ცხიმიანი და პრობლემური კანის მოვლა

სილამაზე/ჯანმრთელობა

8 ნოემბერი 12:00, 2016 წელი

არსებობს ასეთი ცნება - პრობლემური კანი, რომელსაც, თუ სწორად არ მოუვლით, „პრობლემები“ მართლაც მთელი ცხოვრება არ მოგაკლდებათ. კლინიკა „ელიტის“ ესთეტიკური კოსმეტიკის განყოფილების გამოცდილი კოსმეტოლოგი კარინა კუბიაშვილი განგვიმარტავს, რა იგულისხმება პრობლემურ კანში და რა ეტაპებს მოიცავს ასეთი კანის მოვლა?

არსებობს კანის ოთხი ძირითადი ტიპი: ნორმალური, მშრალი, კომბინირებული და ცხიმიანი. თითოეულ ტიპს თავისი მახასიათებლები აქვს და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მოვლა ესაჭიროება. 

რა
იგულისხმება პრობლემურ კანში?
პრობლემურ კანში, ძირითადად, ცხიმიანი კანი იგულისხმება, რადგან ასეთი კანი მეტად მიდრეკილია კომედონების და აკნეს განვითარებისკენ.


სახის კანის ჭარბი ცხიმიანობის მიზეზები
სახის კანის ჭარბი ცხიმიანობის ძირითადი მიზეზებია:
1. ცხიმოვანი ჯირკვლების ჭარბი აქტიურობა;
2. ჰორმონალური დისბალანსი, განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში;
3. კუჭ-ნაწლავის პათოლოგიები;
4. ენდოკრინული ცვლილებები;
5. სტრესი.

რას ითვალისწინებს ცხიმიანი კანის მოვლა?
ცხიმიანი კანის მოვლა ითვალისწინებს:
1. კანის გასუფთავებას;
2. ჰიპერკერატოზის მოცილებას (ექსფოლიაციას);
3. დატენიანებას;
4. VF ფილტრებისგან დაცვას;
5. სახის ცხიმის აბსორბაციას.
კანის გასუფთავება უნდა მოხდეს ფრთხილად და დელიკატურად, როგორი ცხიმიანი და უხეში კანიც არ უნდა იყოს. დასაბანი საშუალებებია: სპეციალური საპონი (ნეიტრალური PH), გელები, ემულსიები, ქაფები და სხვა.
წყალი აუცილებლად უნდა იყოს ნელთბილი და არა ცხელი, რადგან ცხელი შხაპი უფრო მეტად ააქტიურებს ცხიმოვან ჯირკვლებს, რის შედეგადაც უფრო მეტი ცხიმის გამოყოფა (სეკრეცია) ხდება. სახის დაბანა სასურველია დღეში 1-2-ჯერ. ხშირი დაბანა და პილინგი აქვეითებს კანის ბარიერულ ფუნქციებს, ირღვევა ლიპიდური შრე, რის შედეგადაც კანი უფრო მგრძნობიარე და დაუცველი ხდება.
კვირაში 1-ჯერ ან 2-ჯერ სასურველია, გაკეთდეს ექსფოლაცია (სკრაბირება), მხოლოდ ეს უნდა გააკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ კანზე ანთებითი პროცესი არ აღინიშნება.
დაბანის შემდეგ აუცილებელია კანის დატენიანება, ვინაიდან ცხიმიანი კანი ხშირ შემთხვევაში გადამეტებული დაბანითა და ცხიმიანობის მოცილების სხვა მცდელობებში, გაუწყლოვანებას განიცდის. დატენიანება უნდა მოხდეს შესაბამისი დერმატოლოგიური ხაზების კოსმეტიკით, საცხის ან გელის სახით.
იმ შემთხვევაში, თუ დეკორატიულ-დამფარავ კოსმეტიკას ხმარობთ, პროცედურა აუცილებლად არაკომედოგენური დეკორატიული-დამფარავი კოსმეტიკით (ასეთი კოსმეტიკა ფორებს არ ახშობს) უნდა დაასრულოთ. საღამოს, ძილის წინ აუცილებელია კოსმეტიკის ჩამობანა, ზემოაღნიშნული დასაბანი საშუალებებით.
ასევე, აუცილებელია ცხიმიანი კანის მფლობელებისთვის VF ფილტრებისგან დაცვა. მცდარი ცნებაა, თითქოს ზაფხულში, რუჯის დროს, გამონაყარი და ცხიმიანობა მცირდება. ეს დროებითი ეფექტია, სინამდვილეში პრობლემა მაინც რჩება და ემატება სხვა პრობლემებიც, როგორიცაა: ჰიპერპიგმენტიზაცია, კანის ნაადრევი დაბერება, გაუწყლოვანება. მზის დამცავი საშუალებებიდან სასურველია, გამოვიყენოთ სპეციალური ემულსიები და მსუბუქი საცხები. რაც უფრო ღია ფერისაა კანი, მით უფრო მაღალი SPF უნდა იყოს.
თუ ცხიმიან კანზე არის გამონაყარი, ნუ შეეცდებით, თვითონ გაუმკლავდეთ ამას, რადგან ეს უფრო გაართულებს მდგომარეობას და შესაძლოა, მოხდეს ადგილობრივად ინფექციის „შეტანა“. ამიტომ მიმართეთ გამოცდილ კოსმეტოლოგს, რომელიც პრობლემური კანის გასუფთავებასა და მკურნალობაში დაგეხმარებათ. თუმცა პაციენტებმა, რომლებსაც გამონაყარისკენ აქვთ მიდრეკილება, უნდა იცოდნენ, რომ აკნესა და სებორეისგან სრულად განკურნება შეუძლებელია, მაგრამ, თუ თქვენი კანი მუდმივად იქნება კონტროლქვეშ, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, ცხიმიანი კანი გაცილებით მოვლილად და მიმზიდველად გამოიყურებოდეს. თანაც სწორი მოვლის პირობებში, ცხიმიან კანს გარკვეული უპირატესობაც კი აქვს, მაგალითად: სხვა ტიპის კანთან შედარებით ის გაცილებით გვიან ბერდება და ნაოჭდება.
ცხიმიანი კანის მოვლისა და მკურნალობის დროს, საჭიროა, გამოვიყენოთ კოსმეტიკური საშუალებები პათოგენეტიკური თვისებებით. ამას ინდივიდუალურად კოსმეტოლოგი შეგირჩევთ. ესენია:
1. სებორეგულატორები;
2. აბსორბენტები;
3. კერატოლითიკური პრეპარატები;
4. ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები;
5. ანტიბაქტერიული პრეპარატები.

რამდენიმე ხშირი შეცდომა კანის მოვლის დროს
1. ნებისყოფის უქონლობა აკნესთან ბრძოლის დროს, ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია;
2. თანმიმდევრობის უარყოფა კანის მოვლის პროცესში;
3. გადაჭარბებული კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება;
4. ხშირი დაბანა და სკრაბების გამოყენება;
5. არასათანადო კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება;
6. გამონაყარის თვითნებური გასუფთავება;
7. კოსმეტოლოგთან ვიზიტის სისტემატური გადადება.

დაბოლოს, ცხიმიანი კანი გადაუჭრელი პრობლემა არ არის, მთავარია, მას სწორად მოუაროთ, ხოლო პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში, პროცესში პროფესიონალი კოსმეტოლოგები ჩართოთ!


კლინიკა „ელიტი“ გთავაზობთ ფასდაკლებას კოსმეტოლოგიურ პროცედურებზე:

1. 70%-იან ფასდაკლება სახის მოვლის შემდეგ კომპლექსურ პროცედურებზე:
უინექციო მეზოთერაპიის კურსი;
RF ლიფტინგის პროცედურის კურსი (ოქროს ნიღბით);
მიკროდერმაბრაზია.

2. დანარჩენ ყველა კოსმეტოლოგიურ პროცედურაზე მოქმედებს 20% ფასდაკლება!
+ საჩუქარად RF ლიფტინგი ოქროს ნიღბით!


კლინიკა „ელიტი“ გისურვებთ სილამაზესა და ჯანმრთელობას!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?