შეყვარებული კაცი

სიყვარულის ისტორიები

25 აპრილი 20:00, 2015 წელი

იცი, როგორ მიყვარს ეს გოგო? მაფრენინებს, მაგიჟებს...

პატარა, წითური გოგონა მსახიობ კოტე თოლორდავას ცხოვრებაში დიდი ხნის წინ გამოჩნდა. ავტოკატასტროფაში მოყოლილი 16 წლის კოტე და მისი მეგობრები სიკვდილისგან იმ გოგონას მამამ იხსნა, რომელსაც წლების შემდეგ სიცოცხლეზე მეტად შეიყვარებს, ხელის სათხოვნელად „ამწეკრანით“ მიაკითხავს და სახლის აივნიდან პირდაპირ მმაჩის ბიუროში გაიტაცებს.
ერთხელ გადაცემა „პროფილში“ სტუმრად მყოფმა კოტემ გაიხსენა, რომ ბავშვობაში მომხდარი ავარიიდან ფრაგმენტულად ახსოვს, თავისი მხსნელის მანქანიდან როგორი გაფართოებული თვალებით უყურებდა პატარა, წითელთმიანი გოგონა.
განო მელითაურისა და კოტე თოლორდავას „ნამდვილი“ შეხვედრა წლების შემდეგ, ტელეკომპანია „მზის“ გახმოვანების სტუდიაში შედგა. აქ ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდეს და მას შემდეგ სულ ერთად იყვნენ...


მსახიობი ლევან კაციაშვილი:
– მე და კოტე „მოზარდ მაყურებელთა თეატრში“ ერთად ვმუშაობდით. ხუთი წლის წინათ მასთან ერთად ვითამაშე გოგა ოსეფაშვილის ოთხკაციან პიესაში „წეროს რქები“. უნდა გენახათ, რეპეტიციების დროს როგორ მუშაობდა კოტე თითოეულ სტრიქონზე. თუ ვიღაცას გარკვეული ფიქრი და გააზრება სჭირდება, რათა თავისი გმირი კონკრეტულ ქმედებამდე მიიყვანოს, კოტეს, უსაზღვრო შინაგანი ნიჭის წყალობით, მომენტალურად შეეძლო გმირის სახის შექმნა. მსგავსი გარდასახვა არავისგან მინახავს. ეს იყო უზადო, შეუდარებელი და წარმოუდგენლად ზუსტი. ეს გახლდათ მსახიობის ნამდვილი მასტერკლასი.



სიყვარულიც ხომ თანდაყოლილი ნიჭია?
– ნამდვილად ასეა. ალბათ, განსაკუთრებულად ნიჭიერ და ძალიან გამორჩეულ ადამიანებს შეუძლიათ ისეთი სიყვარული და გრძნობის ისე გამოხატვა, როგორც კოტემ მოახერხა და შეძლო. მახსოვს, განო და კოტე სრულიად შემთხვევით შემხვდნენ ქუჩაში. ამ მთის ვთქვით, იმ ბარის... კოტე უეცრად მომიბრუნდა და მითხრა: იცი, როგორ მიყვარს ეს გოგო? მაფრენინებს, მაგიჟებს... მერე განოს შუა რუსთაველზე ჩაეხუტა, ხელში აიტაცა და დაატრიალა. აი, ასე შეეძლო სიყვარულის გამოხატვა. ისე კარგად გრძნობდა ყველაფერს და შენც ისე გაწვდიდა, რომ ძალიან გადამდები იყო...
მოვიდოდა, მოგეფერებოდა, რაღაცებს გეტყოდა და ამ დროს შინაგანად ისე დიდი იყო, რომ თითქოს სხეულში არ ეტეოდა და გარეთ გადმოდიოდა. სულ „გარეთ“ იყო, განსაკუთრებით განოსთვის... ჩვენ ძალიან დიდხანს ვუყურეთ ამ წყვილს და მათი სიყვარულიდან და ურთიერთობიდან მაგალითი ძალიან ბევრმა აიღო.


როგორ გადაარჩინა ბავშვობაში განოს მამამ სიკვდილს, თქვენ თუ იცით ამ ისტორიის შესახებ?
– ვიცი და ვფიქრობ, რომ ეს ამბავი ბედისწერას ჰგავს. ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ განოს მამამ მაშინ სიკვდილს გამოსტაცა ხელიდან და თავის შვილს უცნობი სიყვარული შეუნარჩუნა.
ერთი საინტერესო ამბავიც მინდა, მოგიყვეთ... კოტეს, სანამ რუსეთში გაფრინდებოდა, 9 აპრილს პრემიერა ჰქონდა. რა თქმა უნდა, პრემიერას დავესწარი, მივულოცე, ჩავეხუტე და ფოიეში გამოვედი, სადაც ჩვენი კოლეგა ახალი ფოტოაპარატით სურათებს იღებდა. რამდენიმე ფოტო გადამიღო და ამ დროს საგრიმიოროდან კოტეც გამოვიდა. როგორც ყოველთვის, დაღლილი იყო და როგორც ყოველთვის, სადღაც ეჩქარებოდა. სწორედ საგრიმიოროდან გამოსულ კოტეს გადაუღო სერგომ უკანასკნელი ფოტო. ყოველ შემთხვევაში, საქართველოში უკანასკნელი... გულწრფელად გეტყვით, რომ არ მეგულება დღევანდელ თეატრალურ სამყაროში მეორე ადამიანი, რომელიც იმდენი რამის ერთდროულად გაკეთებას მოასწრებს, რამდენსაც კოტე ასწრებდა. ეს იყო საოცარი ენერგეტიკისა და მუხტის მქონე ადამიანი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ სულ გარბოდა და გამორბოდა, ყოველთვის კარგ ხასიათზე იყო. ეს იყო განოსა და სიცოცხლეზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანი, რომელიც მოწყენის საშუალებას არავის აძლევდა და ასეთად დარჩება ყველას მეხსიერებაში.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?