უკანასკნელი დუელი, რომელიც ქალის გამო გაიმართა

სიყვარულის ისტორიები

23 მარტი 20:00, 2017 წელი

1837 წელს სანკტ-პეტერბურგთან ახლოს, „შავ მდინარესთან“ პუშკინსა და დანტესს შორის საბედისწერო დუელი გაიმართა. ზუსტად 72 წლის შემდეგ, ზუსტად იმავე ადგილზე, იარაღით ხელში ერთმანეთს სხვა პოეტები დაუპირისპირდნენ, დუელის მიზეზი ამჯერადაც ქალი გახლდათ...

მეოცე საუკუნის დასაწყისისთვის დუელი უკვე ანაქრონიზმად ითვლებოდა, ამიტომ პოეტების პაექრობა სისხლისღვრამდე არასოდეს მისულა, მაგრამ მაქსიმელიან ვოლოშინმა და ნიკოლაი გუმილიოვმა მშვიდობიანი მოლაპარაკების ყველა რესურსი ამოწურეს და სხვა გზა, უბრალოდ, აღარ დარჩათ.



ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 1907 წელს, პარიზში ყოფნის დროს, „ვერცხლის საუკუნის“ რომანტიკოსმა პოეტმა, მთარგმნელმა, კრიტიკოსმა და აფრიკის უდიდესმა მკვლევარმა ნიკოლაი გუმილიოვმა ახალგაზრდა პოეტი ქალი ლიზა დმიტრიევა გაიცნო, თუმცა, სანამ მე-20 საუკუნის უკანასკნელ დუელზე გიამბობდეთ, ნიკოლაი გუმილიოვის საინტერესო ცხოვრებასა და საქართველოსთან მის კავშირს გავიხსენებთ.


ნიკოლაი გუმილიოვი 1886 წელს კრონშტადტში, რუსი თავადის ოჯახში დაიბადა. 1900 წელს მის უფროს ძმას ექიმებმა ტუბერკულოზის დიაგნოზი დაუსვეს და გუმილიოვები იძულებული იყვნენ, კლიმატის შეცვლის მიზნით, საცხოვრებლად ცარსკოე სელოდან საქართველოში გადმოსულიყვნენ.
სწორედ საქართველოს დედაქალაქში მოხდა ნიკოლაი გუმილიოვის, როგორც პოეტის, დაბადება. 1905 წელს ტფილისში გამოვიდა პოეტის ლექსების პირველი კრებული „კონკვისტადორის გზა“.
უფროსი შვილის გამოჯანმრთელების შემდეგ, გუმილიოვების ოჯახი ცარსკოე სელოში დაბრუნდა, ხოლო ნიკოლაი სწავლის გასაგრძელებლად, პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში გაემგზავრა.



სწორედ პარიზში შედგა ახალგაზრდა პოეტ ქალთან ელიზავეტა დმიტრიევასთან მისი საბედისწერო შეხვედრა.
1909 წელს ისინი ერთმანეთს უკვე პეტერბურგში შეხვდნენ და მათ შორის ნამდვილმა გრძნობამ იფეთქა, რომელსაც ელიზავეტა ასე აღწერდა: „ეს იყო ნამდვილი, ახალგაზრდული ვნება. ნიკოლაი გუმილიოვმა ჩემთვის ნაჩუქარ ალბომს დააწერა: „მე თამამად ვუყურებდი ადამიანებს თვალებში. არ ვიმალებოდი და არაფრის მრცხვენოდა, რადგან გედის მსგავსი მეგობარი მხვდა წილად“. ერთმანეთს ხშირად ვხვდებოდით და ყოველი დღე ერთად და ერთმანეთისთვის ვარსებობდით. ლექსებს ვწერდით, ქუჩებში დავხეტიალობდით და გამთენიის ხანს ვბრუნდებოდით ჯერ კიდევ მძინარე, ვარდისფერ ქალაქში. ნიკოლაი მთხოვდა, ცოლად გავყოლოდი, მაგრამ არ ვთანხმდებოდი, რადგან ამ დროს სხვისი საცოლე მერქვა“.


ის „სხვა“ რუსი პოეტი, მთარგმნელი, მხატვარი და კრიტიკოსი მაქსიმელიან ვოლოშინი გახლდათ.
1906 წლის აპრილში ვოლოშინი მხატვარ მარგარიტა საბაშნიკოვაზე დაქორწინდა და მასთან ერთად, საცხოვრებლად პეტერბურგიდან ყირიმთან ახლოს, კოკტებლში გადავიდა. პოეტს ცოლთან რთული და წინააღმდეგობრივი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, რაც მის ნახატებშიც აისახა.



1909 წელს ნიკოლაი გუმილიოვი და ელიზავეტა დმიტრიევა კოკტებლში, მაქსიმელიან ვოლოშინს ესტუმრნენ.
სასიყვარულო სამკუთხედის ჩამოყალიბება მოგვიანებით ელიზავეტამ ასე ახსნა: „ბედს ასე უნდოდა, რომ ჩვენ, სამნი, ერთად შევეყარეთ. ჩემი ასაკის ნიკოლაი გაზაფხულის ყვავილობაში მოთამაშე ცელქ ბიჭუნას ჰგავდა, მაქსიმელიანი კი გაცილებით შორეული და მიუწვდომელი ჩანდა და ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული იყო...“


კოკტებლში ცხადი გახდა, რომ მაქსიმელიანი არც ისე „მიუწვდომელი“ იყო, როგორც ელიზავეტას ეგონა. მან ქალის სიყვარულს სიყვარულითვე უპასუხა და გუმილიოვს ყირიმიდან გამომგზავრება მარტოს მოუხდა.


ეს ამბავი პეტერბურგში გაგრძელდა, როცა ჟურნალ „აპოლონის“ ფურცლებზე იდუმალი პოეტი ქალის ჩერუბინა დე გაბრიაკის ლექსები გამოჩნდა.
გაბრიაკის შესახებ ყველას სმენოდა, მისი ლექსები ზეპირად იცოდნენ, თუმცა ქალი თვალით არავის ენახა. როგორც გაირკვა, საუკუნის ყველაზე დიდი მისტიფიკაცია ვოლოშინის მოწყობილი იყო, რათა დამწყები პოეტი ქალისკენ საზოგადოების ყურადღება მიეპყრო.
როცა საიდუმლო გაცხადდა, ყველამ გაიგო, რომ იდუმალი უცხოელი პოეტი ჩვეულებრივი რუსი გოგონა იყო.


1909 წლის 16 ნოემბერს გუმილიოვმა დმიტრიევას დაბრუნების უკანასკნელ გზას მიმართა -  ცოლობა კიდევ ერთხელ შესთავაზა და უარი კიდევ ერთხელ მიიღო. ამის შემდეგ ხმა გავრცელდა, რომ რომანტიკოსმა პოეტმა ელიზავეტასთან რომანის პიკანტური დეტალები გაასაჯაროვა, რაც შეუძლებელი იყო, ვოლოშინს რეაგირების გარეშე დაეტოვებინა. მან ახალგაზრდა მეტოქეს საჯაროდ ალიყური უთავაზა და დუელში გამოიწვია.
ამ სცენის მომსწრე ალექსეი ტოლსტოი, რომელიც ვოლოშინის სეკუნდანტი გახლდათ, მოგვიანებით იტყვის: „დარწმუნებული ვარ, რომ მას ცრუ ბრალდება წაუყენეს. ეს სიტყვები მას არ უთქვამს და არც შეეძლო ეთქვა, თუმცა სიამაყისა და ზიზღის გამო ბრალდების უარყოფა არ უცდია. სწორედ სიამაყის გამო დაადასტურა გუმილიოვმა პირისპირ შეხვედრის დროს  მისთვის წაყენებული ცრუ ბრალდება“.
ასე იყო თუ ისე, 1909 წლის 22 ნოემბერს დუელი შედგა. შეხვედრაზე ორივე დუელიანტმა დააგვიანა: გუმილიოვის ავტომობილი თოვლში გაიჭედა, ხოლო ვოლოშინმა თოვლის ნამქერში ფეხსაცმელი დაკარგა და დიდხანს ეძებდა.
ალექსეი ტოლსტოიმ დუელანტებს შორის 25 ნაბიჯი გადაზომა.
ადვილი მისახვედრი იყო, რომ რომანტიკოსმა პოეტებმა იარაღთან მოპყრობა არ იცოდნენ: გუმილიოვმა ორჯერ გაისროლა, მაგრამ ორივე ტყვია მიზანს ააცილა, ხოლო ვოლოშინმა ორივეჯერ ჰაერში გაისროლა და ყველაფერი სისხლისღვრის გარეშე დასრულდა.



მეორე დღეს ყველა გაზეთი ამ „სასაცილო დუელის“ შესახებ წერდა და ორივე მხარეს ერთნაირად დასცინოდა. მომხდარის შემდეგ ელიზავეტა დმიტრიევას შემოქმედებითი კრიზისის პერიოდი დაუდგა და 5 წლის მანძილზე არაფერი დაუწერია. 1911 წელს ის გათხოვდა და საცხოვრებლად თურქმენეთში გადავიდა. რაც შეეხება დუელანტებს, ისინი ერთმანეთს 1921 წელს ფეოდოსიაში შეხვდნენ. მდუმარედ ჩამოართვეს ხელი და დაშორდნენ ისე, რომ არასოდეს შერიგებულან...

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?