ტყვე ბიჭისა და გერმანელი ოფიცრის ქალიშვილის დაუჯერებელი სიყვარულის ამბავი

სიყვარულის ისტორიები

6 მაისი 12:00, 2017 წელი

ამბობენ, რომ სიყვარული ომს ჰგავს. ქვემოთ მოთხრობილი ამბავი კი ომში სიყვარულს ეძღვნება, რომელმაც ბარიკადების სხვადასხვა მხარეს მყოფნი - ოსვენციმის ბანაკის ტყვე ბიჭი და გერმანელი ოფიცრის ქალიშვილი ერთმანეთთან დააკავშირა.

ომის შემდგომ პერიოდში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა ფოტო, რომელზეც ტყვე ჯარისკაცი გამომწვევად შეჰყურებს მესამე რაიხის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფაშისტს, გერმანიის ბოროტ გენიად შერაცხულ ჰაინრიხ ჰიმლერს. სამხედრო ტყვე ინგლისელი ჰორაციო გრისლია, რომელმაც საყვარელი ქალის გამო 200-ჯერ მოახერხა გაპარვა, თუმცა ყოველ ჯერზე უკან დაბრუნდა.


როცა საკონცენტრაციო ბანაკის ტყვე, 20 წლის ჰორაციო გრისლი 17 წლის როზი რაუხბახს შეხვდა, ლამაზ პრინცს ჰგავდა, რომელსაც ცხენი მოუკლეს, მახვილი წაართვეს და დილეგში ჩააგდეს. საკონცენტრაციო ბანაკის ქვის სამტეხლოს უფროსის ქალიშვილი ბანაკის ადმინისტრაციაში თარჯიმნად მუშაობდა, ტყვე ჯარისკაცი კი ყოველდღე სიკვდილს ელოდა...


თავიდან ერთმანეთი თვალებით უყვარდათ, შემდეგ კი მათი საიდუმლო შეხვედრები დაიწყო...
ჰორაციო ეროვნებით ინგლისელი ახალგაზრდა იყო, რომელიც ჩეხოსლოვაკიაში პარიკმახერად მუშაობდა. როცა ჰიტლერმა ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა, ჰორაციო ფრონტზე მოხალისედ წავიდა. შვიდკვირიანი სწავლების შემდეგ, ბატალიონთან ერთად, საომარ მოქმედებებში ჩაერთო, მაგრამ რამდენიმეთვიანი ბრძოლის შემდეგ, ტყვედ ჩავარდა.


გრისლი ქალაქ ლამბოვნიცას სამხედრო ტყვეებისთვის განკუთვნილ ბანაკში გადაიყვანეს, სადაც წარმოუდგენელი რამ მოხდა - ტყვეს, რომელიც ყოველ წუთს სიკვდილს ჩაჰყურებდა თვალებში, გერმანელი ოფიცრის ქალიშვილი შეუყვარდა. მათ შორის ბობოქარი და სახიფათო რომანი გაჩაღდა. შეყვარებულები ერთმანეთს ბანაკის ტერიტორიაზე, მიტოვებულ სახელოსნოებში ხვდებოდნენ.
ამ რომანის შესახებ ჰორაციოს ყველა ტყვე მეგობარმა იცოდა. ისინი შეყვარებულების სიახლოვეს ტრიალებდნენ და საფრთხის მოახლოებისას, მეგობარს აფრთხილებდნენ.


ყველა ხვდებოდა, რომ ამბის გამჟღავნების შემთხვევაში, სიკვდილს ვერც ჰორაციო და ვერც მისი მეგობრები ვერ გადაურჩებოდნენ, მაგრამ სიყვარული და ახალგაზრდული ვნება სიკვდილის შიშზე ძლიერი აღმოჩნდა. ტკივილნარევი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა - ტყვეები ოსვენციმში გადაიყვანეს და შეყვარებულები ერთმანეთს დააშორეს.


ამ დღის შემდეგ ახალგაზრდა ჯარისკაცის გონება მხოლოდ ბანაკიდან გაქცევის და როზის ნახვის ფიქრით იყო მოცული. რამდენიმე დღეში ჰორაციო დარდისა და მონატრებისგან საშინლად გახდა. ბოლოს კი ტირილს თავი დაანება და თავისი დაუჯერებელი და ძალიან სახიფათო გეგმის შესრულებას შეუდგა - მეგობრებთან ერთად, ბანაკის გალავნის ქვეშ გვირაბის თხრა დაიწყო. ჰორაციომ ფანჯრის ცხაურზე დამაგრებული რკინის გისოსების გადახერხვა და მათი ხის მულაჟით შეცვლა მოახერხა. შემდეგ ბანაკიდან გააღწია და საყვარელ ქალთან აღმოჩნდა.


ტყვეების მეგობრობა და მამაკაცური სოლიდარობა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ საიდუმლო გვირაბით არც ერთ სხვა ტყვეს არ უსარგებლია, რათა ჰორაციოს საიდუმლო არ გაცხადებულიყო და შეყვარებულისკენ სავალი გზა არ ჩაკეტვოდა.
ჰორაციომ სიკვდილის ბანაკიდან 200-ჯერ მოახერხ გაპარვაა. დაბრუნებისას, ერთგული მეგობრებისთვის როზის გამოტანებული საჭმელი და პირველადი საჭიროების ნივთები მოჰქონდა. ერთხელ მან რადიოს დეტალები მოიტანა, რომლითაც ტყვეებმა რადიომიმღების აწყობა და „ბი-ბი-სის“ გადაცემების მოსმენა შეძლეს.


რა თქმა უნდა, ბანაკიდან გასულ გრისლის თავისუფლად შეეძლო უახლოეს ნეიტრალურ ქვეყანაში გადასვლა, მაგრამ ხვდებოდა, რომ ამით როზისა და მეგობარ ტყვეებს სასიკვდილო განაჩენს გამოუტანდა, ამიტომ გაქცევაზე არც უფიქრია.


ოსვენციმის ტყვესა და გერმანელი გოგონას სიყვარულის ისტორია მთელი ომის მანძილზე გრძელდებოდა. ერთადერთი, რამაც ეს სახიფათო მიმოსვლა შეწყვიტა, ომის დასრულება იყო. განთავისუფლებული ჰორაციო ინგლისში გაემგზავრა, თავის ძველ საქმიანობას დაუბრუნდა და პარიკმახერობა დაიწყო. მოგვიანებით კი სატვირთო მანქანებით გადაზიდვის კომპანიაში დაიწყო მუშაობა.


ყოფილმა ტყვემ თავის ოჯახს, რომლის წევრებიც მშობლიურ იბსტოკში დღემდე ცხოვრობენ, ყველაფერი უამბო და საყვარელი ქალის ინგლისში ჩასვლას, მათთან ერთად, მოუთმენლად ელოდა, მაგრამ მათ ერთად ყოფნა აღარ ეწერათ. მალე ჰორაციომ მიიღო ბარათი, რომლითაც ატყობინებდნენ, რომ როზი მშობიარობას გადაყვა და დედასთან ერთად, ახალშობილიც დაიღუპა.


წლების შემდეგ სიკვდილის ბანაკის ყოფილმა ტყვემ საკუთარი ტაქსოპარკი გახსნა. ის წარმატებული და ხალისიანი ადამიანი იყო, თუმცა როზის დავიწყება დიდხანს ვერ შეძლო და მხოლოდ 60 წლის ასაკში დაქორწინდა.


ჰორაციუსმა, ცოლთან ერთად, სიბერის წლები ესპანეთში გაატარა, სადაც ომის დროს განვლილი და განცდილი წლები ფურცელზე გადაიტანა. 
2008 წელს გამოვიდა მისი ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელშიც დაწვრილებით აღწერა ომის წლები და თავისი უჩვეულო სიყვარულის ისტორია. წიგნი, სახელად „გალობს თუ არა ჯოჯოხეთში იადონი?“, მაშინ გამოვიდა, როცა ოსვენციმის ყოფილი ტყვე თავის 90 წლისთავს აღნიშნავდა.


როგორც მოგვიანებით ინტერვიუში თქვა, წიგნი როზის სახელის უკვდავსაყოფად დაწერა. უშიშარი სამხედრო ტყვე 2010 წელს, ესპანეთში გარდაიცვალა.
ამ დროს ჰორაციო გრისლი 91 წლის იყო.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?