ცხოვრება ქორწინების გარეშე - გენიოსი მარტოხელა მამაკაცების ისტორიები

სიყვარულის ისტორიები

25 მარტი 12:00, 2017 წელი

ამბობენ, რომ მიქელანჯელოს ქალის სურნელი 60 წლამდე არ შეუგრძნია, ნიუტონი კი ვაჟიშვილად გარდაიცვალა. არასოდეს დაქორწინებულან ბოკაჩო, ვოლტერი, ბრამსი, ლერმონტოვი, გოგოლი, რაფაელი, რობესპიერი, შოპენი, შუბერტი...

ცნობილი მარტოხელების სია შთამბეჭდავად გამოიყურება. აქ ნახავთ ვოლტერსა და პლატონს, პეტრარკასა და დანტეს, კანტს, ბეთჰოვენსა და კარდინალ რიშელიეს.




ბალზაკმა მთელი ცხოვრება მარტოობაში გაატარა. მწერალი ერთადერთ ქალზე - რუს გრაფინიაზე იყო შეყვარებული და მთელი ცხოვრება ელოდა, სანამ ქალი დაქვრივდებოდა, რათა ცოლად მოეყვანა, მაგრამ ბალზაკი ბედნიერი ქორწინებიდან რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. 




პეტრე ჩაიკოვსკის ქორწინება 19 დღეს გაგრძელდა, შემდეგ კომპოზიტორი მეუღლისგან უკანმოუხედავად გაიქცა.




ბეთჰოვენი მარტოხელა მამაკაცის ეტალონი გახლდათ. მის სახლში წიგნები და ნოტები საჭმლის ნარჩენებთან და ცარიელ ბოთლებთან ერთად ეყარა. 




მარტოხელა ისააკ ნიუტონი საჭმელს თავად იმზადებდა და ერთხელ, რაღაც მნიშვნელოვანზე ფიქრის დროს, ამ დიდმა ფიზიკოსმა და მათემატიკოსმა მდუღარე წყალში კვერცხის ნაცვლად, თავისი საათი ჩაუშვა. არსებობს მოსაზრება, რომ ფროიდის სუბლიმაციის თეორია ნიუტონმა ავსტრიელი ფსიქოლოგის დაბადებამდე დიდი ხნით ადრე აღმოაჩინა, ამიტომ მის ცხოვრებაში ქალების არსებობაზე თითქმის არავითარი ცნობები არ არსებობს. თავისი ცხოვრების ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად ნიუტონი სხეულზე სულის გამარჯვებას, ანუ ქალებთან ურთიერთობაზე უარის თქმას მიიჩნევდა. ნიუტონის ერთ-ერთი ბიოგრაფი წერდა: „მას, სამეცნიერო მუშაობის გარდა, არაფერი აინტერესებდა. არ დადიოდა თეატრებში და არ ესწრებოდა გასართობ ღონისძიებებს, ცხენით არ ჯირითობდა და არ ბანაობდა. ის არასოდეს დაქორწინებულა, რადგან ქალს შეეძლო, სამეცნიერო საქმიანობიდან მისი ყურადღება სხვა, გაცილებით უმნიშვნელო საქმეებზე გადაეტანა“.




ძველი ბერძენი ფილოსოფოსი დიოგენე კასრში ცხოვრობდა და ცივილიზაციის ყველა მიღწევას (ქორწინების ინსტიტუტის ჩათვლით) უარყოფდა.




„მოხარული ვარ, რომ თავი ავარიდე მექანიკურ მოძრაობას, რომელიც ყოველგვარ მეტაფიზიკურ აზრს მოკლებულია“, - ასე გამოხატა უკვე მოხუცმა ემანუელ კანტმა ქორწინების მიმართ თავისი დამოკიდებულება. ადამიანს, რომელიც მთლიანად ფილოსოფიით იყო დაკავებული და მიწიერი ვნებებისგან ძალიან შორს გახლდათ, მოსამსახურედაც კი მამაკაცი ჰყავდა დაქირავებული. „კანტი ცხოვრობდა მარტოხელა მამაკაცის მექანიკური, ზომიერი, თითქმის აბსტრაქტული ცხოვრებით“, - წერდა მის შესახებ ჰაინრიხ ჰაინე. ფილოსოფოსი კატეგორიული უარით პასუხობდა სასიყვარულო ურთიერთობაზე ქალების შეთავაზებას. ასე მოხდა 23 წლის ულამაზესი და გონებამახვილი მარია შარლოტას შემთხვევაშიც, რომელიც კანტს წლების მანძილზე სასიყვარულო წერილებს უგზავნიდა. ექვსწლიანი ლოდინის შემდეგ, როცა ფილოსოფოსისგან საპასუხო ბარათს ვერ ეღირსა, ქალმა გადაწყვიტა, ბერლინში ჩასულიყო და კანტთან შეხვედრა ეცადა, მაგრამ სასტიკად იმედგაცრუებული დარჩა - ფილოსოფოსმა შეხვედრაზე კატეგორიული უარი განაცხადა: „არ მგონია, რომ მშვენიერი სქესი რაიმე პრინციპებით ხელმძღვანელობდეს“. ასეთი იყო ფილოსოფოსის პასუხი.




ნიკოლოზ გოგოლის თითქმის ყველა ნაცნობი აღნიშნავდა, რომ მწერალი თითქმის მონასტრული, ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა, რასაც ვერც ერთი ქალი ვერ გაუძლებდა. „ის საერთოდ არ იცნობდა ქალებს. უფრო სწორად, მას არ ჰქონია ფიზიკური ლტოლვა ქალების მიმართ“, - აღნიშნა ვასილი როზანოვმა. თუ გოგოლის წერილებს ვენდობით, მას სასიყვარულო ურთიერთობის გაბმის ერთადერთი მცდელობა ჰქონდა, მაგრამ ანა ვიელგორსკაიას მშობლებისგან კატეგორიული უარი მიიღო. ამის შემდეგ გოგოლმა იმდენ ხანს და ისე კარგად დაივიწყა ქალების შესახებ, რომ ზოგიერთი მკვლევარი მწერლის დაფარულ ჰომოსექსუალიზმზე ალაპარაკდა, თუმცა ამის არანაირი დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს. საქმე ის გახლავთ, რომ გოგოლი ძალიან აფასებდა მამაკაცურ მეგობრობას, რაც მის ორიენტაციაში ეჭვის შეტანის საფუძვლად ნამდვილად არ გამოდგება.




ცნობილ დანიელ მეზღაპრეს ჰანს ქრისტიან ანდერსენს ახალგაზრდობაში შვედი მომღერალი იენი ლინდი შეუყვარდა, თუმცა სიყვარული ცალმხრივი აღმოჩნდა. იმედგაცრუებულმა მეზღაპრემ პირობა დადო, რომ ცოლს არასოდეს შეირთავდა, რაც შეასრულა კიდეც. ანდერსენმა საყვარელი ქალის სახე უკვდავყო ზღაპარში „ქალთევზა“.



ცნობილი ფიზიკოსი და გამომგონებელი ნიკოლა ტესლა იძულებული იყო, ქალებთან ურთიერთობაზე უარი ეთქვა, რადგან ფიქრობდა, რომ სექსუალური ურთიერთობები სამეცნიერო მუშაობას მოსწყვეტდა. მეცნიერის აზრით, ქალი პოეტის ან მხატვრის შემოქმედებითი აღმაფრენისთვის აუცილებელი იყო, მეცნიერს კი პირიქით, მუშაობაში ხელს შეუშლიდა. ქალის სიყვარული ტესლამ მტრედების სიყვარულში გადაიტანა და 30 წლის მანძილზე გამუდმებით მტრედების გამოსაკვებად დადიოდა. ერთხელ აღიარა კიდეც, რომ მას მტრედი ისე უყვარდა, როგორც მამაკაცს ქალი.



ჯეიმს ბიუკენენი ამერიკის შეერთებული შტატების ერთადერთი პრეზიდენტი იყო, რომელიც დაქორწინებული არასოდეს ყოფილა. სწორედ ბიუკენენს უნდა უმადლოდეს მსოფლიო ტერმინ „პირველი ლედის“ გამოჩენას. სწორედ ასე მოიხსენიებდნენ პრეზიდენტის მეგობარსა და თანაშემწეს მის ლეინს, რომელიც ოფიციალურ მიღებებსა თუ წვეულებებზე ბიუკენენს მხარს უმშვენებდა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?