„მაპატიე, რომ გეწუწუნები...“ - გელა დაიაურის ტკივილიანი ბარათები თეონა ქუმსიაშვილს

სიყვარულის ისტორიები

13 ივნისი 20:00, 2015 წელი

ხევსურეთში მომხდარი ტრაგედიიდან, რომელმაც შვიდი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 22 ივლისს ხუთი წელი შესრულდება. ხუთი წლის განმავლობაში ცრემლით დასველებულ ლექსებითა და მონატრების ბარათებით ესაუბრება გელა დაიაური ტრაგედიის დროს დაღუპულ ცოლ-შვილს...


გელა დაიაური და თეონა ქუმსიაშვილი ერთმანეთს მთის, პოეზიის და სიმღერის სიყვარულმა შეახვედრა. თეონა ანსამბლი „სიონის ზარების“ სოლისტი იყო და  მსმენელს ზარივით წკრიალა ხმით აჯადოვებდა. წერდა ტექსტებს საკუთარი მელოდიებისთვის და გამოცემული ჰქონდა სიმღერების სოლო ალბომი „ვეღარც სიმღერით გითხარ ამდენი სიყვარული. გელა დაიაური პოეტი, ფილოლოგი, ფოლკლორის დიდი მოყვარული და ბევრი ლამაზი ლექსის ავტორი გახლავთ. ამის გარდა, შესანიშნავად უკრავს და მღერის. აგროვებს მასალებს ქართული საბრძოლო ხელოვნების შესახებ და დიდი წვლილი მიუძღვის ამ დარგის განვითარებაში. ისინი თითქოს ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილნი და ერთმანეთის გამოჩენას ელოდებოდნენ.


გელას ტრაგედიიდან ხუთი წლის შემდეგ კიდევ უფრო სტკივა და უმძიმს გარდაცვლილ მეუღლესა და შვილებზე საუბარი: 


- 2007 წელი იყო. პაატა ვარდანაშვილთან და ჩემს რამდენიმე მეგობართან ერთად ვაპირებდი, ჩემი წიგნის პრეზენტაცია მომეწყო. ვფიქრობდით, პრეზენტაცია სად და როგორ ჩაგვეტარებინა. არჩევანი საბავშვო ქალაქ „მზიურზე“ შევაჩერეთ. გადავწყვიტეთ, წიგნის პრეზენტაციაზე მომღერლებიც მოგვეწვია და ერთად ხევსურული საღამო გაგვეკეთებინა. მას შემდეგ „ხევსურული საღამოები“ უკვე მერვე წელია, ყოველწლიურად ტარდება. ამ საღამოზე გავიცანი თეო. სხვათა შორის, თეო ჩვენ არ მოგვიწვევია. ალბათ, მისმა მეგობრებმა გაიგეს ღონისძიების შესახებ და მოიყვანეს. ხალხი ჩემს წიგნებს ათვალიერებდა და  ავტოგრაფს მთხოვდა, როცა მომესმა გასაოცარი ხმა, რომლის მსგავსი არასოდეს გამეგო. მივიხედე და დავინახე, სცენაზე ხევსურულ სამოსში გამოწყობილი გოგონა მღეროდა. სურვილი გამიჩნდა, მივსულიყავი და ახლოს გამეცნო, როგორც მომღერალი და ხელოვანი. ჩემი მეგობარი ნუკრი მჭედლიშვილი ქუმსიაშვილების სიძეა და სწორედ მან გამაცნო თეონა.  ეს იყო 2007 წლის 26 ივნისის საღამოს. მალე დავმეგობრდით. დაახლოებით, ნახევარ წელიწადში დავოჯახდით და საცხოვრებლად მთაში გადავედით. მეამაყება, რომ მე მისი რჩეული ვიყავი. ის იყო მორწმუნე და ღვთისნიერი ადამიანი თავისი ცხოვრების წესით, კდემამოსილებით და სისპეტაკით. უზომოდ კეთილი. ცუდს ვერავიზე ათქმევინებდი. მთაში ყოფნის დროს წუხდა, ტაძარში ვერ დავდივარო. უთბილესი ბუნების იყო. მის გვერდით არასდროს მოიწყენდი. იმდენად გადამდები ხალისი შემოჰქონდა საუბარში, რომ როგორ ცუდ ხასიათზეც არ უნდა ყოფილიყავი, გაგამხიარულებდა. განა თვითონ არ სტკიოდა და აწუხებდა რამე, მაგრამ არავის არასდროს აგრძნობინებდა და ცდილობდა, ყველა კარგ ხასიათზე დაეყენებინა. თავისი ცხრა სამღერიდან ექვსის ტექსტის ავტორი თავად თეონაა. თვითონ წერდა და თვითონ მღეროდა შეუდარებლად. პროფესიონალურად უკრავდა თითქმის ყველა კლასიკურ ინსტრუმენტზე, გიტარაზე, როიალზე. უამრავი გეგმა ჰქონდა. მეგობრებთან ერთად ტრიოს ჩამოყალიბებას აპირებდა... 



2010 წლის 22 ივლისს მდინარე არღუნის წყალმა, თეონა ქუმსიაშვილთან ერთად, მისი 2 წლისა და 9 თვის ბიჭების სიცოცხლეც შეიწირა. გელა დაიაური თითქოს ხვდება, რომ საუბარი დემეტრესა და ჯარჯიზე კითხვით უნდა გავაგრძელო და ნაჩქარევად მემშვიდობება, თან მიხსნის, რომ უმძიმს ამ თემაზე საუბარი და მეტს ვერაფერს გაიხსენებს. გელა დაიაურის გაწყვეტილ სათქმელს ცოლისა და შვილებისთვის მიძღვნილი ლექსები და წერილები გააგრძელებენ:

ვიცი, რომ სადღაც მელოდები, ვიცი, რომ შენი ლოცვის ძალა შენთან მომიყვანს. ეს გარდაუვალია, იმიტომ ,რომ ძალიან მიყვარხარ და თუ ვერ ვლოცულობ ბევრს შენთვის, ვიცი, ამ სიყვარულს უფალი ლოცვად მიიღებს. გილოცავ დაბადებიდან 30-ე წელს, ვიცი, გაგიხარდებოდა, ამას ღიმილით რომ ვწერდე, მაგრამ სულის ტკივილით გწერ და მაპატიე, უფალი და ღვთისმშობელი მარიამი გფარავდეს. მინდა შენთან, მინდა, მინდა, მინდააააააა!!!!! მაპატიე, თუ გამძიმებ ჩემი მწუხარებით. მიყვარხარ!!!!


თეო, დავდივარ და ვეძებ იმას, რაც დავკარგე. ვეძებ ყველგან, ყველაში და ყველაფერში. ვეძებ იმედს, რწმენას, სასოებას, სიყვარულს, ბენიერებას. ვეძებ, მაგრამ ვაი, რომ ვერ ვპოულობ. განა უცხოს და არარსებულს ვეძებ? არა, შენ გეძებ და ვეღარ გპოულობ. არა და როგორ მჭირდები და როგორ მაკლიხარ. ვეღარაფერს გეუბნები, სულ გესაუბრები, უბრალოდ, გილოცავ დაბადების დღეს და შენ ხომ იცი, როგორ მიყვარხარ.


უფრო და უფრო ბნელდება ირგვლივ და სულში ძაფი მიწყდება თითქოს, რომელიც შენთან მაკავშირებს... ზანტად და უხალისოდ დავდივარ... უსასოო და მიუსაფარი... , მინდა, ვიხალისო, ვიმხიარულო, თავს ძალას ვატან, მაგრამ სულში რაღაც ცუდად მაქვს გაწყვეტილი, მთავარი სიმი. მაპატიე, რომ გეწუწუნები...


 დაბადებიდან 31-ე წელს გილოცავ... უფალმა დაგიმკვიდროს სასუფეველი შენს (ჩვენს) პატარებთან ერთად... ერთი გახსოვდეს, ვერ გშორდები, ეს ძაფი გამძლეა ძალიან...ამირანის ჯაჭვივით... მომენატრე, ძალიან მომენატრე, ჩემო თეო.


დემე, დემეტრე, ჩემო ბოკვერო, ჩემო ვერ გახარებულო, მიწაუღირსებელო შვილო, 6 წლის გახდებოდი დღეს. შენ იყავი ჩემი პირველი ბედნიერება, სიხარული, იმედი. შენ დამიძახე პირველად მამიკო! როგორ მინდოდა, მამულისთვის გამეზარდე, როგორ მინდოდა, ღირსეული შვილი ყოფილიყავი ჩვენი ტანჯული სამშობლოსი. ვერ მოგიარეთ, ვერ გადაგარჩინეთ. მაპატიე, მამიკო. ერთად იქნებით დედა, შენ და ჯარჯი. აქედან გილოცავ სულგამწარებული და ტკივილიანი... დედა არ გააბრაზოთ მიყვარხართ და გეფერებით ოცნებებში და სიზმარში.


 
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?