ვინირება - კბილების ესთეტიკური რესტავრაციის ყველაზე სრულყოფილი მეთოდი

სილამაზე/ჯანმრთელობა

1 ნოემბერი 12:00, 2016 წელი

კბილის რესტავრაციის სხვადასხვა მეთოდი არსებობს, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და სრულყოფილია ვინირება. როდის უნდა მივმართოთ ვინირებას, რა ღირსებები აქვს ვინირს და როგორი მოვლა სჭირდება ვინირებულ კბილს? ამ საკითხებზე, კლინიკა „ელიტის“ მთავარი ექიმი, მედიცინის დოქტორი ზურაბ გერსამია გვესაუბრება:

რას ითვალისწინებს კბილის რესტავრაცია?
კბილის რესტავრაცია ეს არის კბილის აღდგენა, მიმართული მისი ფუნქციონალური და ესთეტიკური პარამეტრების დაბრუნებაზე. კბილის რესტავრაცია გულისხმობს ღონისძიებების კომპლექსს, რომელიც მიმართულია კბილების ესთეტიკური და ფუნქციონალური გაუმჯობესებისკენ, მათი მდგომარეობისა და ვიზუალის თანდაყოლილი ან შეძენილი დაზიანებების კორექციისკენ. არსებობს კბილის რესტავრაციის მთელი რიგი მეთოდები, მათ შორის ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ და მცირეინვაზიურ მეთოდს წარმოადგენს ვინირება. აღნიშნული მეთოდი ესთეტიკურ სტომატოლოგიაში ყველაზე ხშირად გამოიყენება.


რა არის ვინირი და რა უპირატესობა აქვს მას?
ვინირი თხელი ფირფიტაა, რომელიც ცვლის კბილის ზედაპირულ ფენას და გვაძლევს საშუალებას, დავაკორექტიროთ მისი ფორმა და ფერი. ვინირები გვეხმარება: კბილების ემალის დეფექტების აღდგენაში, როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი ფლუოროზული ლაქების კორექტირებაში, გაცვეთილი კბილის  ზედაპირის აღდგენაში და ა.შ. ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა პაციენტი მიმართავს ექიმს ჯანმრთელი კბილებით იმის გამო, რომ არ მოსწონს მათი ფორმა და ფერი. ასეთ შემთხვევებში მიზანშეწონილია ვინირების გამოყენება, როგორც ყველაზე მაღალინვაზიური რესტავრაციული მეთოდისა.


პირველად ვინირების დამზადება კალიფორნიაში დაიწყო. ექიმმა Charles Pincus-მა დაამზადა კერამიკული ფირფიტები, რომლებიც დროებით მაგრდებოდა კბილებზე ჰოლივუდის მსახიობებისთვის. ყველაზე ხშირად ვინირებს იყენებდნენ გადაღებების დროს, სადაც საჭირო იყო ახლოდან გადაღებული კადრები. ფირფიტები იყო დროებითი და გადაღებების შემდგომ მათ იხსნიდნენ.


როგორ მზადდება ვინირი?
ვინირი არ შეიცავს ლითონს. მისი დამზადების ტექნოლოგიები საკმაოდ შეიცვალა. ის შეიძლება დამზადდეს კომპოზიტური მასალისგან, კერამიკისგან ან ცირკონისგან.


ვინირის დამზადების ორი მეთოდი არსებობს: 
1. პირდაპირი მეთოდი, როდესაც ვინირის დამზადება ხდება სპეციალური კომპოზიტური მასალისგან, უშუალოდ პაციენტის პირის ღრუში. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ბოლო თაობის მასალა, რომელიც იდეალურად იმეორებს ბუნებრივი კბილის თვისებებს.
2. არაპირდაპირი მეთოდი, როდესაც ვინირების დამზადება ხდება ლაბორატორიაში ან ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, პაციენტის სავარძელთან. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ინტრორალური სკანერი და ხდება კომპიუტერული მოდელირება. სპეციალური მასალისგან ხდება ვინირის ფრეზირება, რის შემდეგაც ის მაგრდება კბილზე.


როდის უნდა მივმართოთ ვინირებას?
ყველაზე ხშირად პაციენტები მიმართავენ ვინირებას იმ შემთხვევაში, როდესაც არ მოსწონთ ბუნებრივი კბილების ფერი ან ფორმა. მაგრამ ესთეტიკური მიზეზის გარდა, ვინირება მიზანშეწონილია პირის ღრუში მიმდინარე მრავალი პათოლოგიური პროცესის დროსაც, მაგალითად: კბილის ქსოვილის ფართო კარიოზული დაზიანების; ძველი რესტავრაციების არადამაკმაყოფილებელი ესთეტიკურობის; კბილის ემალის დაზიანების, კბილების ცვეთის და სხვა შემთხვევაში.



როგორ მოვლას მოითხოვს და რამდენ ხანს ძლებს ვინირებული კბილი?
ტექნოლოგიები საკმაოდ გაუმჯობესდა და გვაძლევს საშუალებას, დავამზადოთ ძალიან თხელი და ესთეტიკური ვინირები, რომლებიც სპეციალური ადჰეზიური სისტემების საშუალებით მაგრდება კბილზე.
ვინირის დიდი პლუსია ის, რომ ბჟენით გაკეთებული რესტავრაციებისგან განსხვავებით, მასზე ტემპერატურული ცვლილებები არ მოქმედებს. ვინირი არ იცვლის არც ფერს და არც ფორმას. საკმარისია, დაიცვათ ჩვეულებრივი, ყოველდღიური ჰიგიენა, წელიწადში ორჯერ მიმართოთ ექიმს, საჭიროების შემთხვევაში ჩაიტაროთ პროფესიონალური წმენდა. თუ პაციენტი ამ რეკომენდაციებს შეასრულებს, თანამედროვე სტანდარტებით გაკეთებული ვინირი ათ წელზე მეტხანს ძლებს.


რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე სტანდარტებით შესრულებული რესტავრაცია?
თანამედროვე სტანდარტებით შესრულებული რესტავრაციის დროს მნიშვნელოვანია, მოხდეს კბილის ჯანსაღი ქსოვილის მაქსიმალური შენარჩუნება. ასევე, თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ვინირების დამზადება და თანამედროვე (ადჰეზიური) სისტემების გამოყენება, რაც უზრუნველყოფს ვინირის მუშაობას ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე და იცავს ბუნებრივ  კბილს განადგურებისგან.
რაც მთავარია, რესტავრაცია უნდა ჩაატაროს გამოცდილმა და კვალიფიციურმა  ექიმმა, რაც თავისთავად არის იმის გარანტია, რომ რესტავრაცია უმაღლეს დონეზე ჩატარდება.


რა არის კლინიკა „ელიტის“ უპირატესობები?
ესთეტიკური სტომატოლოგიის ცენტრი „ელიტი“, რომელიც 2003 წელს შეიქმნა, უახლესი ტექნოლოგიებითა და მომხმარებლის კომფორტზე ზრუნვით გამოირჩევა. ამ ხნის განმავლობაში დამსახურებულად მოიპოვა პაციენტებში კარგი რეპუტაცია და ნდობა.


2012 წელს კლინიკა „ელიტს“ მიენიჭა ISO-ს საერთაშორისო სერტიფიკატი, რაც თავისთავად ნიშნავს მაღალკვალიფიციურ მკურნალობას და სტომატოლოგიური ინსტრუმენტების სტერილიზაციას ევროპული სტანდარტების მიხედვით.


სულ ახლახან კლინიკა ახალ შენობაში გადავიდა, რომელიც კლინიკის საკუთრებაა. შენობა აშენებულია მაღალი ტექნოლოგიებისა და სტანდარტების შესაბამისად. იგი შეიცავს რამდენიმე განყოფილებას:



  • რესტავრაციის განყოფილება;

  • ბავშვთა სტომატოლოგიის განყოფილება;

  • იმპლანტოლოგიის განყოფილება;

  • კოსმეტოლოგიური განყოფილება.


კლინიკა „ელიტი“ თავის პაციენტებს სთავაზობს მაღალკვალიფიციური სტომატოლოგიური მომსახურების სრულ სპექტრს, მათ შორის, რა თქმა უნდა  - კერამიკულ ვინირებს, ცირკონოკერამიკას. გარდა ამისა კლინიკა „ელიტში“ შეგიძლიათ, ჩაიტაროთ შემდეგი სახის მკურნალობა:



  • პირის ღრუს კომპლექსური რეაბილიტაცია.

  • იმპლანტოლოგია - ჩვენს კლინიკაში გამოიყენება სხვადასხვა სისტემის იმპლანტები, თითოეული მათგანი ორიენტირებულია ძვალთან შეხორცების მაღალ ხარისხზე;

  • პროთეზირების ყველა სახეობა: ფუნქციონალური პროთეზირება და ესთეტიკური პროთეზირება;

  • პაროდონტოლოგია: ღრძილების მკურნალობა თანამედროვე, მოწინავე მეთოდებითა და ტექნოლოგიებით - ლაზერით მკურნალობა, ვექტორის სისტემით და ოზონით მკურნალობა;

  • კბილების მკურნალობა, რომელიც მოიცავს თანამედროვე ენდოდონტიურ მკურნალობას და დაშლილი კბილების აღდგენას ბოლო თაობის ნანოკომპოზიტური სხივგამყარებადი მასალებისა და მინაბოჭკოვანი ტექნიკის გამოყენებით.


ყველა მეთოდი და ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენება კლინიკა „ელიტში“ აკმაყოფილებს ხარისხის ევროპულ სტანდარტებს.


როგორც კლინიკა „ელიტის“ ხელმძღვანელი, მოხარული ვარ, რომ ჩემ გვერდით მუშაობს პროფესიონალთა ჯგუფი, რომლებსაც ახასიათებთ არა მხოლოდ პროფესიონალიზმი ამ სფეროში, არამედ უამრავი დადებითი პიროვნული თვისება და ურთიერთგაგების მაღალი დონე.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?