ, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს კანის დატენიანებას და ელასტიკურობას, ავსებს ნაოჭებს და ვიზუალურად აქრობს მათ. შედეგი საკმაოდ ხანგრძლივია და 1-დან 2 წლამდე გრძელდება.
პროფილაქტიკისთვის
ცხვირ-ტუჩის ნაოჭები რომ არ გაგიჩნდეთ საჭიროა:
1. დღის განმავლობაში მიიღოთ არანაკლებ 2 ლ. სუფთა წყალი;
2. მიირთვათ, რაც შეიძლება მეტი ბოსტნეული და ხილი (ბოსტნეული და ხილი მდიდარია ანტიოქსიდანტებით და კანს ტონუსს უნარჩუნებს);
3. გამოიყენოთ ალფა-ჰოდრომჟავას შემცველი სახის კრემები (ალფა-ჰოდრომჟავა უჯრედების რეგენერაციას უწყობს ხელს);
4. გამოიყენოთ ნატურალური ზეთები, რომლებიც კანს სიმკვრივესა და ტენიანობას უნარჩუნებს;
5. რეგულარულად გამოიყენოთ სახის ნიღბები (კვირაში 2-3-ჯერ მაინც).