ჟანა ფრისკეს აუსრულებელი ოცნება და ტრაგედია

სიყვარულის ისტორიები

8 აპრილი 12:00, 2017 წელი

2015 წლის 15 ივნისს, გვიან ღამით, ჯგუფი „Блестящие“-ს ყოფილი სოლისტი და მომღერალი ჟანა ფრისკე თავის ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა. თაყვანისმცემლებისთვის ის ლამაზი ქალი და საყვარელი მომღერალი იყო, ქმრისა და შვილისთვის კი - მოსიყვარულე ცოლი და დედა. ახლობლები იხსენებენ, რომ ჟანა მოახლოებულ ტრაგედიას საშინელი დიაგნოზის გაგებამდე გრძნობდა და სულ უფრო ხშირად საუბრობდა რელიგიასა და სიკვდილის შემდგომ ცხოვრებაზე.


გვარი - ფრისკე მომღერალს გერმანელი ბებიისგან ერგო. ბავშვობასა და სასკოლო ასაკში გოგონა ტანვარჯიშით, ცეკვითა და ბალეტით იყო გატაცებული, მაგრამ მამამისი შვილის მსახიობობაზე ოცნებობდა. ჟანა 14 წლის იყო, როცა კინოსინჯებზე მიიწვიეს, მაგრამ, როგორც კი გაიგო, რომ უცნობი ბიჭისთვის უნდა ეკოცნა, გოგონამ ფილმში გადაღებაზე უარი თქვა და სახლში დაბრუნდა.


სკოლის დამთავრების შემდეგ, მომავალმა მომღერალმა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩაბარება სცადა, თუმცა პირველივე გამოცდაზე ჩაიჭრა. ფარ-ხმალი არ დაუყრია და მალე მოსკოვის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა, მაგრამ ღამის კლუბში ახლად შექმნილი ჯგუფი „Блестящие“-ს პროდიუსერი ანდრეი გროზნი გაიცნო და უნივერსიტეტში სწავლა მიატოვა.


გროზნიმ ფრისკეს ჯერ ქორეოგრაფად მუშაობა, შემდეგ კი მეოთხე სოლისტი გოგონას ადგილი შესთავაზა. მალე ჟანას ვარსკვლავური კარიერა დაიწყო, თუმცა ტელეშოუებში მონაწილეობა, გასტროლები, თაყვანისმცემლებით სავსე სტადიონები და წამყვან ჟურნალებში ფოტოსესიები ძალიან დამღლელი იყო.


ერთ-ერთი ინტერვიუში მომღერალი იხსენებდა, რომ ზოგჯერ თვეში 54 კონცერტის ჩატარება უწევდათ, რაც დღეში სამ კონცერტს ნიშნავდა და დაღლილობისგან ფეხზე ვეღარ იდგნენ.
სწორედ ამ პერიოდში, ჟანა საყვარელმა ადამიანმა მიატოვა, რაც ძალიან მძიმედ გადაიტანა. ამ შემთხვევის შემდეგ, ფრისკე ძალიან დიდხანს გაურბოდა მამაკაცებს. ჟურნალისტების დაჟინებულ კითხვებზე მხოლოდ მხრებს იჩეჩდა და ამბობდა: მე თავისუფლება მიყვარს და არ მსურს, მამაკაცმა ჩემზე იმბრძანებლოს. სულის სიღრმეში კი ქმარზე, შვილებსა და მყუდრო ოჯახზე ოცნებობდა.


ერთ მშვენიერ დღეს ჟანას ყველაფერი მობეზრდა, ჯგუფიდან წავიდა და სოლო კარიერა დაიწყო, რამაც მომღერალს მეტი პოპულარობა მოუტანა. მისი სიმღერები გამოსვლისთანავე ჰიტდებოდა, ჟანას ვიდეორგოლებს კი ყველა არხზე აჩვენებდნენ. ყოველდღიურობაში კი სადა და შეუმჩნეველი იყო. არ იყენებდა კოსმეტიკას და უბრალო, სპორტული ტანსაცმლით სიარული უყვარდა.


მუსიკალური კარიერის პარალელურად, კინოშიც იღებდნენ. მისი კინოდებიუტი მისტიკურ-მაგიურ ფილმ „ღამის მეთვალყურეში“ შედგა. ჟანას ძალიან მოსწონდა კინოში გადაღებები, თუმცა დღეს ბევრი ადამიანი ჟანას ტრაგიკულ სიკვდილს სწორედ ამ კინოფილმს უკავშირებს.
ამბობენ, რომ ბნელ ძალებზე გადაღებულმა ფილმმა მსახიობების ბედზე საბედისწეროდ იმოქმედა, პროექტის რამდენიმე მონაწილეს უბედურება დაატყდა თავს - ჟანა ფრისკე, კონსტანტინე ხაბენსკის ცოლი და გოშა კუცენკოს დედა თავის ტვინის სიმსივნეს შეეწირნენ. უეცრად გარდაიცვალნენ არტისტები ვალერი ზოლოტუხინი და რიმა მარკოვა.
უმძიმესი პერიოდი გაიარა ალექსეი ჩადოვმა.
თუმცა, თავიდან ყველაფერი სხვაგვარად ჩანდა.



კინოში გადაღებების საინტერესო პერიოდს დიდი სიყვარული მოჰყვა. 
2011 წლის ბოლოს, ვარსკვლავურ კულუარებში დაიწყეს ჩურჩული, რომ მომღერალი ჟანა ფრისკე ტელეწამყვან დიმიტრი შეპელევს ხვდება, თუმცა წყვილი სასიყვარულო კავშირს უარყოფდა და ურთიერთობას მეგობრულს უწოდებდა. მალე მომღერლის ცხოვრების სტილი და ქცევები რადიკალურად შეიცვალა. კონცერტების რაოდენობაც მკვეთრად შეამცირა. ვარსკვლავური რომანის საიდუმლო 2013 წლის თებერვალში გაცხადდა, როცა ფეხმძიმე ჟანა ფრისკე ერთ-ერთი გამოცემის ექსკლუზიურ ფოტოსესიაში გამოჩნდა და შეპელევთან რომანზე გულახდილად ისაუბრა.
„ბოლოს და ბოლოს ახდა, რაზეც დიდხანს ვოცნებობდი. ერთად კარგად და კომფორტულად ვგრძნობთ თავს. ზედმეტი სტრესებისა და ურთიერთობების გარკვევების გარეშე“, - გამოუტყდა ჟანა ჟურნალისტებს.


2013 წლის 7 აპრილს მომღერლის თაყვანისმცემლებმა გაიგეს, რომ ჟანას ბიჭუნა შეეძინა, რომელსაც შეყვარებულებმა პლატონი დაარქვეს. როგორც გაირკვა, წყვილი დაქორწინებას ბავშვის გაჩენის შემდეგ აპირებდა, მაგრამ ამ ოცნებას აღსრულება არ ეწერა.  
ჯერ კიდევ ფეხმძიმობის დროს, ექიმებმა მომღერალს ყველაზე საშიში ფორმის ტვინის სიმსივნის - გლიოპლასტომას მეოთხე სტადია დაუდგინეს. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ოპერაციული გზებით ასეთი სიმსივნის ამოკვეთა შეუძლებელია.


დიაგნოზის გაგებისას ჟანამ გაბედული გადაწყვეტილება მიიღო და ქიმიოთერაპიაზე უარი თქვა, რადგან ბავშვის ჯანმრთელობა არ დაზარალებულიყო. მალე საშინელი დიაგნოზი ჟანას ახლობლებმაც დაადასტურეს.


ბოლო ორი წლის მანძილზე მომღერლის ჯანმრთელობას მთელი ქვეყანა სუნთქვაშეკრული ადევნებდა თვალს. მისი მკურნალობისთვის 60 მილიონ რუბლზე მეტი შეგროვდა. მომღერლის სურვილით, თანხის უდიდესი ნაწილი ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობისთვის გადაირიცხა. ყველა სასწაულს ელოდა, რომელიც არ მოხდა.
თავგანწირული ბრძოლის მიუხედავად, ჟანა ავადმყოფობას ვერ მოერია და 2015 წლის იანვარში თავის სახლში გარდაიცვალა.



ჟან ფრისკეს სიკვდილი რომ გაიგო, პროდიუსერმა და ტელეწამყვანმა სერგეი მაიოროვმა „ფეისბუკის“ გვერდზე დაწერა: „მან შეგნებულად არჩია ბავშვის სიცოცხლე და ამით საკუთარი სიცოცხლე შეამოკლა. არ მოუსმინა ექიმებს, რადგან უყვარდა და სურდა, დედა გამხდარიყო“.


საბედისწერო ავადმყოფობამდე ერთი წლით ადრე, ჟანა ფრისკემ ერთ-ერთ გადაცემაში სიბერეზე დასმულ კითხვას ასე უპასუხა: „სიბერესთან შეხვედრა კარგი იქნებოდა სადმე, ოკეანის ნაპირას, სადაც ყოველთვის კარგი ამინდია, სადაც ზღვის ტალღები ნაპირს ეხეთქებიან და ცუდი მოგონებები უკან მიაქვთ. ალბათ, ამ დროისთვის, მომღერალი არ ვიქნები. რა ვქნა, 60 წლისა თავი სცენაზე ვერ წარმომიდგენია, მაგრამ აუცილებლად მეყოლება ბევრი შვილი, შვილიშვილი და ალბათ, შვილთაშვილიც...“
სამწუხაროდ, ოცნებებს ზოგჯერ ასრულება არ უწერია.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?