თვითმკვლელობათა იდუმალი ჯაჭვი - რატომ იკლავდნენ თავს დალიდას საყვარელი მამაკაცები?

სიყვარულის ისტორიები

13 იანვარი 12:00, 2018 წელი

17 იანვარს სახელგანთქმულ ფრანგ მომღერალს 84 წელი შეუსრულდებოდა. ის ცნობილი და წარმატებული ქალი გახლდათ, თუმცა მთელი ცხოვრება უბედურების აჩრდილი სდევდა: სამმა მამაკაცმა, რომლებიც უყვარდა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საბოლოოდ თავადაც 1987 წელს საძილე აბების სასიკვდილო დოზა მიიღო. 

დალიდა (ნამდვილი სახელი იოლანდა კრისტინა ჯილიოტი) 1933 წელს, ქაიროში დაიბადა.
მამამისი იტალიელი იყო, დედა კი - ფრანგი. ბავშვობაში იოლანდას თვალებზე რამდენიმე ოპერაცია გაუკეთეს, რის გამოც მთელი ცხოვრება მხედველობის პრობლემები აწუხებდა.

ის ნამდვილი მახინჯი იხვის ჭუჭული იყო: დაწყებით კლასებში სწავლის დროს, სიელმის გამო დასცინოდნენ, ხოლო 21 წლისამ სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა და „მის ეგვიპტე“ გახდა. 

სასცენო ფსევდონიმად გოგონამ თავდაპირველად, ბიბლიური პერსონაჟის დალილას სახელი აირჩია, რომელიც ებრაელთა ლეგენდარული გმირისა და უძლიერესი გოლიათის სამსონის დაღუპვის მიზეზად იქცა. მოგვიანებით, მომღერალმა სახელის მეორე ასო შეცვალა და დალიდა დაირქვა, თუმცა ბედისწერის შეცვლა ვეღარ შეძლო.
თავად მომღერალიც და მისი ბიოგრაფებიც მიიჩნევდნენ, რომ სწორედ ეს ფსევდონიმი გახდა მისთვის საბედისწერო - მისი ცხოვრებიდან ერთმანეთის მიყოლებით მიდიოდნენ მამაკაცები, რომლებიც უყვარდა...
 
სწორედ დალიდას სახელით გაიცნო მომღერალი პარიზმა, სადაც გოგონა ვოკალს სწავლობდა და მუსიკალურ კონკურსებში მონაწილეობდა.
ახალგაზრდა მომღერალი რადიოსადგური „Europe 1“-ის მუსიკალურმა დირექტორმა ლუსიენ მორისმა შენიშნა და ერთობლივი მუშაობა შესთავაზა. მალე დალიდამ სიმღერა „ბამბინო“ ჩაწერა, რომელიც გამოსვლისთანავე, სუპერჰიტად იქცა.
ამ პერიოდიდან დალიდას, როგორც მომღერლის სწრაფი აღმაფრენა იწყება.

ხუთწლიანი რომანტიკული ურთიერთობების შემდეგ მომღერალი ცოლად ლუსიენ მორისს გაჰყვა, მაგრამ ქორწინებამ დიდხანს არ გასტანა. ერთ-ერთი გასტროლის დროს დალიდამ მხატვარი ჟან სობესკი გაიცნო და მასთან რომანი გააჩაღა. მორისმა ცოლს ღალატი არ აპატია და გასცილდა, თუმცა, სიცოცხლის ბოლომდე მასთან მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნა.

1967 წელს დალიდას ცხოვრებაში პირველი ტრაგედია მოხდა. სან-რემოს მუსიკალურ ფესტივალზე მომღერალმა შეყვარებულთან და მომავალ ქმართან, ახალგაზრდა იტალიელ მომღერალთან ლუიჯი ტენკოსთან ერთად, დუეტი შეასრულა. მათი სიმღერა „Ciao amore ciao“ (მშვიდობით სიყვარულო, მშვიდობით) ფინალში ვერ მოხვდა. ამბიციურმა ლუიჯიმ წარუმატებლობა ვერ გადაიტანა და კონკურსის შედეგების გაგებისთანავე იარაღიდან გასროლით თავი მოიკლა.
თვითმკვლელობა დალიდამაც სცადა, თუმცა მაშინ მისი გადარჩენა მოხერხდა. წარუმატებელი სუიციდის შედეგები მომღერლის ჯანმრთელობაზე აისახა და სმენის ნაწილობრივი დაქვეითება და მეხსიერების გაუარესება გამოიწვია.

ამ ურთულეს პერიოდში, ყოფილი ქმარი ლუსიენ მორისი დალიდას გვერდით იყო და დეპრესიის დაძლევაში ეხმარებოდა.  
საბოლოოდ, სულიერი წონასწორობის აღსადგენად, მომღერალმა ინდოეთში მოგზაურობა გადაწყვიტა, საიდანაც დასვენებული, ოპტიმიზმით სავსე დაბრუნდა. მან ირწმუნა, რომ მისი ცხოვრების აზრი სიმღერასა და ადამიანებისთვის სიხარულის მინიჭებაში მდგომარეობდა, მაგრამ 1970 წელს ახალი ტრაგედია ელოდა...

ლუსიენ მორისმა, რომელიც მომღერალს გვერდიდან არ სცილდებოდა, შემთხვევით გაიგო, რომ განუკურნებელი სენი სჭირდა და თავი მოიკლა. დალიდამ ეს დანაკარგი მძიმედ განიცადა და რამდენიმე თვე სცენაზე აღარ გამოჩენილა.

1971 წლიდან მომღერლის კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყო. ფრანგ მსახიობთან, ლეგენდარულ ალენ დელონთან დუეტში სიმღერა „Paroles, paroles“ შეასრულა და ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მომღერლად იქცა.

მომღერლის სახელი აღმოსავლეთის ქვეყნებშიც გაიგეს. 1977 წელს დალიდამ ეგვიპტური ხალხური სიმღერა „Salma ya Salama“ ჩაწერა და სახელი არაბულ ქვეყნებშიც გაითქვა. თითქოს, პირად ცხოვრებაშიც ბედნიერების ნაპერწკალი გაჩნდა - მომღერალი თავის უკანასკნელ სიყვარულს, ფრანგ მხატვარს რიშარ შანფრეს ცოლად გაჰყვა. წყვილმა ერთად ცხრა წელი გაატარა და უმნიშვნელო კინკლაობის გამო დასცილდა. ქმართან დაშორებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მომღერალმა გაიგო, რომ გაკოტრებულმა და ვალებში ჩავარდნილმა მხატვარმა თავი მოიკლა. ამ ამბავმა დალიდა საბოლოოდ გატეხა.

1986 წელს მომღერალი გადაიღეს ეგვიპტელი რეჟისორის ფილმში „მეექვსე დღე“.
ფილმს უზარმაზარი წარმატება ხვდა წილად, მაგრამ დალიდა მარტოობასა და დეპრესიას ებრძოდა. თავის უზარმაზარ სახლში ის სრულიად მარტო ცხოვრობდა და ერთხელაც, ნერვებმა ვერ გაუძლო...
1987 წლის 3 მაისს 54 წლის მომღერალმა საძილე აბების სასიკვდილო დოზა მიიღო და ვისკი დააყოლა.
„ცხოვრება აუტანელი გახდა. მაპატიეთ“, - ეწერა მის უკანასკნელ ბარათში.

საფრანგეთში დალილას პოპულარობა მომღერლის გარდაცვალების შემდეგაც არ შესუსტებულა.
ერთ-ერთმა სამეცნიერო გამოცემამ გამოკითხვა ჩაატარა იმის გასარკვევად, რომელმა ისტორიულმა თუ თანამედროვე პირმა მოახდინა ფრანგ საზოგადოებაზე ყველაზე დიდი გავლენა.
გაირკვა, რომ დალილა ყველაზე პოპულარული ფრანგების სიაში, შარლ დე გოლის შემდეგ, მეორე ადგილზე იყო.
ჟანა დ’არკის, სარა ბერნარის და ედიტ პიაფის შემდეგ, დალიდა მეოთხე ქალია, ვისაც პარიზში ქანდაკება დაუდგეს.

დღის ჰოროსკოპი

22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

კარტოფილი ბადრიჯნით - არასტანდარტული და გემრიელი

შემწვარი კარტოფილისა და ბადრიჯნის ეს ვარიაცია გემოთი საოცრად ჰგავს სოკოს.
დღის ჰოროსკოპი

21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

12 როლი, რომლებიც ვარსკვლავებს ბედნიერებადაც ექცათ და წყევლადაც

ზოგიერთი მსახიობი ერთი რომელიმე როლის მძევალი ხდება და მაყურებლისთვის მუდმივად ამ გმირთან ასოცირდება. თავიანთი პროფესიონალიზმის წყალობით ისინი სხვა პერსონაჟებსაც ვირტოუზულად ძერწავენ, მაგრამ ჩვენთვის რენე ზელვეგერი მაინც ბრიჯიტ ჯონსია, კოლინ ფერტი კი - მისტერ დარსი.
საკნატუნო ამბები

ინტიმური ფოტოდღიური (+18)

ჩრდილებისა და სხივების ურთიერთობა სხეულზე - გამოცდილი ფოტოგრაფის გასაოცარი ექსპერიმენტი, რომელმაც შესანიშნავად გადმოსცა საკუთარი ფანტაზიები.  
დღის ჰოროსკოპი

20 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

კინოს მაგია: 16 დაუჯერებელი კადრი გადასაღები მოედნიდან

თანამედროვე სპეცეფექტებით განებივრებულებს საერთოდ აღარ გვახსოვს, როგორ ართმევდნენ თავს ამ რთულ ამოცანას კინოდეკორატორები და რეჟისორები წარსულში, თანამედროვე პროგრამების გარეშე. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ნამდვილი მაგიაა.
დღის ჰოროსკოპი

19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში ტურიზმის ხელშესაწყობად საინფორმაციო კამპანიას იწყებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და  „ვისოლ ჯგუფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
კულინარია

ქათმის ფრთები ახალი კარტოფილითა და შავი ქლიავის ჩირით - გემრიელი, ნოყიერი და იოლი

ამ კერძს არ სჭირდება რაიმე განსაკუთრებული სახელწოდება, მისი ზომიერად მოტკბო გემოც დიდხანს გაგყვებათ და არაერთხელ მოგინდებათ მისი მომზადება.
საკნატუნო ამბები

სიშიშვლე, რომელიც მგრძნობიარე ფანტაზიებს გაგიღვიძებთ (+18)

ამას ყველაზე ცივსისხლიანი ადამიანიც კი ვერ შეხედავს გულგრილად!  
დღის ჰოროსკოპი

18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?