უიმედო დიაგნოზი და ქალი, რომელმაც გენიოსის სიკვდილი შეაჩერა

სიყვარულის ისტორიები

18 მარტი 12:00, 2017 წელი

ამბობენ, რომ სიყვარული სასწაულებს ახდენს. სწორედ ასეთმა სასწაულმა გადაარჩინა ბრიტანელი მეცნიერი სტივენ ჰოკინგი, რომელიც, ექიმების დასკვნით, 52 წლის წინათ უნდა მომკვდარიყო. რომ არა ერთი პატარა, მაგრამ ძალიან ჯიუტი გოგონა, შესაძლოა, მსოფლიოს ამ თანამედროვე გენიოსის შესახებ ვერასოდეს შეეტყო.

ინგლისელი ფიზიკოსი და მათემატიკოსი სტივენ ჰოკინგი 1942 წელს ლონდონში დაიბადა. უმაღლესი განათლება ოქსფორდში მიიღო, შემდეგ სწავლა კემბრიჯში გააგრძელა, სადაც მათემატიკის პროფესორის ხარისხი მიანიჭეს.


ასტროფიზიკაში ცნობილი გახდა სამყაროს შექმნისა და „შავი ხვრელების“ თემაზე გამოქვეყნებული ნაშრომებით.
1968-72 წლებში ჰოკინგი თეორეტიკული ასტრონომიის ინსტიტუტში მუშაობდა, შემდეგ გამოყენებითი მათემატიკისა და თეორიული ფიზიკის ფაკულტეტებზე ასწავლიდა და თან სამეცნიერო მუშაობას ეწეოდა.


ნიჭიერი ახალგაზრდა მეცნიერი გარეგნობით არ გამოირჩეოდა და ქალიშვილები არ სწყალობდნენ, თუმცა ჯეინ უაილდის შემთხვევაში, ყველაფერი სხვაგვარად მოხდა.
სტივენს გოგონა თითქოს ღმერთმა გამოუგზავნა. პირველივე შეხვედრაზე მათ შორის რაღაც სიმპათია გაჩნდა და მალე  ახალგაზრდებმა აღმოაჩინეს, რომ ბევრი საერთო ჰქონდათ.


ჯეინი ოქსფორდში უცხო ენებს სწავლობდა და ფიზიკაზე ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა, მაგრამ სტივენმა მოახერხა, გოგონა მისთვის სრულიად უცხო სამყაროსთვის ისე ეზიარებინა, თითქოს ექსკურსიაზე დაჰყავდა.
მალე ჯეინი მიხვდა, რომ უცნაური ყმაწვილი, რომელიც გარეგნულად ძალიან შორს იყო მისი იდეალისგან, თავდავიწყებით შეუყვარდა.


ისე მოხდა, რომ სტივენის ცხოვრებაში ჯეინის გამოჩენას საშინელი ამბავი დაემთხვა: 20 წლის სტივენს ექიმებმა გვერდითი ამიოთროფული სკლეროზის დიაგნოზი (უცნობი ეტიოლოგიის, სწრაფად პროგრესირებადი დეგენერაციული დაავადება) დაუსვეს. ექიმების პროგნოზით, ჰოკინგს, დაახლოებით, ორი წლის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი.


ამ ამბავმა ახალგაზრდა მეცნიერი სულიერად გაანადგურა. ის სახლში ჩაიკეტა და გადაწყვიტა, დარჩენილი დრო მარტოობაში გაეტარებინა.
თავიდან ჯეინი შეყვარებულის გაუცხოების მიზეზს ვერ ხვდებოდა, მაგრამ, როცა სტივენის მეგობრებმა სიმართლე გაუმხილეს, გოგონამ გადაწყვეტილება მიიღო. ჯიუტმა გოგონამ სტივენის სახლში შეღწევა და მისი ნახვა მოახერხა, თუმცა შეყვარებულმა თვალებში სევდიანად ჩახედა და უთხრა: არაფერს აზრი არ აქვს, ძალიან ცოტა დრო დამრჩა. ჯეინმაც თვალი გაუსწორა და უპასუხა: ჩვენ თითოეული დღისთვის ვიბრძოლებთ და სანამ დასასრული დადგება, ერთად ვიქნებით.


ამ დღიდან ეს სიფრიფანა, მაგრამ სულიერად ძლიერი გოგონა ინვალიდის სავარძელზე მიჯაჭვული ჰოკინგისთვის იმედის სხივად იქცა.
ქორწინების შემდეგ, სანამ სტივენის ჯანმრთელობა ამის საშუალებას აძლევდათ, ახალგაზრდები ბევრს მოგზაურობდნენ. ჯეინმა ქმარს ორი ულამაზესი შვილი აჩუქა.


ავადმყოფობის მიუხედავად, სტივენი სამეცნიერო მუშაობას აგრძელებდა და ოჯახის რჩენისთვის საჭირო თანხას გამოიმუშავებდა. ყველასთვის ცხადი იყო, რომ ექიმების პროგნოზი არ გამართლდა: მართალია, ავადმყოფობა პროგრესირებდა, მაგრამ მისი ტემპი ძალიან შენელდა.


მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, ჰოკინგი აქტიურად მოღვაწეობდა:
1974 წელს ის ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრად აირჩიეს; 1981 წელს კვანტური ფიზიკისა და გრავიტაციის საკითხებზე ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა; 2007 წელს სპეციალური თვითმფრინავით უწონადობაში იფრინა და 2009 წელს კოსმოსში გაფრენასაც აპირებდა, მაგრამ პროექტი მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ჩაიშალა.


ჯეინი ქმარს აღმერთებდა. ბევრს დაუჯერებლად ეჩვენებოდა, როგორ ახერხებდა ქალი ერთდროულად გამკლავებოდა მოსიყვარულე ცოლის, დედის, დიასახლისისა და მომვლელის როლს, თუმცა რაც დრო გადიოდა, ჯეინს ყოფითი პრობლემები უფრო მეტად ღლიდა.
ის დეპრესიაში ჩავარდა, მაგრამ ამას ქმრისგან გულმოდგინედ მალავდა.
შვილი ცხოვრებისეული სირთულეებისგან დროებით რომ გაერიდებინა, ჯეინს დედამ ურჩია, საყვარელ საქმეს - ეკლესიის გუნდში გალობას დაბრუნებოდა.


მართლაც, ეკლესიამ და გალობამ ქალს სულიერი შვება მიანიჭა. ჯეინმა თავადაც ვერ შენიშნა, როგორ დაუახლოვდა საეკლესიო გუნდის ხელმძღვანელს, რომელიც ლამაზი ქალით პირველივე ნახვაზე მოიხიბლა. მიუხედავად იმისა, რომ ჯონსონი ჯეინსაც იზიდავდა, მასთან დაახლოებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. მუსიკოსი ქალის გადაწყვეტილებას პატივისცემით შეხვდა და მისი ოჯახის მეგობრად იქცა. ის ჯეინს შინაური საქმეების მოგვარებასა და ჰოკინგის მოვლაში ეხმარებოდა.


ამ პერიოდს დაემთხვა ჯეინის მესამე შვილის - ლუსის გაჩენა. რატომღაც, ჯეინის დედამ ბავშვის მამად ჯონათანი მიიჩნია და თავისი ვარაუდი შვილს გაუზიარა. ჯეინი დედის ეჭვებს აბსურდს უწოდებდა და ამბობდა, რომ, სტივენის გარდა, სხვა მამაკაცთან სიახლოვე არ ჰქონია.
ამ არცთუ სასიამოვნო საუბარს შემთხვევით მუსიკოსიც შეესწრო. ჯონათანმა ჯეინის ცხოვრებიდან წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ ქალს მის გარეშე საოჯახო საქმეებთან გამკლავება ისე გაუჭირდა, რომ სტივენმა მუსიკოსს დაბრუნება სთხოვა.


ჯონათანის დაბრუნება სტივენის ჯანმრთელობის გაუარესებას დაემთხვა.
1985 წელს მეცნიერი ფილტვების ანთების დიაგნოზით, საავადმყოფოში აღმოჩნდა. მისი მდგომარეობა, ფაქტობრივად, უიმედო იყო.
ექიმები ჯეინს ურჩევდნენ, აპარატის გამორთვის გადაწყვეტილება მიეღო, თუმცა ის ქმრის მკურნალობას ჯიუტად მოითხოვდა.
უმძიმესი ოპერაციის შედეგად, ჰოკინგისთვის სიცოცხლის შენარჩუნება მოხერხდა, მაგრამ მეცნიერმა მეტყველების უნარი სამუდამოდ დაკარგა.


სტივენთან კომუნიკაციისთვის ახლობლებმა მისთვის სპეციალური აპარატი შექმნეს, რომელსაც შეეძლო, მიმიკა და ჟესტები ხმებად ექცია, მაგრამ ჯეინს ქმრის მოვლა სულ უფრო მეტად უჭირდა, ამიტომ ერთობლივი გადაწყვეტილებით, სტივენს მომვლელი ქალი აუყვანეს.


ასე გამოჩნდა სტივენ ჰოკინგის ცხოვრებაში ელაინ მეისონი. ქალი, რომელმაც შეძლო, მეცნიერი მოეხიბლა და თავი შეეყვარებინა.  
სწორედ ეს ფაქტორი დაეხმარა მეცნიერს, მტკივნეული გადაწყვეტილება მიეღო და ცოლი ჯონათანთან გაეშვა.



1995 წელს სტივენი და ჯეინ ჰოკინგები ერთმანეთს დაცილდნენ. მეცნიერი თავის მომვლელ ქალზე დაქორწინდა, მაგრამ ერთ დროს თავაზიანი და მზრუნველი მომვლელი ქორწინების შემდეგ სრულიად შეიცვალა. მან მეცნიერის დაცინვა და აბუჩად აგდება დაიწყო, ამიტომ 2006 სტივენმა მეორე ცოლთან დაცილების გადაწყვეტილება მიიღო. 


მიუხედავად უმძიმესი დაავადებისა და ცხოვრებისეული სირთულეებისა, მეცნიერი ბოლომდე გამოუსწორებელ ოპტიმისტად დარჩა, როგორადაც ის ჯეინმა აქცია. ჯეინმა შეძლო, იმედგადაწურული სტივენისთვის რწმენა და ბრძოლის სურვილი დაებრუნებინა და მოსიყვარულე მამად და ბედნიერ ქმრად ექცია. 


გენიოსი, რომელიც ექიმების პროგნოზით, 52 წლის წინათ უნდა მომკვდარიყო, დღესაც ცოცხალია, სამეცნიერო მუშაობას აგრძელებს და სიცოცხლის ყოველი დღისთვის იბრძვის.


ბოლო ფოტოზე - ქალიშვილ ლუსისთან ერთად, რომელიც მამის მარჯვენა ხელია.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?