სიყვარული, რომელმაც ორი სამეფო სახლი გააერთიანა

სიყვარულის ისტორიები

28 იანვარი 12:00, 2017 წელი

ლეონიდა ბაგრატიონ-მუხრანელი და რუსეთის ტახტის მემკვიდრე, დიდი მთავარი ვლადიმირ რომანოვი ერთმანეთს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საფრანგეთში შეხვდნენ. თუმცა მანამდე ქართული და რუსული სამეფო სახლების მემკვიდრეებმა რთული და წინააღმდეგობებით სავსე გზა განვლეს...

ისტორიკოსი მანანა ხომერიკი, რომელსაც  რომანოვების ოჯახთან ახლო ურთიერთობა აკავშირებდა, ერთ-ერთ ინტერვიუში ლეონიდას ასე იხსენებდა:
„ის იყო დედოფლად დაბადებული, თავისი გარეგნობით, დიდსულოვნებით, შინაგანი ბუნებით, დიდებულებით. ლეონიდამ და ვლადიმირმა არაჩვეულებრივი ოჯახი შექმნეს და მთელი ცხოვრება  სიყვარულსა და ერთმანეთის პატივისცემაში გაატარეს. ძალიან დიდ ტაქტს იჩენდნენ ერთმანეთის მიმართ“.

სანამ ემიგრაციაში ერთმანეთს შეხვდებოდნენ, ქართული და რუსული სამეფო სახლების მემკვიდრეებმა რთული და წინააღმდეგობებით სავსე გზა განვლეს.

ლეონიდას მამა გიორგი ბაგრატიონ-მუხრანელი იყო, რომელსაც მონარქისტების ნაწილი საქართველოს სამეფო სახლის მეთაურად მიიჩნევს. დედა - ელენა ზლოტნიცკაია პოლონური წარმოშობის რუსი თავადის სიგიზმუნდ ზლოტნიცკის ქალიშვილი გახლდათ.

ლეონიდა 14 წლის იყო, როცა საბჭოთა ხელისუფლებამ გიორგი ბაგრატიონ-მუხრანელი დააპატიმრა, რაც იმის ნიშანი იყო, რომ ოჯახი საქართველოს უნდა გასცლოდა. ბაგრატიონ-მუხრანელებს სამშობლოდან ესპანეთში გამგზავრებაში სტალინთან დაახლოებული მწერალი მაქსიმ გორკი დაეხმარა, რომელიც იმდენად მოხიბლულა ელენე ზლოტნიცკაიას სილამაზით, რომ მის ოჯახს მთელი ცხოვრება მფარველობდა. გორკი ელენეს დაჰპირდა, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ გიორგი ბაგრატიონს მათთან გამგზავრებაში დაეხმარებოდა და პირობა შეასრულა.


ლეონიდა 19 წლის იყო, როცა თავის ოჯახში სტუმრად მყოფი ამერიკელი მილიონერი და ვულვორტის მაღაზიების თანამფლობელი სუმნერ მოორ კირბი გაიცნო და 1934 წლის 6 ნოემბერს ცოლად გაჰყვა.
1935 წელს ჟენევაში ლეონიდასა და სუმნერის ქალიშვილი ელენე დაიბადა.



1939 წელს გერმანულმა ჯარებმა პარიზი დაიკავეს. სუმნერ კირბი გესტაპომ დააკავა და საკონცენტრაციო ბანაკში გადააგზავნა. ამერიკელმა დიპლომატებმა მის განთავისუფლებას მიაღწიეს, თუმცა კირბიმ ამერიკაში დაბრუნება ვერ მოასწრო და 1945 წლის აპრილში ბუჰენვალდის საკონცენტრაციო ბანაკის საავადმყოფოში გარდაიცვალა.


 





რუსეთის დიდმა მთავარმა და ლეონიდა ბაგრატიონმა ერთმანეთი 1948 წელს გაიცნეს. „მათ გაცნობისთანავე ისე შეუყვარდათ ერთმანეთი, მაშინვე შვეიცარიაში გაიპარნენ და ჯვარი დაიწერეს. ლეონიდამ მითხრა, ხელი რომ ჩამოვართვით ერთმანეთს და შეგვიყვარდა, იმ წუთიდან აღარ დავშორებულვართო“, - იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში მანანა ხომერიკი.

ისტორიკოსის მონაყოლიდან ირკვევა, რომ ვლადიმერ რომანოვი არაჩვეულებრივი გარეგნობის, დახვეწილი ადამიანი იყო, რომელშიც ბუნებრივი დიდებულება და სისადავე ერთმანეთს ერწყმოდა.
ახალდაქორწინებულები საფრანგეთში დასახლდნენ და საქველმოქმედო საქმიანობასა და ემიგრაციაზე ზრუნვას შეუდგნენ.


 





ვლადიმერ რომანოვს მშვენივრად ესმოდა, რა უფლებამოსილება გადასცა მას რუსმა ხალხმა. საქმე ის გახლდათ, რომ რუსეთის საიმპერატორო ოჯახი, იმპერატორის შვილები და შვილიშვილები იწოდებოდნენ „დიდ მთავრებად“.
მათ ეკრძალებოდათ არათანასწორუფლებიანი ქორწინება, რადგან ასეთ შემთხვევაში ყველანაირ უფლებას დაკარგავდნენ.   

ნიკოლოზ მეორეს ოჯახის განადგურების შემდეგ, მისმა ბიძაშვილმა, ვლადიმირის მამამ, კირილ რომანოვმა 1922 წელს თავი რუსეთის ტახტის დამცველად გამოაცხადა. ემიგრაციაში მყოფი დიდი მთავრებისა და საიმპერატორო სისხლის პრინცების უმეტესობა უკვე „მორგანტულ“, ანუ არათანაბარუფლებიან ქორწინებაში იმყოფებოდა, ხოლო კირილე რომანოვი პრინცესაზე იყო დაქორწინებული. შესაბამისად, მან დიდი მთავრის, იმპერატორისა და რუსეთის საიმპერატორო სახლის მეთაურის ტიტული მიიღო.


1938 წელს იმპერატორის გარდაცვალებისას, მისი ყველა ტიტული და ძალაუფლება ვლადიმირ რომანოვზე გადავიდა. ამის შემდეგ ლეონიდა ბაგრატიონი საიმპერატორო უმაღლესობად იწოდებოდა და, ფაქტობრივად, იმპერატრიცას ფუნქციებს ასრულებდა.


საბჭოთა კავშირის დაშლის დროისთვის ლეონიდა ბაგრატიონი 78 წლის იყო. ცოლ-ქმარს შესაძლებლობა მიეცათ, დიდი ხნის უნახავ სამშობლოში ჩამოსულიყვნენ და ნათესავები მოენახულებინათ.

1992 წელს ვლადიმირ რომანოვი და ლეონიდა ბაგრატიონი რუსეთში ჩამოვიდნენ და იმდროინდელმა პრეზიდენტმა ბორის ელცინმა საზეიმო ვითარებაში რუსული პასპორტები გადასცათ. იმავე წელს, მაიამიში კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, დიდი მთავარი ცუდად გახდა და გარდაიცვალა.

ლეონიდამ მეუღლე რუსეთში ჩამოასვენა და პეტროპავლოვსკის ტაძრის ეზოში პატივით დაკრძალა. ამავე სასაფლაოზე განისვენებს ლეონიდა ბაგრატიონ-მუხრანელიც.


ფოტოზე - ლეონიდა ბაგრატიონ-მუხრანელი მეუღლესთან, რუსეთის ტახტის მემკვიდრე დიდ მთავარ ვლადიმირ რომანოვთან ერთად.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?