ეროსი მანჯგალაძისა და ლენა ყიფშიძის ლეგენდადქცეული სიყვარულის ამბავი

სიყვარულის ისტორიები

18 აპრილი 20:00, 2015 წელი

ისინი თითქოს ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილნი, თუმცა ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავების ეროსი მანჯგალაძისა და ელენე ყიფშიძის წყვილმა ერთად ცხოვრება ვერ შეძლო.


სამთვიანი ქორწინებისა და საყვარელ ქალთან დაშორების შემდეგ ეროსი მანჯგალაძემ ცხოვრების გზა მარტომ განაგრძო. ნათესავებისა თუ ახლობლების შეგონების მიუხედავად, მრავალი ქალისთვის სასურველ მამაკაცს ცოლი აღარ მოუყვანია. მოგვიანებით, ეროსის და იტყვის, რომ მის ძმას სიყვარული მხოლოდ ერთხელ და მხოლოდ ერთის შეეძლო.


ეროსი მანჯგალაძეს ბედმა თავიდანვე რთული ცხოვრება არგუნა. ახალგაზრდობიდან სარეცელს მიჯაჭვული დედა, სამამულო ომში დაკარგული ძმა, დაპატიმრებული და გადასახლებული მამა...


მომავალი მსახიობი იძულებული იყო, რომ 17 წლიდან ოჯახის რჩენაზე ეზრუნა. სამხედრო ექიმობაზე მეოცნებე ახალგაზრდას ბედი სხვა მომავალს უმზადებდა. სრულიად შემთხვევით, რუსთაველის თეატრის მსახიობებმა სასკოლო წარმოდგენაში მონაწილე ეროსის თამაში იხილეს და იმდენად მოიხიბლნენ, რომ მეათეკლასელ ყმაწვილს სამხედრო ექიმობაზე ფიქრი სამუდამოდ დაავიწყეს.


სწორედ, თეატრალური ინსტიტუტში გაიცნო ეროსი მანჯგალაძემ თავისი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული ელენე ყიფშიძე. ამბობენ, რომ ეროსის მშვენიერი ელენეს გულის მოსანადირებლად მისი თაყვანისმცემლების არმიის მოგერიებაც უწევდა. მათ შორის ერთ-ერთი მომავალში სახელგანთქმული რეჟისორი გიორგი ტოვსტონოგოვიც ყოფილა.
მალე ელენე ყიფშიძისა და ეროსი მანჯგალაძის სიყვარულზე მთელი თბილისი ალაპარაკდა. 37 წლის ეროსი საყვარელ ქალზე დაქორწინდა, მაგრამ ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა.
ეროსი მანჯგალაძეს საყვარელ ქალთან დაშორების მიზეზებზე არასდროს და არავისთან უსაუბრია. აღარც სხვა ცოლის მოყვანაზე უფიქრია და სიცოცხლის ბოლომდე მარტო დარჩა.
ლეგენდარული მსახიობი 57 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. მსახიობი სოსო ლაღიძე თავის ერთ-ერთ მოგონებაში იხსენებს: დავსხდებოდით, ერთ-ორ ჭიქას დავლევდით, ხან რას გავიხსენებდით, ხან რას. ბოლოს სიყვარულსაც მივწვდებოდით. იმ წუთებში ეროსის სულ სხვანაირი, შეყვარებული ჭაბუკის თვალები გაუხდებოდა და იტყოდა, ლენა ჩემი დიდი სიყვარულია დღემდეო.
რუსთაველის თეატრის მსახიობებთან გასაუბრებით შევეცადეთ რომანტიკული ისტორიის სხვა დეტალებს ჩავწვდომოდით, თუმცა აღმოჩნდა, რომ წყვილის თავისი სიყვარულის ისტორია ტაბუდადებულ თემად ექცია, რომლის შესახებაც უახლოეს ადამიანებსაც კი არ ესაუბრებოდნენ.


ჯემალ ღაღანიძე, მსახიობი:


- რუსთაველის თეატრში 1956 წელს მივედი. ამ დროისთვის ეს ისტორია კარგა ხნის ჩავლილი იყო, ეროსი კი ამ თემაზე საერთოდ არ ლაპარაკობდა. მიუხედავად იმისა, რომ 50 წელი ერთად ვიყავით, ეროსისგან სიტყვა არ მახსოვს, რომ ლენა ეხსენებინოს. როგორც სხვამ, მეც ისე, ყურმოკვრით ვიცი, რომ ბოლომდე უყვარდა.


მარინა ჯანაშია, მსახიობი:


- ამ ისტორიის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია მაქვს, რადგან ბატონ ეროსის ამ თემაზე ვერავინ დაელაპარაკებოდა.  მხოლოდ ის ვიცი, რომ ამ ბუმბერაზ მსახიობს ლენა ყიფშიძე სიცოცხლის ბოლომდე უყვარდა.
ბატონ ეროსისთან ზედმეტი იყო იმაზე ლაპარაკი, რომ მის ცხოვრებაში სხვა ადამიანი გაჩენილიყო. ამ ორი ადამიანის სიყვარულის ისტორია მათ სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა და ასე დარჩება.


ეროსი მანჯგალაძესთან დაშორების შემდეგ ელენე ყიფშიძე რამდენჯერმე გათხოვდა, თუმცა ამბობენ, რომ ბოლომდე მარტოსული იყო...


- ბატონი ეროსის დაკრძალვაზე ქალბატონი ლენა ჩემ გვერდით იდგა და მახსოვს, როგორ თქვა: ჩემი ერთადერთი ნამდვილი...  ქმარი თუ სიყვარული, ეს აღარ მახსოვს, თუმცა ერთადერთი და ნამდვილი რომ თქვა, დარწმუნებული ვარ. რაც შეეხება მარტოსულობას, რასაკვირველია, მარტოსული იყო. რაც უნდა დიდი ოჯახი გყავდეს, დიდი სიყვარული და ა.შ., უფლის წინაშე ყველანი მარტოსულები ვართ. ჩვენ ჩვენი სახლი გვაქვს - ჩვენი სხეული და გონება. მე ძალიან მიყვარდა ქალბატონი ლენა და მქონდა ბედნიერება, მასთან ერთად „ევრიდიკესა“ და „ისევ ვოდევილებში“  მეთამაშა. „ისევ ვოდევილებში“ ქალბატონი ლენა პირველ ვოდევილში თამაშობდა კაცის - კარაპეტას როლში. მე მესამე ვოდევილში ვთამაშობდი და, თეატრის განაწესით, სხვა მსახიობებზე გვიან მოსვლის უფლება მქონდა. მიუხედავად ამისა, სპეციალურად ადრე მოვდიოდი მხოლოდ იმიტომ, რომ ლენა ყიფშიძესთან საგრიმიორო ოთახში შევსულიყავი და მისი საოცარი გარდასახვა მენახა. საოცარი სანახავი იყო, როგორ ნელ-ნელა, თითო შტრიხისა და კოსტიუმის თითო დეტალის დამატებით იქცეოდა მომხიბვლელი მეტყველებისა და ბოლომდე ბავშვური სახის კანის მქონე მშვენიერი ქალი გონჯ კარაპეტად. ქალბატონი ლენა საოცრად ნიჭიერი ადამიანი იყო, მაგრამ ზოგჯერ მსახიობის ბედი ისე ლაგდება, რომ მის ცხოვრებაში არ ჩნდება რეჟისორი, რომელიც მის ნიჭიერებას ბოლომდე გამოიყენებს. ქალბატონ ლენას ზღვა ნიჭიერება ჰქონდა, რომელიც, სამწუხაროდ, მეტწილად გამოუყენებელი დარჩა.
რაც შეეხება ბატონ ეროსის, ეს ადამიანი გამორჩეულად მიყვარდა. მე ვიყავი მიხეილ თუმანიშვილის პირველ ექსპერიმენტულ სარეჟისორო-სამსახიობო ჯგუფში, რომელსაც მე-11 აუდიტორიას უწოდებდნენ. ამ სახელით გადავედით ჯერ მურმან ჯინორიას და შემდეგ ნინელი ჭანკვეტაძის ჯგუფში. სწორედ,  ჩვენს დროს მოხდა ერთი უბედურება, რომ სერგო ზაქარიაძე გარდაიცვალა და მეორე უბედურება, რომ ბატონ მიშას რუსთაველის თეატრიდან წასვლა აიძულეს. ამ ურთულეს სიტუაციაში ბატონი ეროსი აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც თქვა: სერგო ზაქარიაძეს  უნდოდა, რომ ეს ბავშვები ჩვენს თეატრში ყოფილიყვნენ, ამიტომ ისინი ჩვენი თეატრის მსახიობები იქნებიანო. სწორედ ეროსი მანჯგალაძის დამსახურებით, დათო კვირცხალია, ბესო ხიდაშელი, მანანა გამცემლიძე და მე რუსთაველის თეატრში აღმოვჩნდით.


- თავის დროზე, ბატონი ეროსისა და ქალბატონი ლენას რომანტიკული სიყვარულის ისტორიამ და მამის გვარის დაფარვამ ბევრს აფიქრებინა, რომ ზურა ყიფშიძის ნამდვილი მამა ეროსი მანჯგალაძე იყო.


- არა, ნამდვილად არა. ზურას მამა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ავთო ვერულეიშვილი იყო და ეს მთელმა თეატრალურმა საზოგადოებამ იცოდა. ხალხში რატომღაც გაჩნდა ეს მითი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სახის ნაკვთებით ზურა დედას ჰგავს, დაკვირვებული თვალი აუცილებლად შეამჩნევს მამასთან მსგავსებას. ბატონი ეროსისა და ქალბატონი ლენას სიყვარულის რეალური ისტორიისგან განსხვავებით, ამ მითს ნამდვილად არა აქვს არსებობის უფლება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?