ბრეკეტები - ლამაზი ღიმილის საიდუმლო!

სილამაზე და ჯანმრთელობა

24 ნოემბერი 22:00, 2016 წელი
138

დღეს თანამედროვე სტომატოლოგიისთვის შეუძლებელი თითქმის აღარაფერია. თუ თქვენი კბილების თანწყობა არასწორია, შეგიძლიათ, ეს ბრეკეტებით გამოასწოროთ. ბრეკეტებით მკურნალობის სპეციფიკის, ეფექტებისა და თავისებურებების შესახებ კლინიკა „ელიტის“ ექიმი ორთოდონტი - ხატია ლაკირბაია  გვესაუბრება.

სადამდე  შეიძლება მიგვიყვანოს კბილების არასწორმა თანწყობამ?
კბილების არასწორმა თანწყობამ შესაძლოა, გამოიწვიოს:
1. კარიესი - (კარიესი ჩნდება იმ ადგილებში, სადაც კბილი კბილზეა „გადადებული“);
2. კბილის ემალის ცვეთა;
3. პაროდონტოზი.
გარდა ამისა, კბილების არასწორი თანწყობის დროს, ზედა და ქვედა ყბა ერთმანეთს ბოლომდე არ ედება, რაც ხელს უშლის ღეჭვას და შესაბამისად, ჩნდება კუჭ-ნაწლავის პრობლემები.

რა სახის ბრეკეტები არსებობს?
ბრეკეტები ორი სახისაა: მეტალისა და გამჭვირვალე. მეტალის ბრეკეტები სხვადასხვა ზომისაა. მათი უპირატესობა მათივე ძალაშია. გამჭვირვალე ბრეკეტებს უფრო ესთეტიკური თვალსაზრისით იყენებენ.

რა ეფექტი აქვს ბრეკეტებით მკურნალობას და რას ისახავს მიზნად?
ბრეკეტებით მკურნალობა ითვალისწინებს ცალკეული კბილების გასწორებას, თანკბილვის აღდგენას, ესთეტიკური მხარეს მოწესრიგებას და სხვ. მოკლედ, ამ კითხვაზე პასუხის ჩამოყალიბება ასე შეგვიძლია: ესთეტიკა+ფუნქციურობა=ჯანმრთელობა.
აღსანიშნავია ისიც,  რომ  ბრეკეტ სისტემის ფიქსაცია ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი.



რამდენ ხანს გრძელდება მკურნალობა?
ბრეკეტებით მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ანომალიის სირთულეზე, მინიმალური ხანგრძლივობა არის ერთი წელი, მაქსიმუმ შესაძლოა, გაგრძელდეს 2 წლამდე.

აქვს თუ არა ბრეკეტებით მკურნალობას  უკუჩვენება?

სწორად დაგეგმილ ორთოდონტიულ მკურნალობას უკუჩვენება არ გააჩნია. პროცედურა პაციენტისთვის უმტკივნეულოა და მისი დასრულებისთანავე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. პროცედურა არ საჭიროებს ანესთეზიას.

რა ასაკიდან უნდა ვატაროთ ბავშვი ორთოდონტთან?
ორთოდონტთან ბავშვის მიყვანა აუცილებელია მაშინვე, როგორც კი მას პირველი მუდმივი კბილი ამოუვა. არ არის საჭირო, მაინცდამაინც ანომალიის ნიშნების გამოჩენას დაველოდოთ.
ადრეული მკურნალობის დროს გამოიყენება: ტრეინერები, ფირფიტები, კორექტორები და LM-აქტივატორები. იმ შემთხვევაში, თუ ბრეკეტებით მკურნალობას მაინც ვერ ავცდით, ზემოჩამოთვლილი სამკურნალო აპარატები მხოლოდ ხელს შეუწყობს და დააჩქარებს ბრეკეტებით მკურნალობას.
ასევე, ამ აპარატებით მკურნალობა ასტიმულირებს დაგვიანებული კბილების ამოსვლას, ასწორებს ყბა-კბილთა ანომალიებს, აწესრიგებს ყბა-კბილთა სისტემის ფუნქციურ დარღვევებს, აღადგენს სუნთქვის, ღეჭვისა და საუბრის ფუნქციას, ენის მდებარეობასა და არტიკულაციას. 


30 დეკემბრამდე კლინიკა „ელიტი“ გთავაზობთ განსაკუთრებულ ფასდაკლებას ბრეკეტ სისტემის ფიქსაციაზე. 
ამერიკული, მეტალის ბრეკეტები (ერთი ყბა)  700 ლარის ნაცვლად,  მხოლოდ 400 ლარად!



ტელ: 322 772 202, 568 915 226
დაგვიმეგობრდით Facebook-ზე  - Clinic Elite / კლინიკაელიტი