„მწუხარება ფორმას იცვლის, მაგრამ არ გტოვებს“ - კიანუ რივზის ტრაგიკული სიყვარული და მარტოობა

სიყვარულის ისტორიები

27 ოქტომბერი 20:00, 2016 წელი

„მე არ შემიძლია, ისეთი სამყაროს ნაწილი გავხდე, სადაც მამაკაცები ცოლებს ისე აცმევენ, როგორც მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს; სადაც არ არსებობს ღირსებისა და პატივისცემის ცნება; სადაც მოკრძალება მინუსად ითვლება; სადაც ხალხს სიყვარული დაავიწყდა და მხოლოდ საუკეთესო პარტნიორს ეძებს; სადაც ბიჭები მშობლების ფულს კლუბებში, გართობასა და ნარკოტიკებში ფლანგავენ, გოგონებს კი ისინი მოსწონთ; სადაც ქალსა და კაცს შორის განსხვავება არ არის და ორივეს ერთად თავისუფალი არჩევანი ჰქვია. მე ვირჩევ ჩემს გზას და ძალიან სამწუხაროა, რომ ვერ ვიპოვე ადამიანი, რომელიც ჩემზე მეტად ცდილობს საკუთარი გზის პოვნას“, - ეს სიტყვები ჰოლივუდის ყველაზე მარტოსულ და იდუმალ მსახიობს, პროდიუსერსა და რეჟისორს, 51 წლის კიანუ რივზს ეკუთვნის.

კაცი, რომელიც საყვარელი ქალის დაკარგვის შემდეგ, 15 წელია, მარტო ცხოვრობს. მსახიობი, რომლის მოხიბვლას უშედეგოდ ცდილობდნენ სანდრა ბალოკი, შარლიზ ტერონი, კამერონ დიასი, ლინ კოლინზი და პარკერ როუზი... ჰოლივუდის ყველაზე თავმდაბალი ვარსკვლავი, რომელიც, უბრალო ადამიანების მსგავსად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობს და უბრალო ადამიანების წრეში ტრიალებს, ბოლომდე ტრაგიკულად დაკარგული სიყვარულის ერთგული დარჩა...


კიანუ რივზი 1964 წლის 2 სექტემბერს, ბეირუთში, გეოლოგი ნოულინ რივზისა და დიზაინერი პატრისია ბონდის ხელმოკლე ოჯახში დაიბადა.
განათლებითა და ინტელექტით გამორჩეული მსახიობის მამამ სიმწიფის ატესტატი ჰავაის ციხეში მიიღო, სადაც ჰეროინის გაყიდვის გამო მოხვდა. კიანუ სამი წლის იყო, როცა მამამ ცოლ-შვილი მიატოვა. მარტო დარჩენილი კიანუს დედა შვილებიანად ავსტრალიაში გადასახლდა, იქიდან კი კანადასა და ამერიკას მიაშურა.


კიანუსა და მისი დის ბავშვობამ კანადის დედაქალაქში ჩაიარა. ბავშვების აღზრდით ბებია და ძიძები იყვნენ დაკავებულნი. ხუთი წლის ასაკში კიანუს უკვე ხუთი სკოლა ჰქონდა გამოცვლილი. მათ შორის, ტორონტოს ხელოვნების სკოლა, საიდანაც, როგორც თავად განაცხადა, დაუმორჩილებლობის გამო გამორიცხეს. რივზის ოცნებას, წარმატებული ჰოკეისტი გამოსულიყო, ვარჯიშის დროს მიღებულმა ტრავმამ დაუსვა წერტილი.
სამსახიობო კარიერა ცხრა წლის ასაკში დაიწყო და 15 წლისამ უკვე შექსპირის „რომეოსა და ჯულიეტაში“ მერკუციოს როლი შეასრულა. რაც შეეხება კინოდებიუტს, ის ერთ-ერთი კანადური ტელეარხის კომედიურ სერიალში შედგა.


ჰოლივუდში მოხვედრისთანავე რივზი ულამაზესი მსახიობების გარემოცვაში აღმოჩნდა, რომლებიც მაშინვე მოიხიბლნენ სიმპათიური ახალბედათი, თუმცა მსახიობი სასიყვარულო ურთიერთობებს სერიოზულად უყურებდა და წუთიერ გატაცებებს არ ეძლეოდა.
1998 წელს კიანუს ნაკლებად ცნობილი მსახიობი ჯენიფერ საიმი გააცნეს. კიანუ იმან მოხიბლა, რომ ჯენიფერი, სხვა ქალების მსგავსად, „კისერზე არ ჩამოეკიდა“ და საერთოდ, ნაკლებ ყურადღებას აქცევდა.
მათი რომანი სწრაფად განვითარდა. წყვილი ერთმანეთის გარეშე წუთსაც ვერ ძლებდა და ყველგან ერთად დადიოდა. რივზი სიხარულისგან ადგილს ვერ პოულობდა, როცა ჯენიფერმა თავისი ფეხმძიმობის შესახებ ამცნო. ახლობლები ამბობდნენ, რომ მსახიობმა, ბოლოს და ბოლოს, თავისი მეორე ნახევარი და ბედნიერება იპოვა, თუმცა ბედი სხვა მომავალს უმზადებდა...
1999 წელს, მაშინ როცა პატარას დაბადებამდე დღეები იყო დარჩენილი, მორიგ ვიზიტზე ექიმმა წყვილს საშინელი ახალი ამბავი აცნობა - პატარა ჭიპლარის ტრომბის გამო დაღუპულიყო.
ამ საშინელი ამბით რივზის ტრაგედია არ მთავრდება.
2001 წლის აპრილში ლოს-ანჯელესში მომხდარმა კატასტროფამ მსახიობის საყვარელი ქალის სიცოცხლე შეიწირა. ავტომანქანას ჯენიფერი მართავდა, რომელმაც საჭის დამორჩილება ვერ შეძლო და თავისი ჯიპით გამვლელ მანქანას შეენარცხა. რივზი ამ დროს გადაღებებზე იმყოფებოდა და ქალს ცოცხალს ვეღარ მოუსწრო.
ჯენიფერის სიკვდილს კიანუს უმცროსი დის ლეიკემიით გარდაცვალებაც დაემატა. დის სენის შესახებ რომ გაიგო, მსახიობი სიკვდილთან ხელჩართულ ომში ჩაერთო. არ ენანებოდა ფული, დრო და ენერგია. ჰავანას კუნძულებზე უზარმაზარი სახლი იყიდა, ჰოსპიტალად გადააკეთა და მსოფლიოს საუკეთესო ექიმები დის გადასარჩენად მოიწვია. გოგონას გვერდით ეძინა, საკუთარი ხელით აჭმევდა და ბანდა, თუმცა გარდაუვალის თავიდან აცილება მაინც ვერ შეძლო. ჯენიფერის სიკვდილი მოთმინების ფიალაში საბოლოო წვეთი აღმოჩნდა... მსახიობი მძიმე დეპრესიაში ჩავარდა: არ რთავდა ტელევიზორს, არ პასუხობდა სატელეფონო ზარებს და გამუდმებით სვამდა.


ამის შემდეგ, მსახიობი საკუთარ თავში ჩაიკეტა და შავი ფერი შეიყვარა. ვერაფრით იჯერებდა, რომ თავისი ფილმის „ტკბილი ნოემბრის“ მთავარი გმირის მსგავსად, საყვარელი ადამიანის დაკარგვის ტკივილი უნდა გადაეტანა. მოგვიანებით მსახიობმა სანდრა ბალოკმა აღიარა, რომ ფილმის „სახლი ტბის პირას“ გადაღების დროს, რივზის ცდუნებას ეცადა, თუმცა არაფერი გამოუვიდა. ღამით, ეროტიკულ საღამურ სამოსში გამოწყობილმა ბალოკმა მსახიობის ოთახის კარზე დააკაკუნა და შესჩივლა, რომ მის ოთახში ძალიან ცივა. რივზმა ბალოკი თავის საწოლში დააწვინა, საბანი ამოუკეცა და თავად შექსპირის კითხვა განაგრძო.
მიუხედავად იმისა, რომ კიანუ რივზს სხვადასხვა დროს მიაწერდნენ რომანებს შარლიზ ტერონთან, ლინ კოლინზთან, პარკერ როუზთან, კემერონ დიასთან და ა.შ. ფილმზე ერთობლივი მუშაობის იქით, საქმე არასოდეს წასულა.


2010 წელს კანადელი კარენ სალა ამტკიცებდა, რომ კიანუ რივზთან ხანგრძლივი სექსუალური ურთიერთობა აკავშირებდა, რომ მისგან ბავშვი ჰყავდა და ალიმენტის სახით 3 მილიონ დოლარს ითხოვდა. თავად რივზი ირწმუნებოდა, რომ კარენ სალა თვალით არასოდეს უნახავს. დნმ-ის ტესტმა მსახიობის სიმართლე დაადასტურა და მილიონებზე მონადირე ქალი იმედგაცრუებული დარჩა. 2013 წელს მსახიობი კანის ფესტივალზე 23 წლით უმცროსი მსახიობისა და მოდელის ანა სკიდანოვას თანხლებით გამოჩნდა. პრესამ მაშინვე „მარტოსულის“ ახალი რომანის შესახებ ვერსიები შეთხზა, თუმცა, ამჯერადაც ყველა გაწბილებული დარჩა.
„მატრიცას“ მთავარი გმირი დღემდე მარტოა.


ერთხელ, ჟურნალისტის კითხვას - გაუმკლავდა თუ არა იგი მრავალწლიან დეპრესიას, კიანუ რივზმა უპასუხა: „მხოლოდ ის ვიცი, რომ მწუხარება ფორმას იცვლის, მაგრამ არ გტოვებს... ასე მგონია, მოხეტიალე მგზავრი ვარ. ერთ ადგილზე ვერ ვჩერდები. არ მივილტვი სტაბილურობისკენ და მატერიალური ფასეულობების დაგროვებისკენ. ბანალურია, მაგრამ ბედნიერება ნამდვილად არ არის ფულში. ფული მხოლოდ ინსტრუმენტია, რომლითაც თავისუფლებას ყიდულობ...“

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?