მერილ სტრიპის არჩევანი, რომელსაც დღემდე ნანობს

სიყვარულის ისტორიები

10 მარტი 12:00, 2018 წელი

ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ მერილ სტრიპის ნამდვილი სიყვარული მსახიობი ჯონ კაზალე გახლდათ. ერთმანეთი რომ გაიცნეს, მერილი 27 წლის იყო, ჯონი კი - მასზე 14 წლით უფროსი. მერილი კინოში პირველ ნაბიჯებს დგამდა, ჯონს კი უკვე კორლეონეს როლი ჰქონდა შესრულებული „ნათლიაში“... 

მათ ერთმანეთი დანახვისთანავე შეუყვარდათ. ჯონი მერილის პირველ და ნამდვილ სიყვარულად იქცა.
მოგვიანებით, მსახიობმა აღიარა, რომ ის აღაფრთოვანა ჯონის თანაგრძნობის უნარმა. მას სიცოცხლე და ადამიანები უყვარდა და საპასუხოდაც სიყვარულს იღებდა.


მერილის გაცნობის დროს ჯონი დაქორწინებული იყო, მაგრამ ოჯახში მხარდაჭერა, თანაგრძნობა და გაგება აკლდა, სწორედ ის, რაც ქერათმიანმა მსახიობმა ქალმა მიანიჭა.

მსახიობების ურთიერთობა სწრაფად განვითარდა. ისინი ჯონის პატარა ბინაში ცხოვრობდნენ. ერთად კითხულობდნენ წიგნებს, ერთად სეირნობდნენ და ერთად დადიოდნენ რეპეტიციებზე.
ჯონი ცოლთან გაყრას და მერილზე დაქორწინებას აპირებდა, მაგრამ მხოლოდ ნიშნობა მოასწრო... ერთ დღეს თავი შეუძლოდ იგრძნო და გამოკვლევისთვის კლინიკას მიაკითხა. ექიმებმა მას ძვლის კიბო დაუდგინეს, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდებოდა.


„ირმებზე მონადირეში“ თამაშის დროს, რომელიც ჯონის უკანასკნელი ფილმი აღმოჩნდა, მსახიობი საშინელი ტკივილებით იტანჯებოდა, მაგრამ იმავე გადასაღებ მოედანზე მერილიც მუშაობდა და თავს სისუსტის გამოვლენის უფლება არ აძლევდა.
გადაღების დასრულების შემდეგ ჯონი ნიუ-იორკში დარჩა, ხოლო მერილი ავსტრალიაში, „ჰოლოკოსტის“ გადაღებებზე გაემგზავრა. მერილს გამგზავრება არ უნდოდა, მაგრამ ჯონმა დაარწმუნა, რომ მისი სამსახიობო რეპუტაციისთვის კონტრაქტის პირობების შესრულება აუცილებელი იყო.
ცხოვრებაში პირველად, მერილს გრძნობასა და კარიერას შორის არჩევანის გაკეთება მოუწია.

ქალს მრავალი წლის შემდეგაც კი არ შეუძლია უყუროს 1978 წელს გადაღებულ ფილმს, რომელმაც საყვარელ ადამიანს დააშორა.
გადაღებების დასრულების შემდეგ სახლში დაბრუნებულ მერილს სრულიად შეცვლილი და განადგურებული მამაკაცი დახვდა. ჯონი ქალის თვალწინ დნებოდა, თუმცა ცდილობდა, საყვარელი ქალისთვის ტკივილი არ დაენახვებინა.
ჯონ კაზალე 1978 წლის 12 მარტს გარდაიცვალა. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „ყველაფერი კარგადაა, მერილ“. სწორედ ამ დღეს მერილმა დაიფიცა, რომ მის ცხოვრებაში კარიერა პირველ ადგილზე აღარასოდეს იდგებოდა და რომ ოჯახი ყველაზე მთავარია.

„ჯონი ახალგაზრდობიდან მეგობრობდა ალ პაჩინოსთან და რობერტ დე ნიროსთან და მათთან ერთად ფილმებში მონაწილეობდა. „ირმებზე მონადირეს“ გადაღების დროს მისი ავადმყოფობის შესახებ თითქმის არავინ იცოდა, ჯონმა ფილმის დასრულება შეძლო, თუმცა ეკრანებზე გამოსვლას ვეღარ მოესწრო. ვცდილობდი, მისი უკანასკნელი თვეები და დღეები შემემსუბუქებინა. ყველაფერი მივატოვე და მასთან, საავადმყოფოში გადავსახლდი. ვერ ვიჯერებდი, რომ ყველაფერი დამთავრდა. არ მინდოდა დამენახა საშინელი, დამანგრეველი პროცესი, რომელიც მის სხეულში ვითარდებოდა.
ჩვენ დანიშნულები ვიყავით და ვაპირებდით, მთელი ცხოვრება ერთად გაგვეტარებინა, ამიტომ მისი სიკვდილის შემდეგ ემოციურად გავნადგურდი. შეშლილივით ვმუშაობდი, რომ ტკივილი და სასოწარკვეთილება დამეძლია.

საყვარელი ადამიანის სიკვდილიდან ნახევარი წლის შემდეგ გავთხოვდი, თუმცა ვაღიარებ, რომ ის შოკი დღემდე არ გასულა... ჯონმა მასწავლა, რომ ნომინაციებისა და ჯილდოების მიუხედავად, მთავარია, ვიცოდე რეალურ, ოჯახურ ცხოვრებაში ჩემი ადგილი. ბედნიერი ვარ, რომ მაქვს ოჯახი, რომელიც სითბოთი და სიყვარულით მავსებს და ვიცი, რომ ეს იმაზე სასიამოვნო გრძნობაა, ვიდრე მსოფლიო ვარსკვლავობა“, - ამბობს მსახიობი ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში.

ამბობენ, რომ მერილი საყვარელი ადამიანის სიკვდილის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. მან ცხოვრების ნამდვილი სიყვარული დაკარგა და პირობა დადო, რომ ამ თემაზე აღარასოდეს ისაუბრებდა.
69 წლის მსახიობი 39 წელია, მოქანდაკე დონ გამერის მეუღლეა. ოთხი შვილი და ბევრი  შვილიშვილი ჰყავს, თუმცა ავსტრალიაში გადაღებული ფილმის „ჰოლოკოსტის“ ყურება დღემდე არ შეუძლია...




 

 

იცით თუ არა...

ელფრიდა კარლსონი - ქალი, რომელსაც ყეფაში ხელფასს უხდიან

თანამედროვე მსოფლიოში 40 ათასზე მეტი პროფესიაა და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. აი, მაგალითად, შვედი ელფრიდა კარლსონი ხელფასს ყეფაში იღებს - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
კულინარია

ცხელი ვინეგრეტი - სასარგებლო, ნოყიერი და დაბალკალორიული

კარტოფილის გოგრით ჩანაცვლება ამ სალათს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
დღის ჰოროსკოპი

14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ჯეისონ სტეტჰემი თავის სახლს $19,95 მილიონად ყიდის (12 ფოტო)

სახლი კალიფორნიაში, მალიბუს სანაპიროზე მდებარეობს. ბრიტანელმა მსახიობმა ეს ქონება 2009 წელს $10,6 მილიონად შიძინა, ცოტა ხნის წინ კი აქაურობა საფუძვლიანად გაარემონტა.
დღის ჰოროსკოპი

13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ეტიკეტის 10 წესი, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს

სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ 10%-მა იცის ეს პუნქტები.
ამბები

31 წლის მარიკა მაკარიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

31 წლის მარიკა მაკარიძეს მწვავე ლეიკემია და ზურგის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, დაავადება მეოთხე სტადიაშია.
დღის ჰოროსკოპი

12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

აშშ-ში ყველაზე ძვირად ღირებული სახლი იყიდება!

სახლი, რომელიც ცნობილია, როგორც Casa Encantada (ჯადოსნური სასახლე), ლოს ანჯელესის პრესტიჟულ რაიონში, Bel-Air-ში მდებარეობს და მისი გასაყიდი ფასი 225 მილიონია!
ამბები

#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედიატური გაიმართა

„ვისოლ ჯგუფის“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედიატური გაიმართა.
დღის ჰოროსკოპი

11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქათმის ბარკლები თაფლითა და ნივრით

არომატული ქათმის ხორცი პიკანტურ სოუსში ერთდროულად ძალიან ნაზი, ტკბილი და ცხარეა.