ცირკონის დიოქსიდი - მომხიბვლელი ღიმილის გარანტია!

სილამაზე/ჯანმრთელობა

22 დეკემბერი 22:00, 2016 წელი

სტომატოლოგიაში სხვადასხვა მასალას იყენებენ - კერამიკას, კომპოზიტს, ცირკონიუმის ოქსიდს, მეტალს. იმისთვის, რომ პაციენტმა სწორი არჩევანი გააკეთოს, აუცილებელია, ზუსტ და სწორ ინფორმაციას ფლობდეს თითოეული მასალის შესახებ. 


ცირკონიუმის დიოქსიდის, ანუ ცირკონის შესახებ ლინიკა „ელიტის“ ექიმი ორთოპედი ქეთი ვეზდენი ისაუბრებს.



რა
არის ცირკონი?
ცირკონიუმის დიოქსიდი, იგივე ცირკონი მაღალი ხარისხის, მტკიცე, ცვეთმედეგი, გამძლე, მეტალისგან თავისუფალი და იდეალურად ბიოთავსებადი კრისტალური შენაერთია, რომელიც კარგად ადაპტირდება პირის ღრუს ქსოვილებთან.
ზემოაღნიშნული თვისებებიდან გამომდინარე, ცირკონი დიდი წარმატებით გამოიყენება თანამედროვე სტომატოლოგიურ ინდუსტრიაში, ყველა სახის მოუხსნელი კონსტრუქციის დასამზადებლად.
სხვათა შორის, ცირკონი გამოიყენება არა მხოლოდ სტომატოლოგიაში, არამედ ზოგადად მედიცინაში.

რა არის ცირკონის უპირატესობები?
ცირკონის დიოქსიდზე დამზადებული გვირგვინების ძირითადი პლუსებია:



  • ბიოშეთავსება;

  • არაალერგიულობა;

  • მაღალი ესთეტიკურობა.


ცირკონს ახასიათებს სინათლის სხივის გატარების უნარი, რაც მას იდეალურ ესთეტიკურ ეფექტს აძლევს. ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის, ვინაიდან ცირკონის ბაზისზე დამზადებული სამუშაოების ბუნებრივი კბილისგან გარჩევა ძალიან რთულია.
სწორედ ეს არის მაღალი ხარისხის მაჩვენებელი, რის გამოც გახდა ასეთი მნიშვნელოვანი ცირკონის მასალის გამოყენება სტომატოლოგიაში.


რა განსხვავებაა ცირკონსა და მეტალო კერამიკას შორის?
როდესაც  ვადარებთ ცირკონო კერამიკას და მეტალო კერამიკას, სწორედ სინათლის გატარების უნარი წარმოადგენს ცირკონის დიდ უპირატესობას. მეტალს ამის უნარი არ აქვს და გვირგვინს შედარებით უსიცოცხლო ვიზუალი აქვს. გარდა ამისა, მეტალი ცირკონზე ბევრად ნაკლებად ბიოშეთავსებადია, რაც გვაძლევს ე.წ. შავ რკალს კბილღრძილოვან საზღვარზე, ეს კი ძალიან დიდ ესთეტიკურ დისკომფორტს ქმნის.
გარდა ამისა, სიმტკიცე და გამძლეობა ცირკონს მეტალო კერამიკაზე ბევრად მაღალი აქვს.

რა შემთხვევაშია რეკომენდებული ცირკონის გამოყენება?
ცირკონი გამოიყენება ერთეული გვირგვინების, ხიდისებრი კონსტრუქციებისა და ვინირების დასამზადებლად, ასევე იმპლანტებზე პროთეზირებისას.


როგორ ხდება ცირკონის გვირგვინების მოდელირება?
ცირკონის გვირგვინები მოდელირდება და იჩარხება აპარატის მიერ ქარხნულად დამზადებული ცირკონის ბლოკებისგან, მიღებული მოდელირებული გვირგვინები და ხიდები შემდეგ იფუთება ფაიფურის მასით. როგორც მოგახსენეთ, ცირკონის ბაზაზე შესაძლებელია როგორც ერთეული გვირგვინების, ასევე  ხიდების დამზადება.



რა მომსახურებას სთავაზობს კლინიკა „ელიტი“ პაციენტებს?
კლინიკა „ელიტი“ უკვე 14 წელია, პაციენტებს თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილ მომსახურებას სთავაზობს.
ცირკონისგან დამზადებული გვირგვინები, ხიდები სწორედ თანამედროვე ევროპული სტანდარტებით გამოირჩევა.
გარანტირებული მაღალი ესთეტიკური შედეგი (კბილის ქსოვილებს მინიმალური დანაკარგით) და ბედნიერი, ჯანსაღი ღიმილი - ეს ხარისხის მაჩვენებელია, რასაც ჩვენი პაციენტები საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად იღებენ.
ბედნიერება იწყება ღიმილით და ჩვენ დიდი სიამოვნებით ვიზრუნებთ თქვენს  ბედნიერებაზე, თბილ და მეგობრულ გარემოში, სადაც პაციენტის კომფორტისთვის ყველა პირობაა შექმნილი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?