400 სასცენო კაბასთან ერთად შენახული სიყვარული და ეთერ კაკულიას უკანასკნელი ოცნება

სიყვარულის ისტორიები

4 ივლისი 20:00, 2015 წელი

საქართველოს დამსახურებული არტისტი, საყვარელი მომღერალი, გამორჩეული იუმორით და სიცოცხლეზე უზომოდ შეყვარებული. ეთერ კაკულია არასდროს საუბრობდა პირად ცხოვრებაზე. პირველ ქმართან დაშორების შემდეგ ოჯახი აღარ შეუქმნია, მთელი ცხოვრება თავის ერთადერთ შვილს მიუძღვნა.

სიმსივნის დიაგნოზი 2014 წელს დაუსვეს.
სამკურნალოდ ისრაელში იმყოფებოდა, მაგრამ მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ექიმებმა მკურნალობა შეწყვიტეს.


ეთერ კაკულია 35 წლის ასაკში გათხოვდა. მისი მეუღლე იყო რეზო ვაჩიბერიძე. 
მიზეზთა გამო, ოჯახმა არჩევანი არ მოუწონა, მაგრამ სიყვარული და ერთად ყოფნის სურვილი ყველა დაბრკოლებაზე ძლიერი აღმოჩნდა.
„ძალიან შევუყვარდი და მეც შემიყვარდა. ნამდვილად ძალიან კარგი კაცი იყო, მაგრამ ვერ გავუძელით ერთმანეთს. სულ გასტროლებზე ვიყავი და გადადგა კაცი ჭკუიდან. იმდენად ვუყვარდი, ჩემს სადღეგრძელოს რომ დალევდა, ტიროდა. ბევრი ლამაზი დღე გვქონდა,“ - იხსენებდა მომღერალი თავის ერთ-ერთ ინტერვიუში.
მეუღლესთან დაშორების შემდეგ აღარ გათხოვილა და მთელი ცხოვრება თავის ერთადერთ შვილს მიუძღვნა.
ქალი, რომელიც ბევრ შვილზე ოცნებობდა, ფანატიკურად იყო შეყვარებული თავის ალეკოზე.
შვილიშვილის დაბადების შემდეგ კი მისთვის ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო.
„ძალიან მიხარია ნუუუუ... დიდი ბედნიერება ყოფილა შვილიშვილი, - ამბობდა.
როგორი იყო ადამიანი, რომელმაც შეძლო ყველა ასაკის  თუ მუსიკალური გემოვნების მსმენელისთვის შეეყვარებინა თავი, რატომ არ საუბრობდა პირად ცხოვრებაზე, რა უხაროდა და  სწყინდა, რას ნანობდა და რაზე ოცნებობდა და ბოლოს, როგორი დედამთილი იყო?
„funtime“-ს ეთერ კაკულიას რძალი ნინო მელაშვილი ესაუბრა:

- იმდენად ძლიერი ადამიანი იყო, რომ თავის პირადზე არასოდეს ლაპარაკობდა.
არასოდეს უთქვამს, რომ მეუღლის გარეშე დარჩენას ნანობდა ან უჭირდა.
მხოლოდ ის ვიცი, რომ მეუღლე მის გასტროლებს ვერ ეგუებოდა. ეთერმა კი, საყვარელი ადამიანის თხოვნის მიუხედავად, საყვარელი საქმე ვერ დათმო და სასიმღერო კარიერა გააგრძელა.
მხოლოდ იმას ამბობდა, რომ შვილის გამო ოჯახი მეორედ აღარ შექმნა და მთელი ცხოვრება ალეკოს მიუძღვნა. ერთხელ ტაძარში აღსარებაზე იყო. აღსარებაზე საუბარი არ შეიძლება, მაგრამ გაოგნებული დავრჩი, როცა აღსარებაზეც დაადასტურა, რომ თავისი ცხოვრება შვილს, სიმღერას და ქართველ ხალხს მიუძღვნა.
ამდენად, ცხოვრების თანამგზავრის გარეშე დარჩენა არასოდეს უნანია, მხოლოდ იმაზე სწყდებოდა გული, რომ ბევრი შვილი არ ჰყავდა. ალეკო ეცოდებოდა, მარტო რომ  იზრდებოდა. ერთი შვილის ყოლა დანაშაულიაო, სულ ამბობდა. მერე გაჩნდა მარიამი, რომელზეც ეთერი ფანატიკურად იყო შეყვარებული - ასეთი ბებია არ მინახავს.
მე პირველი ქორწინებიდან უფროსი ქალიშვილი მყავს და დედაჩემიც ბებიაა, მაგრამ ეთერის მსგავსი ბებია მართლა არ მინახავს. შეეძლო, საათობით მჯდარიყო მძინარე მარიამის ლოგინთან და ეყურებინა.


- როგორი დედამთილი იყო?
- ჩემთვის ეთერი დედამთილი არ ყოფილა. როგორც თქვენთვის იყო მხიარული, სიცოცხლითა და იუმორით სავსე ადამიანი, ზუსტად ასეთივე იყო ჩვენთვისაც. ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვინც საზოგადოებაში სხვანაირია და ოჯახში სხვანაირი, მაგრამ ეთერი ყველგან და ყველასთან ერთნაირი იყო. სულ ღიღინებდა, მღეროდა, თუ ცუდ ხასიათზე იყავი, აუცილებლად მოიგონებდა ისეთ რაღაცას, რომ გაემხიარულებინე.


- თქვენ პირველი შეხვედრას თუ გაიხსენებთ? როგორ მიიღო ცნობილმა მომღერალმა თავისი ერთადერთი შვილის მეუღლე?
- საერთოდ, სიყვარულით სავსე ადამიანი იყო და ეს ყველაფერში ჩანდა.
რა თქმა უნდა, შინაგანად განიცდი, როცა ახალ ოჯახში შედიხარ, მაგრამ  თავისი უშუალობით ყველაფერი შემიმსუბუქა. როგორც გითხარით, პირველი ქორწინებიდან მყავს რვა წლის ქალიშვილი. როცა ეთერის რძალი გავხდი, ანანო ოთხი წლის იყო და ყველა ერთად ვცხოვრობდით. მაშინ მარიამი ჯერ არ მყავდა. ნამდვილად არ არის მარტივი სიტუაცია და ბევრს არ ვიცნობ, ვინც დედამთილთან წინა ქორწინებიდან დარჩენილი შვილით ცხოვრობს, მაგრამ ეთერს ჩემს შვილთან ისეთი ურთიერთობა ჰქონდა, რომ გაოგნებული ვიყავი. ერთად შედიოდნენ ოთახში, სადაც დიდი ტახტი დგას და ალბათ ოთხასამდე საკონცერტო კაბა ინახება. ამოიღებდნენ ხოლმე ამ ოთხასივე კაბას. სათითაოდ მოარგებდა ჩემს შვილს და „პოდიუმზე“ ატარებდა. მერე, როცა დაიღლებოდნენ, ყველა კაბას ერთ დიდ გროვად დაყრიდნენ და ერთად ვალაგებდით. წარმოიდგინეთ, ასე მეორდებოდა ყოველდღე და ამის გაკეთება არ ეზარებოდა. ანანოსთანაც კი ანანოსხელა ხდებოდა და პატარა ბავშვივით თამაშობდა. ჩემს შვილსაც ძალიან უყვარდა. ბოლოს ცუდად რომ იყო, ვითომ ნემსებს უკეთებდა. ხშირად შემიმჩნევია, რომ ეთერს მის მიმართ გამოვლენილი სითბო და სიყვარული ცრემლებს გვრიდა.


-  ცნობილია, რომ საოცრად შეყვარებული დედა იყო და შვილთან საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდა.
- ნამდვილად ფანატიკურად უყვარდათ ერთმანეთი და სამაგალითო ურთიერთობა ჰქონდათ. ალეკოს მამა რეზო ვაჩიბერიძე ექვსი წლის წინათ გარდაიცვალა, ახლა დედის გარეშეც დარჩა. ძალიან უჭირს, მაგრამ მარიამი ატანინებს ამ ყველაფერს.


- ქალბატონი ეთერი ხვდებოდა, რომ მისი მდგომარეობა უიმედო იყო?
- ამას არასოდეს აღიარებდა. შეიძლება ხვდებოდა, მაგრამ არ იმჩნევდა. პატრიარქი იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც სიცოცხლის ბოლო ორი წლის განმავლობაში ფეხზე დადგომის ძალას აძლევდა. ამბობდა სახლში, ჩემს ლოგინში ვიწვები და საერთოდ არსად გავალ, ოღონდ მარიამის გაზრდისთვის მაყურებინაო. ეს მისი უკანასკნელი ოცნება იყო და როცა ეს სიტყვები მახსენდება, ძალიან მწყდება გული. უსაყვარლესი ადამიანი იყო და მის გარეშე ცხოვრება ძალიან გაგვიჭირდება.


ეთერ კაკულიას გამორჩეულად ძლიერი ხმა და საუკეთესო სასცენო მონაცემები ჰქონდა. მის რეპერტუარში ქართველ კომპოზიტორთა 200-მდე სიმღერა იყო. გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე მომღერალს ფილარმონიის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.


 
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?