სახის მასაჟი „აპრიორისგან“ - ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პროცედურა 30 წელს გადაცილებულთათვის

სილამაზე/ჯანმრთელობა

22 ნოემბერი 20:00, 2016 წელი

ასაკობრივი ცვლილებები, დაახლოებით, 30-35 წლიდან იწყება და დაბერების პროცესის აღსაკვეთად ქალები ხშირად ყველაზე რადიკალურ ხერხებს მიმართავენ. ეს კი დიდი შეცდომაა და თუ რატომ, ამაში სილამაზის ცენტრ „აპრიორის“ ექიმი-კოსმეტოლოგი იულია კუტიშევა-ჭანტურიშვილი გაგვარკვევს.

როდიდან არის რეკომენდებული სახის მოვლის პროცესში ასაკის საწინააღმდეგო პროცედურების ჩართვა?
კანი ჰორმონდამოკიდებული ორგანოა. 35-40 წლამდე ჰორმონები, როგორც წესი, საკმარისი რაოდენობით გამოყოფა და ამ პერიოდში კანი შესანიშნავად პასუხობს ნებისმიერ კოსმეტიკურ პროცედურას. აქედან გამომდინარე, სწორი მოვლით (როგორც სახლის პირობებში, ისე სალონში) ამ ასაკში კანი უნაკლოდ გამოიყურება.
მართალია, 30 წელს ზემოთ სახის სალონურ მოვლაში ასაკის საწინააღმდეგო (ანტიეიჯ) პროცედურების ჩართვა სასურველია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება „მძიმე არტილერიის“ - ინექციების და სხვა სერიოზული აპატრატურული მეთოდების გამოყენება.
ამ ასაკში სჯობს, ჩავრთოთ მხოლოდ ისეთი ანტიეიჯ პროცედურები, რომლებიც არა მხოლოდ კანზე, არამედ სახის კუნთებზე, ყელზე, სისხლძარღვებზე და ლიმფურ კვანძებზეც ახდენს კომპლექსურ ზემოქმედებას.
ასეთ პროცედურებს მიეკუთვნება: ხელით მასაჟი, ან აპარატურული მასაჟი; მიკრო-ელექტრო თერაპია; სხვადასხვა ნიღბები და შრატები, როგორც სალონური, ისე სახლის პირობებში მოხმარებისთვის.
მხოლოდ ჩამოთვლილი პროცედურების შემდეგ შეგიძლიათ სახის მოვლის პროცესში ჩართოთ  „აგრესიული“ პროცედურები, როგორიც არის მაგალითად: ზედაპირული ქიმიური პილინგი. რაც შეეხება ლაზერულ გაახალგაზრდავებას, ინექციებს და სხვა სერიოზულ ჩარევებს, ეს ანტიეიჯ პროცედურების მხოლოდ ფინალური აკორდი უნდა იყოს.

რითია სასარგებლო სახის მასაჟი და  რა ასაკობრივი პრობლემების მოგვარება შეგვიძლია ამ პროცედურით?
სახის მასაჟი ახანგრძლივებს ახალგაზრდობას და რაც შეიძლება შორეულ მომავალში სწევს მეზოთერაპიის, ბოტოქსის და სხვა ძლიერმოქმედი საშუალებების გამოყენების საჭიროებას.
კარგად მომზადებული პროფესიონალი კოსმეტოლოგი, ფაქტობრივად, ამ პროცედურით ბიოლოგიურ საათს აჩერებს: სახის კანი ხდება გლუვი, ნაზი და მკვრივი.
ამას გარდა, სახის მასაჟი არის ძალიან სასიამოვნო პროცედურა, რომელიც გუნება-განწყობასაც ამაღლებს.
საბედნიეროდ, ჩვენს კუნთებს აქვს თვითგაახალგაზრდავების უნარი. ისიც ცნობილია, რომ როცა ადამიანი ვარჯიშობს, ნებისმიერ ასაკში შესანიშნავად გამოიყურება. ამ მხრივ გამონაკლისი არც სახის კუნთებია და მასაჟს შემთხვევით არ უწოდებენ პასიურ ვარჯიშს. სახის მასაჟის მეშვეობით სახის, ყელის და დეკოლტეს არეში დაძაბული და დაჭიმული კუნთების მოდუნება და შემდეგ მათი ტონუსში მოყვანაა შესაძლებელი. შედეგად, სახე იჭიმება, მკვრივდება და  მასზე მცირდება ღარები და ნაოჭები.

რა ასაკიდან შეგვიძლია სახის მასაჟის დაწყება?
სახის მასაჟის დაწყება რეკომენდებულია ნებისმიერ ასაკში, მაგრამ 25 წლამდე იგი  მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში უნდა გაკეთდეს. მაგალითად: თუ აღინიშნება სახის შეშუპება ან ნერვული დაძაბულობა.
25-30 წლის ასაკში მასაჟი შეგიძლიათ ჩაიტაროთ მხოლოდ კანის დაბერების პროფილაქტიკის მიზნით, ხანმოკლე კურსის სახით.
30 წლის ზემოთ კი სასურველია სახის მასაჟი სალონურ ანტიიეიჯ პროცედურებში რეგულარულად ჩართოთ.

რა სიხშირით უნდა გავიკეთოთ სახის მასაჟი?
სახის მასაჟის კურსი  შეგიძლიათ წელიწადში 2-ჯერ ჩაიტაროთ. ერთი კურსი შეადგენს 10-15 პროცედურას.
25-30 წლის ასაკში, თუ ასაკობრივი პრობლემები გამოხატული არ არის, საკმარისია ნახევარი კურსის, ანუ 5-7 პროცედურის ჩატარება. შედეგის შესანარჩუნებლად კარგი იქნება, კურსის დასრულების შემდეგ კოსმეტოლოგს ცალკეული სეანსებისათვის ხანდახან მივაკითხოთ.
40 წელს ზემოთ 10-15 პროცედურაზე ნაკლები არ კმარა, ხოლო თუ მაქსიმალური ეფექტის მიღწევა და შენარჩუნება გვინდა, აუცილებელია, რეგულარულად ჩავიტაროთ შემანარჩუნებელი სეანსები.

ეფექტის ხანგრძლივობა
აქაც უპრიანია მასაჟის ვარჯიშთან შედარება. ყველამ კარგად ვიცით, რომ თუ სხეულს 3-4 დღე გავავარჯიშებთ, ხოლო შემდეგ ვარჯიშს შევწყვეტთ, ეფექტი დიდხანს არ გასტანს. მაგრამ, თუ რეგულარულად ვივარჯიშებთ და ფორმაში ჩავდგებით, მაშინ ვარჯიშის შეწყვეტის შემდეგაც კი ეფექტი რამდენიმე თვის განმავლობაში შენარჩუნდება.
ასეა სახის მასაჟის შემთხვევაშიც - თუ მასაჟს ერთჯერადად ჩაიტარებთ, ეფექტი მხოლოდ 3-4 დღით შენარჩუნდება, ხოლო მყარი შედეგის მისაღწევად 10-15 პროცედურისგან შემდგარი კურსი დაგჭირდებათ. კურსის დამთავრების შემდეგ, ეფექტის შესანარჩუნებლად, მასაჟის სეანსების პერიოდულად ჩატარება ან რამდენიმე თვის შემდეგ კურსის განმეორებაა საჭირო.


როგორ შევარჩიოთ სახის მასაჟი?
სახის მასაჟის სხვადასხვა ტექნიკა არსებობს, თუმცა აუცილებელია, განისაზღვროს, კონკრეტული შემთხვევის დროს რომელი მასაჟი გამოდგება. მასაჟის ტექნიკა აუცილებლად უნდა შეარჩიოს კოსმეტოლოგმა, ინდივიდუალურად, კანის მდგომარეობიდან გამომდინარე.

სილამაზის ცენტრი „აპრიორი“ გთავაზობთ შემდეგი სახის მასაჟს:

სახის მასაჟი ჟაკეს მეთოდით

აღნიშნული მეთოდი მიმართულია: სახის კანის ნივთიერებათა ცვლის სტიმულაციისათვის და კანის რეგენერაციისთვის.

პლასტიკური სახის მასაჟი
პლასტიკური მასაჟი ნაჩვენებია მოშვებული და აქერცლილი სახისა და ყელის კანისთვის, მკვეთრად გამოხატული კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის დროს. კუნთების ტონუსის ასამაღლებლად, კანის გასამკვრივებლად, შეშუპების მოსახსნელად, მიმიკური ნაოჭებისა და ტუჩ-ცხვირის ნაოჭების გასასწორებლად.

სახის მასაჟი „Digi Esthetique“
ეს მეთოდი აერთიანებს აღმოსავლური და დასავლური მასაჟის საუკეთესო ელემენტებს. მოცემულ ტექნიკაში გამოიყენება წერტილოვანი, ლიმფომადრენაჟებელი და ლიფტინგ მასაჟები.
პროცედურა მიმართულია: სახის კონტურის გასაუმჯობესებლად, კანის დეტოქსიკაციისთვის, შეშუპების მოსახსნელად, დაძაბულობის მოსახსნელად და რელაქსაციისთვის.

სახის მასაჟი „Gym“
ეს გახლავთ პლასტიკური ქირურგიის  საუკეთესო ალტერნატივა. პროცედურა მიმართულია: სახის კუნთების გასაძლიერებლად და კუნთების ატროფიის პროცესის შესაჩერებლად, კანის ელასტიკურობის ასამაღლებლად, წვრილ-წვრილი ნაოჭების გასასწორებლად, სახის ოვალის კორექციისთვის.

სახის ესპანური სპა-მასაჟი „ ხირომასაჟი“- ნირვანა გამაახალგაზრდავებელი ეფექტით
ხირომასაჟი განსაკუთრებული პრუცედურაა, რომელიც კლასიკური და აღმოსავლური მასაჟის, ხიროპრაქტიკისა და კინეზიოლოგიის სხვადასხვა ხერხებს აერთიანებს.
ხირომასაჟი  ნაჩვენებია სახისთვის ყელისთვის და დეკოლტეს ზონისთვის.
იგი ღრმად მოქმედებს ნერვულ-კუნთოვან აპარატზე, აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და ხსნის მთელი ორგანიზმის ფრიქოემოციურ სტრესს.
პროცედურა მიმართულია: არაქირურგიული გზით კანის დაჭიმვისთვის, სახის ოვალის კორექციისთვის, კანისა და კუნთების ტონუსის ასამაღლებლად, კანის ელასტიკურობის ასამაღლებლად, კანის გამოსკვებად და ჟანგბადით გასამდიდრებლად, ტოქსინების გამოსადევნად, კუპეროზის პროფილაქტიკისთვის, რელაქსაციისთვის, დეპრესიისგან გასათავისუფლებლად.

სახის მასაჟის უკუჩვენებები
სახის მასაჟის უკუჩვენებებია: მაღალი ტემპერატურა, გრიპი, სხვადასხვა ტიპის გამონაყარი კანზე - გამწვავებული აკნე, ჰერპესი, ალერგიული რექაციები და სხვ. კანის ნებისმიერი დაზიანება - ჭრილობები, ნაკაწრები და სხვ.
ასეთ შემთხვევაში საჭიროა, დაელოდოთ, როდის ჩაცხრება ეს მდგომარეობა.
უკუჩვენებებს მიეკუთვნება ასევე: გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთი დაავადება, ონკოლოგიური დაავადებები.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?