„ბედის ირონია“ - ვინ არის რეალურ ცხოვრებაში მთავარი გმირის ერთადერთი ქალი?

სიყვარულის ისტორიები

6 იანვარი 12:00, 2018 წელი

„ბედის ირონია, ანუ გაამოთ“ - ახალი წელი ამ ფილმის გარეშე ბევრისთვის წარმოუდგენელია. რეჟისორ ელდარ რიაზანოვის საკულტო საბჭოთა საახალწლო ფილმი 1975 წელს გამოვიდა და მას შემდეგ ჟენიასა და ნადიას ისტორიას მნახველი არ მოჰკლებია. ანდრეი მიაგკოვი კი რეალურ ცხოვრებაშიც ისეთივე შეყვარებული და რომანტიკული ადამიანია, როგორი იმიჯიც მან ჟენიას როლით შეიქმნა.

მსახიობი ცოლ-ქმრის ბევრი ოჯახი ვერ დაიტრაბახებს, რომ „ოქროს ქორწილამდე“ მიაღწია, თუმცა, გამონაკლისი ყველგან და ყოველთვის არსებობს.
ანდრეი მიაგკოვისა და ანასტასია ვოზნესენსკაიას ბედნიერი ქორწინება ნახევარ საუკუნეზე მეტია გრძელდება. მიაგკოვს ბევრჯერ უთქვამს, რომ ამ წლების მანძილზე მისი ცხოვრების ერთადერთი ქალი მეუღლე იყო და მის სიტყვებში ტყუილის ნატამალი არ ურევია.

მათი რომანი სტუდენტობის წლებში დაიწყო და ლამაზი ზღაპრის სიუჟეტს ჰგავს, რომელიც დღემდე გრძელდება. მსახიობებმა საკუთარი სამყარო შექმნეს, სადაც მოკრძალებულად ცხოვრობენ და ერთმანეთისა და თეატრის გარეშე არსებობა ვერც კი წარმოუდგენიათ.

ანდრეი მიაგკოვმა და ანასტასია ვოზნესენსკაიამ ერთმანეთი მოსკოვის დრამატული თეატრის სტუდიაში სწავლის დროს გაიცნეს.
თუ „ბედის ირონიაში“ მიაგკოვის გმირი მოსკოველია, რომელიც ლენინგრადში ჩადის და ლენინგრადელი ქალი უყვარდება, რეალურ ცხოვრებაში პირიქით მოხდა - ლენინგრადელი მიაგკოვი მოსკოვში ჩავიდა და მოსკოველი გოგონა შეუყვარდა.
ანდრეი კურსზე ყველაზე უფროსი იყო, ანასტასია კი - ყველაზე უმცროსი და თანაც მზეთუნახავი, რომელსაც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. თავიდან გოგონა ანდრეის მომაჯადოებელმა სიმღერებმა, შემდეგ მისი სიარულის მანერამ მოხიბლა და ბოლოს მიხვდა, რომ ამ ადამიანის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო.
ისინი ქუჩაშიც, რეპეტიციებზეც და სტუდენტურ სასადილოშიც ერთად დადიოდნენ და თანდათან, ანდრეი გოგონასთვის ყველაზე საჭირო, ერთგულ და საიმედო ადამიანად იქცა, რომელიც ყველა პრობლემისა და გასაჭირისგან იხსნიდა.
წყვილი მეორე კურსზე სწავლის დროს დაქორწინდა და მას შემდეგ, ერთმანეთს არასოდეს დაცილებია.

1965 წელს ერთად მივიდნენ თეატრ „სოვრემენნიკში“ და 1977 წელს ერთად გადავიდნენ მოსკოვის დრამატულ თეატრში, სადაც დღემდე მუშაობენ.

1976 წელს, „ბედის ირონიის“ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, ანდრეი მიაგკოვი საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და პოპულარული მსახიობი გახდა. მისი გმირი - მორიდებული და მოუხერხებელი ჟენია ლუკაშინი მაყურებლისთვის საოცრად ახლობელი აღმოჩნდა. 
ერთი წლის შემდეგ, ფილმ „სამსახურებრივ რომანში“ ანატოლი ნოვოსელცევის როლით მიაგკოვმა დიდებისკენ ტრიუმფალური სვლა განაგრძო.

მსახიობი კინოში უბრალო, ყველასთვის გასაგები და დაბნეული ადამიანების როლს ასრულებდა, თუმცა ცხოვრებაში რადიკალურად განსხვავებულია და რთული სიტუაციიდან ვირტუოზულად გამოსვლა შეუძლია. მიაგკოვი ოჯახში ყოველთვის უპირობო ლიდერი გახლავთ და ანასტასია მის გვერდით თავს ისევ სიფრიფანა სტუდენტ გოგონად გრძნობს, რომელსაც მზრუნველი და საიმედო დამცველი ჰყავს.

კოლეგებისგან განსხვავებით, მიაგკოვი გასტროლებზეც ცოლთან ერთად დადიოდა.
კოლეგები აღნიშნავენ, რომ მიაგკოვი დღესაც შეყვარებული ბიჭივით ცხოვრობს,  ცოლთან ხელჩაკიდებული დასეირნობს და ამ დროს გარშემო ვერავის ამჩნევს.

მსახიობების წყვილს არ უყვარს მედიაში გამოჩენა, ინტერვიუების მიცემა და კატეგორიულ უარს ამბობს პირადი ცხოვრების აფიშირებაზე. რუსი ჟურნალისტები წერენ, რომ ისინი სტუმრად არავის იწვევენ და კარჩაკეტილად ცხოვრობენ, რადგან უბრალო და მოკრძალებული ბინის ჩვენების რცხვენიათ.
სინამდვილეში, მსახიობების ჩაკეტილობის მიზეზი ისაა, რომ სახლი მათი ყოვლისმომცველი სიყვარულის ციხესიმაგრეა, სადაც უცხოს შესვლა აკრძალულია.

ანასტასია ვოზნესენსკაია 22 ფილმშია გადაღებული: „მაიორი ვიხრი“, „გარაჟი“ (ალბათ, გახსოვთ ბაზრის დირექტორის პრეტენზიული ცოლი), „ძველი ვალები“, „ვაგზალი ორისთვის“ და სხვ.
ანდრეი მიაგკოვის ფილმოგრაფია კი 46 ფილმს ითვლის: „ბედის ირონია“, „სამსახურებრივი რომანი“, „გარაჟი“, „ძმები კარამაზოვები“, „სასტიკი რომანსი“...

ამბობენ, რომ მიაგკოვი რეჟისორებს ხშირად უყენებდა ასეთ პირობას: თუ ფილმში მის ცოლს თუნდაც ეპიზოდურ როლს არ მისცემდნენ, იმ ფილმში არც თავად მიიღებდა მონაწილეობას.

დღის ჰოროსკოპი

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

შეამოწმეთ, არის თუ არა თქვენში თავადის გენი!

თავადაზნაურობა ყოველთვის გამორჩეული იყო უნიკალური შინაგანი თვისებებით, რომლებიც დროთა განმავლობაში არ ხუნდება და უცხო პირობებშიც არ იკარგება. მათი არც სწავლა შეიძლება და არც დავიწყება. თქვენ ან გაქვთ ეს თვისებები, ან არ გაქვთ.
კინო

ვინ არის ეს უცნობი ქალი მსოფლიო ვარსკვლავების გვერდით?

ბელგიაში ერთ-ერთ ბუკინისტურ მაღაზიაში იპოვეს ფოტოალბომი, ძალიან ბევრი ფოტოთი. თითქოს არაფერია უცნაური, მაგრამ ყველა ფოტოზე აღბეჭდილია ერთი და იგივე ქალბატონი, რომელთანაც პლანეტის ცნობილი ადამიანები პოზირებენ!
დღის ჰოროსკოპი

16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

არისტოკრატების საუზმე - ერბოკვერცხი „ორსინი“ (2 რეცეპტი)

ერბოკვერცხის მომზადების სრულიად გენიალური ხერხი დიდი იმპრესიონისტის კლოდ მონეს რეცეპტების წიგნიდან!
დღის ჰოროსკოპი

15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
FUN-ტესტი

გაიგეთ, ვინ იყავით წინა ცხოვრებაში და გამოასწორეთ შეცდომები

ამისთვის გაიარეთ ეს მარტივი ტესტი - დაუფიქრებლად აირჩიეთ ერთ-ერთი საათი, ოღონდ ამ დროს მხოლოდ საკუთარ ინტუიციას დაეყრდენით. მხოლოდ ასე მიიღებთ ზუსტ შედეგს.
დღის ჰოროსკოპი

14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

6 ნივთი, რომელიც ხელს უშლის კეთილდღეობას - როგორც სახლში, ასევე კომპანიების ოფისებში!

თავისთავად ნეგატიური და პოზიტიური ნივთი არ არსებობს, მაგრამ არასწორად განლაგებით, როგორც ფენ-შუი განმარტავს, ნივთებმა შესაძლოა კეთილდღეობას, ურთიერთობებს, ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას...  
ამბები

 „სმარტი“ ზუგდიდში მეორე სუპერმარკეტს ხსნის

სუპერმარკეტი „სმარტი“ რეგიონულ განვითარებას განაგრძობს და ზუგდიდში, აღმაშენებლის ქ #89-ში მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე ახალ სუპერმარკეტს ხსნის.
დღის ჰოროსკოპი

13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

12 თებერვალი ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?