10 წლით სხვენზე ჩაკეტილი საყვარელი და მკვლელობა, რომელიც დაუსჯელი დარჩა

სიყვარულის ისტორიები

27 იანვარი 12:00, 2018 წელი

ამ სკანდალური ამბის „გმირი“ ქალია. ის ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო და დახლართული დანაშაულის ავტორი. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ქალს ქმრისგან ყურადღება აკლდა...

ეს ამბავი მე-20 საუკუნის 20-იან წლებში მოხდა.
დოლი ოსტერაიხი 30 წელს გადაცილებული ქალი იყო. მისი ქმარი ფრედი ოსტერაიხი ფაიფურის მწარმოებელი ფაბრიკის მფლობელი გახლდათ.

მამაკაცი მთლიანად ჩაფლული იყო თავის საქმეში, თავისუფალ დროს კი ლუდის ბარებში ატარებდა. სახლში მარტო დარჩენილი და მოწყენილი დოლი თავს საოჯახო საქმიანობით ირთობდა. ასე გრძელდებოდა, სანამ დოლის საკერავი მანქანა არ გაფუჭდა. მანქანის შესაკეთებლად ქმარმა სამსახურიდან სახლში ნაცნობი ხელოსანი, 17 წლის ოტო სანჰუბერი გაგზავნა.

ოსტერაიხების სახლში მისული ყმაწვილი გაოგნებული დარჩა, როცა კარი გამჭვირვალე საღამურში გამოწყობილმა დიასახლისმა გაუღო. აშკარა იყო, რომ ქალს საკერავი მანქანის შეკეთებაზე მეტად, სხვა სახის დახმარება სჭირდებოდა...
 
ასე დაიწყო საიდუმლო სასიყვარულო ურთიერთობა, რომელიც ათ წელზე მეტხანს გაგრძელდა.
თავიდან ოტო და დოლი ერთმანეთს სასტუმროს ნომრებში ხვდებოდნენ, შემდეგ ქალს სასტუმროებზე ფულის ხარჯვა მობეზრდა და ნორჩი საყვარლის სახლში მიყვანა გადაწყვიტა, რაც მეზობლებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. ქალმა ცნობისმოყვარეებს ოტო შორეულ ნათესავად გააცნო, თუმცა გადაწყვიტა, რომ აღარ გაერისკა და უცნაური გადაწყვეტილება მიიღო - ახალგაზრდა საყვარელს სახლის სახურავზე მიუჩინა ადგილი და ოთახიდან გამოსვლა აუკრძალა.

ყმაწვილი ხვდებოდა, რომ დოლის სექსუალურ სათამაშოდ იქცა, თუმცა უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა... ასე გაგრძელდა ხუთი წელი, სანამ ფრედმა, ცოლთან ერთად, სხვა ქალაქში საცხოვრებლად გადასვლა არ გადაწყვიტა. დოლიმ მოახერხა, ქმარი დაერწმუნებინა, სხვენიანი სახლი შეეძინა. ამგვარად, დოლისა და ოტოს საიდუმლო ურთიერთობა კიდევ ოთხ წელს გაგრძელდა, თუმცა დასასრული ყველაფერს აქვს...

1922 წლის 22 აგვისტოს ცოლ-ქმარს შორის დიდი კონფლიქტი მოხდა. ისინი ისე ხმამაღლა ყვიროდნენ, რომ ორი პისტოლეტით შეიარაღებული ოტო, ვითარების გასარკვევად, სხვენიდან ჩამოვიდა.


ამის შემდეგ ქმარსა და საყვარელს შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა და ოტომ ფრედი რამდენიმე გასროლით მოკლა.
საპყრობილე რომ აეცილებინათ, საყვარლებმა გადაწყვიტეს, ძარცვის ინსცენირება მოეწყოთ - სახლი კარგად აურ-დაურიეს და ფრედს ხელიდან ბრილიანტებით დამშვენებული საათი და ბეჭდები მოხსნეს.
ბოლოს ოტომ დოლი სხვენზე ჩაკეტა და გასაღები გადააგდო, რათა პოლიციას მისთვის ქმრის მკვლელობა ვერ დაებრალებინა.

ჩანაფიქრმა მართლაც გაამართლა და გამოძიებამ დოლისთვის ბრალის წარდგენა ვერ შეძლო.
„დამწუხრებულ ქვრივს“ აღარაფერი უშლიდა ხელს, ახალგაზრდა საყვარელი გამოეჩინა და მასთან ერთად, ახალ სახლში საცხოვრებლად გადასულიყო, თუმცა ოტო იმდენად მიეჩვია სექსუალური მონის როლს, რომ ახალ გარემოშიც სხვენზე ცხოვრება არჩია.

დოლიმ, რომელსაც ოტო სულ უფრო ნაკლებად იზიდავდა, ახალი გასართობი მონახა. ეს იყო ცნობილი ადვოკატი სახელად ჰერმან შაპირო, რომელიც ისეთივე შრომისმოყვარე აღმოჩნდა, როგორც ქალის განსვენებული ქმარი.

საბოლოოდ, დოლიმ გადაწყვიტა, რომ ორი მამაკაცი მისთვის საკმარისი არ იყო და მესამე საყვარელი გაიჩინა.
სწორედ მესამესთან, როი კლამბთან გამოიჩინა ქალმა საოცარი გულახდილობა და სამი ავადსახსენებელი პისტოლეტის თავიდან მოცილება სთხოვა, რომლებსაც ქმრის მკვლელობის შემდეგ საგულდაგულოდ მალავდა. პისტოლეტების გადაგდების ნაცვლად, როიმ ისინი საიმედოდ შეინახა და ქალთან სკანდალური დაშორების შემდეგ, პოლიციაში მიიტანა.

დოლი ოსტერაიხი დააპატიმრეს, თუმცა ბრალი ვერ წაუყენეს, რადგან პისტოლეტები დაჟანგული იყო და ნივთმტკიცებად ვერ გამოდგებოდა.
საპყრობილეში ყოფნის დროს, ქალს პატიმრობაზე მეტად, სხვენზე გამოკეტილი საყვარლის ბედი ადარდებდა, ამიტომ მეორე საყვარელს, ადვოკატ ჰერმან შაპიროს „ბიძაშვილისთვის“ საჭმლის მიტანა სთხოვა.

„ბიძაშვილის“ ნახვისა და მასთან გასაუბრების შემდეგ გამოცდილ ადვოკატს დოლისა და ოტოს ნამდვილი ურთიერთობის გარკვევა არ გასჭირვებია. უცნაურია, მაგრამ გაბრაზების ნაცვლად, ჰერმან შაპირო ოტოს გაქცევაში დაეხმარა, დოლის გათავისუფლება შეძლო და მასთან ერთად ცხოვრება გააგრძელა.

დოლისა და ჰერმანის იდილია შვიდი წელი გაგრძელდა და როგორც წინა შემთხვევაში, კონფლიქტით დასრულდა. ქალთან დაცილების შემდეგ ადვოკატი, წინამორბედის მსგავსად, პოლიციაში გამოცხადდა და დოლისა და ოტოს მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ ჩვენება მისცა.
ქალი და მისი ახალგაზრდა საყვარელი ისევ დააპატიმრეს, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობის გამო, მალევე გაათავისუფლეს.

დოლი ოსტერაიხმა ღრმა სიბერემდე მშვიდად იცხოვრა და 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?