იდეალური კანი ერთ თვეში „ნატურალეს“ ბუნებრივ კოსმეტიკურ კრემებთან ერთად

სილამაზე და ჯანმრთელობა

10 ნოემბერი 15:30, 2016 წელი
69

დღეს ქალებს კოსმეტიკური საშუალებების ფართო არჩევანი აქვთ, თუმცა უმრავლესობა ქიმიურ კომპონენტებზეა დამზადებული და, მიუხედავად სწრაფი კოსმეტიკური ეფექტისა, დროთა განმავლობაში კანის მდგომარეობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

თუ სინთეტიკური კოსმეტიკური კრემების შემადგენლობას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მისი საფუძველი პარაფინები და მინერალური ზეთებია. მინერალური ზეთი კი, რამდენად რომანტიკულადაც არ უნდა ჟღერდეს ეს სახელი, ნავთობპროდუქტის ნარჩენი გახლავთ და თავისი ბუნებით უცხოა ორგანიზმისთვის, ამიტომ მინერალური ზეთი კანის მიერ კი არ შეიწოვება, არამედ კანის ზედაპირზე გაუმტარ აპკს წარმოქმნის და ფორების ახშობს. შესაბამისად, კანი ვეღარ იღებს ჟანგბადს და ნაადრევად დაბერებას იწყებს.
სწორედ ამიტომ, ბოლო დროს ქალბატონები უპირატესობას ბუნებრივ საშუალებებზე დამზადებულ კოსმეტიკურ საშუალებებს ანიჭებენ.

ბუნებრივ კოსმეტიკურ კრემებს, მათ ქიმიურ (მათ  შორის ელიტარულ) ანალოგებთან შედრებით, მრავალი უპირატესობა აქვს.
პირველი და უმთავრესი უპირატესობა ის არის, რომ ბუნებრივი კოსმეტიკური კრემი შეიცავს მხოლოდ მცენარეული ზეთებს, რომლებიც, თავის მხრივ, მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით, მიკროელემენტებითა და ვიტამინებით (სწორედ მათი ნაკლებობა ხდება კანის ნაადრევი დაბერებისა და დაზიანების მიზეზი). ბუნებრივი კოსმეტიკის გამოყენების შემთხვევაში კანის უჯრედების აღდგენის პროცესი გაცილებით სწრაფად მიმდინარეობს. ბუნებრივი კრემები ებრძვის კანის ასაკობრივ ცვლილებებს, ხელს უშლის კანში ზეჟანგური ჟანგვის პროდუქტების დაგროვებას, ანიჭებს მას ელასტიკურობასა და სიმკვრივეს.

ნატურალე“ გთავაზობთ ინდივიდუალურად შერჩეულ ბუნებრივ კრემებს, რომლებიც 100%-ით ნატურალურ კომპონენტებზეა დამზადებული.



  • „ნატურალეს“ კოსმეტიკური კრემები შეიცავს 100%-ით ბუნებრივ კომპონენტებს: ძვირფას კოსმეტიკურ ზეთებსა და ეთერზეთებს; სამკურნალო მცენარეების ექსტრაქტებსა და ჰიდროლატებს,  ბუნებრივ აქტიურ დანამატებს!

  • გერმანული სტრატეგიების შესაბამისად შერჩეული კოსმეტიკური ზეთების კომბინაციებისა და აქტივების წყალობით, „ნატურალეს“ კრემი თქვენს კანს სიმკვრივესა და ელასტიკურობას დაუბრუნებს.

  • კრემები მზადდება ინდივიდუალურად, კანის ტიპის გათვალისწინებთ. ინტენსიურად ატენიანებს და  კვებავს  კანს, ამდიდრებს ვიტამინებითა და მიკროელემენტებით. ანიჭებს მას სიგლუვესა და ხავერდოვნებას!

  • კრემი არ ტოვებს კანზე ცხიმოვან აპკს, არ იწვევს კანის ფორების დახშობას. ფაქტობრივად, არ გააჩნია უკუჩვენება!

  • ეფექტურად ებრძვის კანის ნებისმიერ პრობლემას!


„ნატურალეს“ ხელნაკეთი ბუნებრივი კოსმეტიკა - ეს არა მარტო საკუთარი კანის ყველაზე სათუთი მოვლა, არამედ ესთეტიკური სიამოვნებაცაა. ყველა კომპონენტი, რომელიც შედის ხელნაკეთ კრემებში, ბუნებრივია. ამასთანავე, საჭირო კომპონენტების ინდივიდუალური შერჩევით მიიღწევა კანის მოვლის მაქსიმალური ეფექტი.
აჩუქეთ თქვენს კანს „ნატურალეს“ ბუნებრივი კრემები და დიდი ხნით შეუნარჩუნეთ მას ახალგაზრდობა და სილამაზე!


დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ „ნატურალეს“ ვებგვერდს
ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 555 505199.