ღიმილსმიღმა დაფარული სიყვარულის ამბავი - ლეონარდო და ვინჩი და ლიზა ჯოკონდა

სიყვარულის ისტორიები

25 თებერვალი 12:00, 2017 წელი

ლუვრის მუზეუმში გამოფენილი ტილო, რომელიც აღორძინების ხანის უდიდესმა იტალიელმა მხატვარმა ლეონარდო და ვინჩიმ, დაახლოებით, 1503-1507 წლებში შექმნა, ხელოვნებათმცოდნეებისთვის დღემდე ამოუცნობ საიდუმლოს წარმოადგენს. დღემდე მსჯელობენ, ვინ არის ასახული გენიალურ ქმნილებაში, და რა კავშირი ჰქონდა მას მხატვართან?  

მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ ოსტატისთვის ნატურა ინტიმურად ახლობელი ადამიანი იყო, რადგან სამი-ოთხი წლის მანძილზე, ყოველდღიურად, არც ერთი დიდებული ქალბატონი საპოზიოროდ არ დადგებოდა.

ლეონარდო და ვინჩის საყვარელი მოსწავლის ფრანჩესკო მელცის მონაყოლზე დაყრდნობით, იტალიელი მწერალი და ფერმწერი ჯორჯო ვაზარი ვარაუდობდა, რომ 60 წელს მიღწეულ, მაგრამ ჯერ კიდევ სიმპათიურ და ახალგაზრდული ძალებით სავსე მხატვარსა და მის 30 წლამდე ასაკის ნატურას სასიყვარულო ისტორია აკავშირებდათ.
ვაზარის ვერსიის თანახმად, თავისი უკანასკნელი მფარველის ჟულიენ მედიჩის გარდაცვალების შემდეგ, 1516 წლის შემოდგომაზე ლეონარდო და ვინჩი, თავის საყვარელ მოსწავლე ფრანჩესკო მელცისთან და მსახურთან ერთად, იტალიიდან საფრანგეთში, კერძოდ, ამბუაზში გაემგზავრა.

საფრანგეთის მეფემ ფრანსუა პირველმა, რომელიც ლეონარდოზე დიდ იმედებს ამყარებდა, სახელოვან მხატვარს ამბუაზში დიდებული მამული უბოძა და მალევე, მოსანახულებლად ესტუმრა.
ახალგაზრდა მონარქს ცნობისმოყვარეობა კლავდა. სანდო წყაროებმა აუწყეს, რომ ლეონარდო საიდუმლო ოთახში იტალიიდან ჩამოტანილ, ყველასთვის უცნობ ტილოს მალავდა, რომელიც თავისი სრულყოფილებით აქამდე შექმნილ ყველა შედევრს აღემატებოდა.
მეფის კითხვამ ლეონარდო დააბნია. ის ცოტათი გაფითრდა და მზერა ჩაუქრა. იქნებ მეფეს, როგორც ნამდვილ მეგობარს, სიმართლე გაუმხილოს? იქნებ უთხრას, რომ ნამდვილად აქვს პორტრეტი, რომელიც საკუთარ სიცოცხლეს ურჩევნია? ლეონარდომ მშვენივრად იცოდა, რომ მეფის სურვილს ვერ შეეწინააღმდეგებოდა, ამიტომ ტილოს მოსატანად გავიდა და ფრანსუა პირველს შავ კაბაში გამოწყობილი, საოცრად ლამაზი ქალბატონის პორტრეტი გამოუტანა.

დიდებულთა ცოლებისგან განსხვავებით, მონა ლიზას (მონა-მადონა, მადამ) სამკაულები არ ამშვენებდა და  გრძელი თმები სანახევროდ, თხელი ქსოვილით ჰქონდა დაფარული. ახალგაზრდა ქალის ბუნებრივი სილამაზე მეფის წინაშე წარმოჩინდა, როგორც ღვთიური მშვენება და  რენესანსის კლასიკის მწვერვალი.

სუნთქვაშეკრული მეფე, რომელიც ნახატს თვალს ვერ აცილებდა, ფეხზე წამოდგა. როცა გონს მოვიდა, ლეონარდოს ტოლოს მიყიდვა სთხოვა და ოქროთი ავსებას დაჰპირდა.
იმ იმედით, რომ მეფეში თანაგრძნობას აღძრავდა, ოსტატმა, რომლისთვისაც მონა ლიზას გაყიდვა ეშმაკისთვის სულის მიყიდვის ტოლფასი იყო, საოცარი ამბავი მოჰყვა:

ტილოზე ასახული ქალბატონი - ნეაპოლელი ლიზა ჯერალდინი ფრანგების შემოსევის შედეგად გაღატაკებული, მაგრამ ძალიან ღირსეული ოჯახიდან იყო. მატერიალური პრობლემების გამო ოჯახი დასთანხმდა, 20 წლის უმზითვო, მაგრამ ლამაზი გოგონა ორჯერ დაქვრივებული, 50 წლის მდიდარი, ფლორენციელი ვაჭრისთვის ფრანჩესკო დელ ჯოკონდოსთვის მიეთხოვებინა. ფლორენციის მდიდარ ოჯახებში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, წარჩინებულები საკუთარი და ოჯახის წევრების პორტრეტებს უკვეთდნენ, რათა მომავალი თაობებისთვის საკუთარი გამოსახულება დაეტოვებინათ. ამიტომ ვაჭარმა, რომელიც ხელოვნების დიდი სიყვარულით არასოდეს გამოირჩეოდა, ლეონარდოს ცოლის ნახატი შეუკვეთა. ჯოკონდოს ნახვის შემდეგ, ლეონარდომ მისი ცოლიც მასავით უშნო და ბრიყვ მოხუცად წარმოიდგინა და მზად იყო, შეკვეთაზე უარი ეთქვა, მაგრამ ერთ-ერთი მოსწავლე - ჯოვანი ბელტრაფიო თავგამოდებით უმტკიცებდა, რომ ქალი ახალგაზრდა და გასაოცრად ლამაზი იყო. ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ, ლეონარდო დასთანხმდა.

პოზირებისთვის მისული ლიზა რომ დაინახა, ლეონარდოს სუნთქვა შეეკრა. ამ წუთიდან, ოსტატი, ვაჭრის ახალგაზრდა ცოლის გარდა, ვეღარაფერს ხედავდა. მშვენიერ ნატურასთან ურთიერთობის გასახანგრძლივებლად ნახატის დასრულებას აჭიანურებდა. სამი წელი სამი დღესავით გაფრინდა და ნახატი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული...
ფრანჩესკო დელ ჯოკონდოს მხატვრის ვიზიტები არ ხიბლავდა. მთელმა ფლორენციამ იცოდა, მისი ცოლის პორტრეტს და ვინჩი რომ ხატავდა და ეს თავიდან მოსწონდა კიდეც, მაგრამ მხატვარი ჯოკონდოს სახლის დატოვებას არ ჩქარობდა.

ერთ დღეს დაუსრულებელი სეანსებით გაბეზრებულმა ვაჭარმა ლეონარდოს გამოუცხადა, რომ ცოლთან ერთად, ნეაპოლში, ოჯახურ საქმეებზე უნდა გამგზავრებულიყო.
დამწუხრებული ოსტატი იძულებული გახდა, ლიზას დამშვიდობებოდა, თუმცა ის ანუგეშებდა, რომ დაუსრულებელი ნახატი მასთან რჩებოდა და მისი სახის ხილვა შეეძლო.
ახალი შეხვედრის მოლოდინში თვეები გადიოდა. ერთ დღეს, სრულიად მოულოდნელად, ლეონარდო ფრანჩესკო ჯოკონდოს ფლორენციის ქუჩებში გადაეყარა. ვაჭართან საუბარში ლეონარდომ გაიგო, რომ ლიზა მოულოდნელად გარდაიცვალა და სამგზის ქვრივი მეოთხე ქორწინებისთვის ემზადებოდა. ვინაიდან ახალ ცოლს სახლში ყოფილის ნახატი არ მოეწონებოდა, ჯოკონდო ცოლის სურათის წაღებას აღარ აპირებდა.
უსაზღვროდ დამწუხრებული ლეონარდო ისედაც არ ფიქრობდა მისთვის უძვირფასესი ნახატის დათმობას, ამიტომ მდიდარ ვაჭარს უსიტყვოდ დაემშვიდობა.

მართლაც ასე იყო თუ არა, არავინ იცის. ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ სულისშემძვრელი ისტორიის მოსმენამ ფრანსუა პირველს ნახატის დაუფლების სურვილზე უარი ვერ ათქმევინა. ლეონარდოს ნუგეშად ისღა რჩებოდა, რომ ფრანსუას პირობის თანახმად, ჯოკონდა სამეფო კოლექციის მონაპოვარი მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გახდებოდა.

მხატვარი 1519 წლის 2 მაისს გარდაიცვალა. მისი საყვარელი მოსწავლის ფრანჩესკო მელცის მონაყოლის თანახმად, ოსტატმა ფრანსუა პირველის ხელებში დალია სული:
„ახალგაზრდა მეფე ლეონარდო და ვინჩის მეგობრული ვიზიტით ხშირად სტუმრობდა. ამ დღესაც ასე მოხდა. მეფისადმი პატივისცემის ნიშნად, ლეონარდომ ლოგინიდან წამოიწია და თავისი ავადმყოფობის შესახებ უამბო. თან წუხილს გამოთქვამდა, რომ ხელოვნებისთვის ყველაფერი ვერ გაიღო, რისი გაღებაც შეეძლო. სანამ მხატვარი სვენებ-სვენებით საუბრობდა, ფრანსუას მისი თავი ეჭირა და გრძნობდა, რომ ეს ყველაზე დიდი პატივი იყო, რომელიც ამქვეყნად ღირსებია. აი, ასე, დალია ოსტატმა სული მეფის ხელებში“.

ზემოთქმული სინამდვილეა თუ ლამაზი ზღაპარი, არავინ იცის, თუმცა შედევრები, რომლებიც საუკუნეებს უძლებს, მხოლოდ უდიდესი გრძნობითა და ემოციით იქმნება, ამიტომ არავითარი საფუძველი არ გვაქვს, ჯორჯიო ვაზარის სიტყვებში ეჭვი შევიტანოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?